საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №820 „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.08.2005
ძალის დაკარგვა 17.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №820
სარეგისტრაციო კოდი 190020020.22.033.007679
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 02/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №820 „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt .75in .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.020.22.033.007.679
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №820
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, 25-ე, 26-ე, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე, 43-ე მუხლით, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების 27-ე მუხლის „ნ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.
2. დაევალოს სახაზინო სამსახურსა და საბიუჯეტო დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებამდე ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებსა და ადგილობრივი მმართველობის საფინანასო სამსახურებს გაუწიონ მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარება.
3. ეთხოვოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტს (ერთიანი ბაზის შესაქმნელად) და ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს აღმოუჩინონ მატერიალური და ტექნიკური დახმარება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
ინსტრუქცია
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ
თავი I. ძირითადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ინსტრუქცია არეგულირებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დამტკიცებული ბიუჯეტებით განსაზღვრული ასიგნებების ხარჯვის პროცედურებს.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღება და ხარჯების გაწევა ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებისა და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოების ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ხელისუფლების ორგანოები არ იღებენ პასუხისმგებლობას ინსტრუქციით დადგენილი წესის დარღვევით წარმოქმნილ ვალდებულებებზე.
3. ხარჯების გაწევა ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებისა და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოების ხელმძღვანელობის მიერ აღებული და დამოწმებული ვალდებულების შესასრულებლად კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ადგილობრივი ბიუჯეტი – ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოს უფლებამოსილებათა შესრულებისათვის საჭირო შემოსულობების, აგრეთვე მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების განხორციელებისათვის გასაწევი გადასახდელების, ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.
2. ვალდებულება – ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოების მიერ პასუხისმგებლობის აღება შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების დაფარვაზე.
3. დამოწმება – სამუშაოს შესრულების დადასტურება.
4. სახსრების გადახდა – ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებისა და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოების მიერ გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების ანგარიშებიდან რეგისტრირებული ვალდებულების შესაბამისად თანხების ფაქტობრივი ჩამოწერა.
5. წინასწარი გადახდა – დამოწმების დოკუმენტის წარმოდგენამდე თანხების გადახდა.
6. საბიუჯეტო ორგანიზაცია – მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად.
7. საფინანსო ორგანო – ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) საფინანსო სამსახურები.
8. ნაერთი ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური, ამ რესპუბლიკისა და რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის, აგრეთვე რაიონული ბიუჯეტების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებას არ ექვემდებარება და ატარებს ინფორმაციულ ხასიათს.
მუხლი 3🔗. საბიუჯეტო სახსრების გაცემის ეტაპები
საფინანსო ორგანოების მიერ სახსრების გაცემა ხორციელდება სამ ეტაპად: ვალდებულების აღება, დამოწმება, სახსრების გადახდა;
მუხლი 4🔗. საბიუჯეტო სახსრების გაცემის პროცედურები
1. საბიუჯეტო ორგანიზაცია ბიუჯეტით დამტკიცებული სახსრების მისაღებად საფინანსო ორგანოში წარადგენს დოკუმენტაციას შემდეგი რიგითობით, თუ ამ ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
ა) ვალდებულების დოკუმენტი;
ბ) დამოწმების დოკუმენტი;
გ) საგადახდო დავალება.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საფინანსო ორგანოში საბიუჯეტო სახსრების მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
ა) წარმოდგენილი ვალდებულების თანხა არ აღემატება ნაზარდი გეგმით განსაზღვრულ ასიგნებას:
ბ) წარმოდგენილი ვალდებულების თანხა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას;
გ) დამოწმების დოკუმენტში მითითებული თანხა არ აღემატება საფინანსო ორგანოს მიერ რეგისტრირებული შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტით განსაზღვრულ თანხას;
დ) გადახდა ხორციელდება საფინანსო ორგანოს მიერ რეგისტრირებული დამოწმების ფარგლებში, გარდა წინასწარი გადახდის შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗. წინასწარი გადახდა
1. წინასწარი გადახდა ხდება:
ა) მივლინების ხარჯებზე;
ბ) თუ ასეთი ანგარიშსწორება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით;
გ) სასწრაფო შესყიდვებისას, რომელთა ჯამური ღირებულება თვეში 500 (ხუთას) ლარს არ აღემატება. აღნიშნულ შემთხვევაში დამოწმების დოკუმენტი საფინანსო ორგანოს წარედგინება თანხის გატანიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ან თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში. 500 ლარზე მეტი ოდენობის თანხის წინასწარი გადახდა შესაძლებელია საფინანსო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
2. წინასწარი გადახდისას დამოწმება ხორციელდება ვალდებულების დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში. ვალდებულების დოკუმენტში გათვალისწინებული თარიღისათვის დამოწმების დოკუმენტის წარმოუდგენლობის შესახებ ადგილობრივი საფინანსო ორგანო აცნობებს შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს და საქართველოს კონტროლის პალატას.
3. წინასწარი გადახდისას თანხის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში დარჩენილი თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად და ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში დაბრუნებას.
მუხლი 6🔗. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადასახდელების ასახვა ნაერთ ბიუჯეტში
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადასახდელების ნაერთი (რომელთა ათვისება ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტების ანგარიშების გაუვლელად) ბიუჯეტის შესრულების ნაერთ ანგარიშგებაში ასახვის საფუძველს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის რაიონული (ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური) ბიუჯეტებიდან გადაცემული ის ფინანსური დახმარება, ურთიერთანგარიშსწორებით მიღებული სახსრები და საბიუჯეტო სესხი რომელიც მიღებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაერთი ბიუჯეტის ანგარიშგებაში აისახება რაიონული ბიუჯეტის შემოსულობებში და თვითმმართველი ერთეულების გადასახდელების მიხედვით, ვინაიდან რაიონული (ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური) ბიუჯეტისათვის იგი წარმოადგენს შიდა ბრუნვას და მათი ასახვა შესაბამისად რაიონული ბიუჯეტის გადასახდელებსა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებში გამოიწვევს შემოსულობებისა და გადასახდელების გაორმაგებას.
თავი II. ვალდებულება
მუხლი 7🔗. ვალდებულების დოკუმენტის მომზადება
1. ვალდებულების დოკუმენტს (დანართი №1) ადგენს საბიუჯეტო ორგანიზაცია საქართველოს ბიუჯეტების გადასახდელების ეკონომიკური კლასიფიკაციის თითოეული მუხლის მიხედვით.
2. ვალდებულების დოკუმენტს საბიუჯეტო ორგანიზაცია ადგენს მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით ეკონომიკური კლასიფიკაციის ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლებისათვის:
ა) სხვა საქონელი და მომსახურება (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
გ) კაპიტალური ხარჯები.
3. მრავალწლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში საფინანსო ორგანო ვალდებულებას არეგისტრირებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ნაზარდი გეგმის ფარგლებში.
4. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და კავშირგაბმულობის ხარჯების, ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებზე დევნილთა შენახვის ხარჯების, საზღვარგარეთის ქვეყნებში წარმომადგენლობების შენახვის ხარჯების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარჯების ასანაზღაურებლად, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ხარჯებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის წერილობითი მოთხოვნა.
5. სტუმრების მიღებისა და ექსპედიციის ხარჯებისათვის ვალდებულების აღების საფუძველია საბიუჯეტო ორგანიზაციის შიდა ბრძანება.
6. სხვა და სხვა დონის ბიუჯეტებში გადასაცემ ტრანსფერებზე (ფინანსურ დახმარებებზე) ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენობითი ორგანოების მიერ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტები, ხოლო ვალდებულების დოკუმენტს საფინანსო ორგანოში წარადგენს შესაბამისი მხარჯავი დაწესებულება დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
7. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტებიდან იძულებით ჩამოჭრილ თანხებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს საინკასო დავალება თანხის ჩამოჭრის შესახებ, სააღსრულებლო ფურცელი ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილება თანხის დაკისრების შესახებ.
8. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამებისა და სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველი იქნება მხარჯავი დაწესებულების წერილი შესრულებული სამუშაოების შესახებ და შესაბამისი ხარჯების რეესტრი.
9. მივლინების ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველია საბიუჯეტო ორგანიზაციის შიდა ბრძანება. თუ ფაქტობრივი ხარჯი აღემატება წინასწარი გადახდით დაფინანსებული ვალდებულების ოდენობას, საბიუჯეტო ორგანიზაცია ფაქტობრივ ხარჯსა და ვალდებულებას შორის სხვაობაზე წარმოადგენს დამატებით ვალდებულების დოკუმენტს.
10. ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისათვის ვალდებულება არის ბიუჯეტით დამტკიცებული შესაბამისი გეგმური მაჩვენებელი. ამისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო ორგანოში ვალდებულების დოკუმენტის ნაცვლად უნდა წარადგინოს შესაბამისი კვარტალური გეგმური მონაცემების მუხლობრივი განაწილება №31 დანართის მიხედვით:
ა) შრომის ანაზღაურება და სოციალური ანარიცხები (მათ შორის, სუბსიდიების ეკონომიკურ კატეგორიაში გათვალისწინებული სახელფასო ვალდებულებები და მასთან დაკავშირებული გადასახადები);
ბ) სტიპენდიები;
გ) კვებისა და უნიფორმის ფულადი კომპენსაცია;
დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები (აღნიშნულ ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტს თან უნდა ახლდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა).
11. პასუხისმგებლობა ვალდებულების დოკუმენტის სწორად შევსებაზე ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციას.
მუხლი 8🔗. ვალდებულების დოკუმენტის განხილვა
1. საბიუჯეტო ორგანიზაცია საფინანსო ორგანოში წარადგენს მე-7 მუხლის წესის შესაბამისად შედგენილი ვალდებულების დოკუმენტს.
2. საფინანსო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წერილობით აცნობებს საბიუჯეტო ორგანიზაციას.
მუხლი 9🔗. საფინანსო ორგანოს მიერ ვალდებულების რეგისტრაცია
1. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებზე ვალდებულებას არეგისტრირებს საფინანსო ორგანო.
2. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების გარდა ვალდებულებებს არეგისტრირებს საფინანსო ორგანო შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრთან ან რაიონის გამგებელთან (ქალაქის მერთან) შეთანხმებით.
3. საფინანსო ორგანოს მიერ ვალდებულების რეგისტრაციისას ვალდებულების დოკუმენტს ენიჭება ნომერი, რომელიც შემდგომ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიეთითება საგადახდო დავალებაში.
4. დარეგისტრირებული ვალდებულების გადატანა სხვა მუხლში დაუშვებელია.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია საფინანსო ორგანოს მიერ გაუქმდეს დარეგისტრირებული ვალდებულება.
თავი III. დამოწმება
მუხლი 10🔗. დამოწმების დოკუმენტის მომზადება
1. საბიუჯეტო ორგანიზაცია დამოწმების დოკუმენტს (დანართი 2-ის მიხედვით) ადგენს სამუშაოს შესრულების შემდეგ, სადაც მიეთითება სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია, სასაქონლო ზედდებული, გაწეული მომსახურების შესაბამისი ქვითარი, მიღებაჩაბარების აქტი, ურთიერთშედარების აქტი) და შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღებული ვალდებულების ფარგლებში.
2. მივლინების, სტუმრებისა და ექსპედიციის ხარჯებზე, საზღვარგარეთის ქვეყნებში წარმომადგენლობების შენახვის ხარჯებზე დამოწმების დოკუმენტის საფუძველია საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებამისილი პირის წერილი გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ.
3. სხვადასხვა დონის ბიუჯეტებში გადასაცემ ტრანსფერებზე (ფინანსურ დახმარებებზე) დამოწმების საფუძველს წარმოადგენს დამტკიცებული ბიუჯეტი. დამოწმების დოკუმენტს საფინანსო ორგანოში წარადგენს შესაბამისი მხარჯავი დაწესებულება დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებების ფარგლებში;
4. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მეათე პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებზე დამოწმების დოკუმენტის ნაცვლად ყოველთვიურად საფინანსო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს თანხების მოთხოვნაზე განაცხადი დანართ №3ის შესაბამისად.
5. ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებისა და სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის, აგრეთვე „საბინაოკომუნალური მეურნეობა და კეთილმოწყობის” პროგრამებზე დამოწმების დოკუმენტის საფუძველი იქნება მხარჯავი დაწესებულების წერილი შესრულებული სამუშაოების შესახებ და შესაბამისი ხარჯების რეესტრი.
6. ერთ ვალდებულებაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე დამოწმების დოკუმენტი.
მუხლი 11🔗. საფინანსო ორგანოს მიერ დამოწმების დოკუმენტის რეგისტრაცია
1. საბიუჯეტო ორგანიზაცია საფინანსო ორგანოს წარუდგენს დამოწმების დოკუმენტს, რომელსაც საფინანსო ორგანო დაარეგისტრირებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილია.
2. არასრულყოფილი დამოწმების დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საფინანსო ორგანო წერილობით აცნობებს საბიუჯეტო ორგანიზაციას.
მუხლი 12🔗. წლის ბოლოს დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულებები და საფინანსო ორგანოს მიერ რეგისტრირებული და გადაუხდელი დამოწმება
1. საფინანსო ორგანოს მიერ აღებული ვალდებულება შესრულებულად ითვლება დამოწმების დოკუმენტის რეგისტრაციის შემდეგ.
2. წინა წლის ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას საბიუჯეტო ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე საფინანსო ორგანო აზუსტებს მომდევნო წლის 15 იანვრამდე.
3. წინა წლის შეუსრულებელი ვალდებულებები დავალიანებაში არ აისახება.
4. საფინანსო ორგანოს მიერ წლის განმავლობაში რეგისტრირებული და გადაუხდელი დამოწმება დავალიანების სახით გადადის მომდევნო წელს და დაიფარება დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით.
5. ინფორმაცია საბიუჯეტო წლის განმავლობაში საფინანსო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, დამოწმებული და გადახდილი ვალდებულებების შესახებ ფინანსთა სამინისტროს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი IV. გარდამავალი დებულებები
მუხლი 13🔗. გასული პერიოდის დავალიანების დაფარვა
ინსტრუქციის ამოქმედებამდე წარმოქმნილი, საბიუჯეტო ორგანიზაციის საბალანსო მონაცემების შესაბამისად რიცხული დავალიანების დაფარვა შესაძლებელია ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობის თანხმობით.
ადგილობრივ საფინანსო ორგანოში დოკუმენტაციის წარდგენისა და დამუშავების ეტაპები
სახელფასო ვალდებულებები
საბიუჯეტო ორგანიზაცია სახელფასო ვალდებულებას წარადგენს ადგილობრივი საფინანასო ორგანოს შესაბამის განყოფილებაში (დეპარტამენტში) ყოველკვარტალურად დანართი №31-ის ფორმით. სახელფასო ვალდებულების დოკუმენტი ადგილობრივი საფინანასო ორგანოს მიერ რეგისტრირდება ავტომატურ რეჟიმში და ვალდებულების ნომერი ეცნობება საბიუჯეტო ორგანიზაციას.
სახელფასო ვალდებულებებზე საბიუჯეტო ორგანიზაცია განაცხადს წარადგენს დანართი №3-ის ფორმით ფაქტობრივი დარიცხვის საფუძველზე. განაცხადთან ერთად შესაძლებელია საგადახდო დავალების წარდგენაც. კვარტალის შიგნით ვალდებულების ნომერი არ იცვლება. განაცხადის დასაზუსტებლად საბიუჯეტო ორგანიზაცია ადგილობრივ საფინანსო ორგანოს მიმართავს წერილობით.
სხვა ვალდებულებები
სახელფასო ვალდებულებების გარდა სხვა დანარჩენ ხარჯებზე საბიუჯეტო ორგანიზაცია ადგილობრივ საფინანსო ორგანოს მიმართავს წერილობით, რომელსაც თან ერთვის ვალდებულების დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი ბარდება ადგილობრივ საფინანსო ორგანოს, ხელმძღვანელის რეზოლუციის შესაბამისად გადაეცემა სახაზინო განყოფილებას (დეპარტამენტს). სრულყოფილი დოკუმენტაცია შესათანხმებლად ეგზავნება ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრებსა და ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს (გამგებელს ან მერს). თანხმობის შემთხვევაში ვალდებულების დოკუმენტს ენიჭება ნომერი, რომელიც ეცნობება საბიუჯეტო ორგანიზაციას. დამოწმების დოკუმენტს ადგენს საბიუჯეტო ორგანიზაცია რეგისტრირებული ვალდებულების შესაბამისად. დამოწმების დოკუმენტი ბარდება ადგილობრივ საფინანსო ორგანოს. სრულყოფილი დამოწმების დოკუმენტი რეგისტრირდება ადგილობრივ საფინანსო ორგანოში, რის შემდეგაც ადგილობრივ საფინანსო ორგანოს შესაბამისი რგოლი განახორციელებს ხარჯვით ოპერაციებს.