საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ სარეზერვო კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №28/2006
სარეგისტრაციო კოდი 010250000.15.008.009228
გამოქვეყნების წყარო სსმ, 123, 13/09/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ სარეზერვო კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.228
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №28/2006
2006 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ სარეზერვო კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ სარეზერვო კანდიდატთა სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. სარეზერვო კანდიდატთა სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სარეზერვო კანდიდატთა რიგითობა შეესაბამებოდეს ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ამ ოლქებში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მათი ადგილმონაცვლის რიგითობის თანმიმდევრობას. სარეზერვო სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);
ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
თ) რეგისტრაციის ადგილი;
ი) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია სარეზერვო კანდიდატად.
მუხლი 2🔗. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი სარეზერვო კანდიდატთა სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი სარეზერვო კანდიდატთა სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.
მუხლი 3🔗. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ სარეზერვო კანდიდატთა სიას უნდა ერთვოდეს თითოეული კანდიდატის 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად) (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანდიდატი იმავდროულად არის წარდგენილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით) შევსების თარიღის მითითებით. ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სარეზერვო კანდიდატად კენჭისყრაზე.
მუხლი 4🔗. სარეზერვო კანდიდატი არ არის ვალდებული წარადგინოს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მცხოვრებ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
მუხლი 5🔗. სარეზერვო კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.
მუხლი 6🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე