საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №659 ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.07.2006
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №659
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.008887
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 12/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №659 ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; mso-style-link:"khelmocera_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.khelmoceraxmlChar {mso-style-name:"khelmocera_xml Char"; mso-style-link:khelmocera_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 49.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.887
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №659
2006 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 სექტემბრის №1554 ბრძანება (სსმ III, 2005წ., №103, მუხლი 1154🔗).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
შეტანილი ცვლილებები:
1.ძალადაკარგულია- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის ბრძანება №70-სსმIII,№40, 17.03. 2008წ.,მუხ.464
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტი (შემდგომში _ საქმისწარმოების დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტს აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს ფერადი გერბიანი ბეჭედი და შტამპი.
თავი II
საქმისწარმოების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ბ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
დ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის;
ბ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობის კონტროლის რეგულირება;
გ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;
დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;
ე) არქივში დაცული დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად მოძიება და ასლების გაცემა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორის კონტროლი;
ზ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია. ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების (გარდა საკადრო ხასიათის აქტებისა) რეგისტრაცია და შენახვა.
თავი III
საქმისწარმოების დეპარტამენტის უფლებამოსილება
მუხლი 7🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტს უფლება აქვს:
ა) აკონტროლოს და მოსთხოვოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს სამინისტროში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვა;
ბ) გამოითხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს შემადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისაგან საქმისწარმოების შესახებ საჭირო ინფორმაცია;
გ) შეამოწმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და შედეგები შეატყობინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომების მისაღებად;
დ) დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ზომების მისაღებად;
ე) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მეთოდების სრულყოფას.
თავი IV
საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 8🔗
1. საქმისწარმოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი.
2. საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს საქმისწარმოების დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზას აძლევს დოკუმენტებს;
დ) აბარებს მინისტრს საქმისწარმოების დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;
ე) მეთოდურ მითითებებს აძლევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისმწარმოებლებს;
ვ) საქმისწარმოების დეპარტამენტის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წარუდგენს მინისტრს შესაბამის წინადადებებსა და მოსაზრებებს;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა საქმისწარმოების დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) კონტროლს უწევს არქივის მუშაობას, ამოწმებს არქივიდან გასაცემი დოკუმენტების სისწორეს;
ი) უზრუნველყოფს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით განცხადებების განხილვასა და გადაგზავნას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
5. საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს საქმისწარმოების დეპარტამენტის მრჩეველი, საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის დავალებით, მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 10🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.