სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის შესახებ
მიღების თარიღი 11.09.2006
ძალის დაკარგვა 25.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №717
სარეგისტრაციო კოდი 100060010.22.027.009217
გამოქვეყნების წყარო სსმ, 124, 11/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს იუსტიციის მინიტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2010
დოკუმენტის ტექსტი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 53.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.22.027.009.217
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №717
2006 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის შესახებ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის მიზნით, ამ სფეროში პატიმართა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, აღნიშნულ საკითხთა ორგანიზაციული სრულყოფისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, მე-40 მუხლისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან, მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაუდებელი სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გეგმური წესით გადაყვანა განხორციელდეს დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მთავარი (უფროსი) ექიმის პატაკის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაუდებელი სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით, საერთო პროფილის საავადმყოფოებში გეგმური წესით გადაყვანა განხორციელდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, დაწესებულების დირექტორისა და მთავარი (უფროსი) ექიმის პატაკის საფუძველზე.
3. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი 24 საათის განმავლობაში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალოდ გაყვანის თაობაზე აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კურატორ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
4. მწვავე დაავადების შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობისას ავადმყოფის გადაყვანა საერთო პროფილის საავადმყოფოში ან მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს დაუყოვნებლივ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, დაწესებულების დირექტორისა და მთავარი (უფროსი) ექიმის პატაკის საფუძველზე.
5. დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირება და დაცვა უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. წინამდებარე ბრძანება სახელმძღვანელოდ გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტს.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების სისტემის კურატორ იუსტიციის მინისტრის მოადგილესა (გ. მიქანაძე) და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).
8. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №649 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის ორგანიზაციულ ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ“ (სსმ III, 03.07.2006, №89 მუხ. 1205).
9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე