საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
450010000.22.028.007357
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 19/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.010.000.22.028.007.357

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/208

2005 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესა­ბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქ­ვეუ­წყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სპორტის დეპარტამენტი (შემდგომ­ში – დეპარტამენტი) არის საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ­ში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორ­ციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართვე­ლოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” და ,,სპორტის შესა­ხებ” საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებუ­ლებით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი პრინციპების საფუძ­ველზე.

3. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელ­მწიფო ბიუჯეტი.

4. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სპორ­ტის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს.

5. დეპარტამენტს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნ­ქციე­ბის განსახორციელებლად, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართვე­ლოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი წესით.

6. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით.

7. დეპარტამენტის მისამართია: 380062 ქ. თბი­ლისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №49ა.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესასრუ­ლებლად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსი­ლების ფარგლებში ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) ქმნის სათანადო პირობებს ზოგადად სპორტის და სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის;

ბ) კოორდინაციას უწევს და თანამშრომლობს სპორ­ტის ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, სხვა­დასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს მათ საქმიანობას;

გ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სპორ­­ტში არსებული პრობლემების მოგვარების საკით­ხებს;

დ) შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოორდი­ნაციას უწევს სპორტული მოძრაობების და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას;

ვ) მონაწილეობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაგეგმვაში, მეთოდურ დახმარებას უწევს სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კოორდინაციას უწევს კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტის სფეროში;

ზ) მონაწილეობს სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს;

თ) ხელს უწყობს სპორტის დარგში სამედიცინო და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს, კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას;

ი) შეიმუშავებს სათანადო დოკუმენტაციას სპორტის სახელმწიფო დაფინანსებისათვის, თანამშრომლობს ქვეყანაში მოქმედ სპორტის მხარდამჭერ საფინანსო და სხვა დაწესებულებებთან;

კ) აგროვებს და აანალიზებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ლ) ხელს უწყობს სამინისტროებს თავის მმართვე­ლობაში სპორტის სფეროსთან დაკავშირებული საკით­ხების გადაჭრაში;

მ) ხელს უწყობს ურთიერთობის დამყარებას სპორტის სფეროში ქვეყნის ადგილობრივი მმართვე­ლობის ორგანოებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ნ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში. ამზადებს საერთაშორისო კონვენციების და ხელშეკრულებებისადმი მიერთების პროექტებს, მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას და ხელს უწყობს საერთაშორისო დახმარებას სპორტის სფე­როში;

ო) კოორდინაციას უწევს სპორტის სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

პ) კონტროლს უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორ­­­ტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებო­ბების ტექნიკური ნორმების და ნორმატივების დაცვას;

ჟ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის არასამთავრობო ორგანოების ფორმირებას;

რ) კონტროლს უწევს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობას;

ს) დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან სპორტის, მეც­ნიერებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პრიო­რიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრას და მათ განხორციელებას;

ტ) შეიმუშავებს ქვეყნის მასობრივ-გამაჯანსაღებელი და სპორტული ღინისძიებების ერთიან კალენდარულ გეგმას.

2. დეპარტამენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მეცნიერული კვლევის განვითარებას. ამ დარგში მოწი­ნავე გამოცდილებისა და მეცნიერების მიღწევების პრაქტიკაში დანერგვას;

ბ) მონაწილეობას იღებს საქართველოს რეგიონების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში;

გ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნულ კომიტეტთან;

დ) ფედერაციებთან, კავშირებთან, ასოციაციებთან, სხვა სპორტულ საზოგადოებებთან ერთად კოორდინა­ციას უწევს ქვეყნის მასშტაბით მასობრივ-გამაჯანსაღე­ბელი, სპორტული შეჯიბრებების და სასწავლო-საწვრთნელი შეჯიბრებების მოწყობას;

ე) ხელს უწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვარ­გარეთიდან მოწვეულ სპორტსმენთა შეჯიბრებებში მონაწილეობას;

ვ) უზრუნველყოფს დაინტერესებულ სამინისტროებ­თან, უწყებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კლუბებთან ერთად სპორტული რეზერვების მომზა­დებას; კოორდინაციას უწევს სპორტული სკოლების (უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად) განვითარებას და გაფართოებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სპორტული სკოლების სასწავლო-საწვრთნელ პროცესს;

ზ) დადგენილი წესის მიხედვით წარადგენს მასალებს სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მისანიჭებლად. თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული და გამოჩენილი სპორტსმენებისათვის, ფიზიკური აღ­ზრდისა და სპორტის მუშაკებისათვის, სპორტის მეც­ნიერების წარმომადგენლებისათვის სპორტული წოდებების მინიჭებას. მათი სპორტული ნიშნებით, სიგე­ლებით, დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვებას. განსაზღვრავს სტატუსს პროფესიული და სამოყვარულო სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციებისათვის;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს საქართველოში სპორტული ინვენტარის წარმოებას, მათი ხარისხის გაუმჯობესებას და ასორტიმენტის განახლებას;

ი) ხელს უწყობს, დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით, დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების შემუშავებას და მათ რეალი­ზაციას;

კ) ხელს უწყობს დადგენილი წესით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, უცხოეთში მივლინებას, მათ ატესტაციას, პროფესიული დონის განსაზღვრას და სხვა;

ლ) კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას;

მ) ხელს უწყობს და ეხმარება შესაბამის სპორტულ ორგანიზაციებს საზღვარგარეთის ქვეყნებთან სპორტის სფეროში ურთიერთობის სტრატეგიული მიმართუ­ლებების განსაზღვრაში და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში;

ნ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მმართვე­ლობის ორგანოების სტრუქტურაში შემავალ სპორტუ­ლი ქვედანაყოფების საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ო) უზრუნველყოფს სამეცნიერო, მეთოდური, სას­წავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემას;

პ) დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად, იბ­რძვის სპორტში აკრძალული ხერხებისა და მასტიმუ­ლი­რე­ბელი საშუალებების გამოყენების წინააღმდეგ.

ჟ) ხელმძღვანელობს ევროპული კონვენციით გათ­ვალისწინებული დოპინგსაწინააღმდეგო დებულებე­ბის განხორციელებას, სპორტში დოპინგის გამოყენების მინი­მუმამდე დაყვანას და მის თანმიმდევრულ მიზნობრივ აღმოფხვრას;

რ) ხელმძღვანელობს ,,მაყურებელთა ძალადობასა და არასათანადო ქმედებაზე სპორტულ შეჯიბრებებსა და კერძოდ ფეხბურთის მატჩებზე” ევროპული კონვენ­ციით გათვალისწინებული ნორმების შესრულებას;

ს) ამზადებს კანონპროექტებს და სხვა ნორმატიულ აქტებს სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ტ) კოორდნაციას უწევს თავისი მმართველობის სფეროში ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებებისა და პროგრამების განვითარებას და განხორციელებას;

უ) ამზადებს წლიური ბიუჯეტის პროექტს სამინის­ტროსათვის წარსადგენად და აკეთებს მოხსენებას წინა წლის ბიუჯეტის შესრულებაზე;

ფ) ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შეუსრულებლობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში, ,,სპორტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს წარუდგენს წინადადებებს მარეგისტრირებელ ორგანოებთან ერთად ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ­თა ფუნქციების საგანგებო ყრილობის მოწვევამდე შეჩერების თაობაზე.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება

1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

2. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენ­ტის და საქართველოს მთავრობის ინფორმირება მის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

3. დეპარტამენტი ვალდებულია მიაწოდოს სამინის­ტროს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართვე­ლოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე უძღვება დეპარ­ტამენტის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სახელმწიფოს მიერ მისთვის გადა­ცე­მული ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე შიდა ორგანიზა­ციულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამარ­თლებრივ აქტებს.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარე უშუალოდ ახორ­ციელებს დებულებით გათვალისწინებულ დეპარ­ტამენტის უფლებამოსილებებს და ამ ნაწილში სრულად წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერ­თობაში.

5. დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეპარ­ტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია განსაზ­ღვრული ვადით სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწ­ვიოს კონკრეტული სახის სპეციალისტები. შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებე­ბით, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელსაც დეპარტამენ­ტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.

7. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დეპარტამენტის თავ­მჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახუ­რებრივი უფლებამოსილების განხორციე­ლების შეუძ­ლებ­ლო­ბის შემთხვევაში, მის უფლებამო­სილებას მი­სივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.

8. მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარ­ტამენტის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგისა და ხარჯთა ნუსხის პროექტს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურა განისაზღვრება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებით:

ა) ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) მასობრივი სპორტის სამმართველო;

გ) უმაღლესი მიღწევების სპორტის სამმართველო;

2. დეპარტამენტთან ასევე ფუნქციონირებს მუდმივ­მოქ­მედი სათათბირო ორგანო – საბჭო.

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები და მიმართულებები

1. ადმისტრაციული სამმართველო:

ა) ახორციელებს ეკონომიკურ-საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის მოკლე და გრძელვა­დიანი პერიოდისათვის მაკროეკონომიკური პროგნოზების შემუშავებას და მათი რეალიზებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;

გ) მონაწილეობას იღებს მიზნობრივი პროგრა­მების შემუშავებაში;

დ) არსებული წესის შესაბამისად ახორციელებს თანხის გაცემას;

ე) ამზადებს ეკონომიკური და სოციალური განვითა­რების პროგნოზირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებს სპორტის სფეროში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ოპერა­ტიულ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, აკეთებს ნაერთებს და წარადგენს სამინისტროში.

ზ) არსებული წესის შესაბამისად სპორტის დეპარ­ტამენტში აწარმოებს საქმის წარმოებას. კონტროლს უწევს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავ­რობის, სამი­ნის­ტროსა და დეპარტამენტის გადაწყვეტი­ლებების შეს­რულებას. არსებული ინსტრუქციის მიხედვით აწარ­მოებს საარქივო მასალების დამუშავებას და მათ შენახ­ვას. ადგენს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და ახორ­ციელებს მის შესრულებაზე კონტროლს. წარმართავს კადრებთან მუშაობას, აწარმოებს დეპარტამენტის თანამშრომელთა პირად საქმეებს. კვარტალში ერთხელ ხელმძღვანელობას წარუდგენს ინფორმაციას დავალე­ბების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

თ) ორგანიზებას უწევს საჭირო მასალების დაბეჭდვას, გამრავლებასა და დაგზავნას. საჭიროების შემთვევაში ამზადებს სამინისტროს სათათბირო ორგანოში განსა­ხილ­ველ საკითხთ ნუსხას და კოორდინაციას უწევს მის შესრულებას;

ი) ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის თათბირების მოწყობას დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებას;

კ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო ჯილდოებზე და საპატიო წოდებების მისანიჭებლად;

ლ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებს და სხვა საორგანიზაციო საქმიანობას.

2. მასობრივი სპორტის სამმართველო:

ა) სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუ­ნების, დაცვისა და განვითარების, კვლევისა და ანა­ლიზის შედეგად განსაზღვრავს სპორტის პრიორიტე­ტულ და სტრატეგიული განვითარების მიმართუ­ლებებს;

ბ) მონაწილეობს და თანამშრომლობს სხვა სამინის­ტროებთან მათ მიერ სპორტთან დაკავშირებული კანონ­პროექტების მომზადებაში, ამზადებს დასკვნებს და რეკომენდაციებს, ხელს უწყობს სამეცნიერო, სამედი­ცინო და გამოყენებით კვლევებს სპორტის დარგში, კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს სამეცნიერო შეკრებების, სიმპოზიუმების, კონფერენციების და სხვა შეხვედრებს;

გ) აანალიზებს და ამზადებს წინადადებებს სპორტის სისტემის მუშაობის თვალსაზრისით, მისი ეროვნული საინვესტიციო პროგრამების ჩარჩოებში ჩასართავად, ახორ­ციელებს ,,სპორტის ყველასათვის” და შეზღუდუ­ლი შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალის­წინებული სპორტული ღონისძიებების კალენდრის შე­მუ­შავებას და მისი შესრულების ანალიზს, აანალიზებს სპორტულ შედეგებს და ამზადებს შესაბამის წინა­დადებებს;

დ) იკვლევს და წარმოადგენს წინადადებებს სპორ­ტული პროფილის საწარმოებისა და ობიექტების ტექნი­კური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის შესახებ, შეიმუშავებს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორ­ტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგე­ბობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკითხებს. ამზადებს საერთაშორისო ხელ­შეკრუ­ლებების პროექტებს. ახორციელებს დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების განზოგადებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვას;

ე) კოორდინაციას უწევს სპორტის სამხარეო, საქა­ლაქო და რაიონული სამსახურების საქმიანობას ასო­ცია­ციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფ­ლობით სპორტულ საზოგადოებებთან, სასპორტო სკო­ლებთან, სპორტულ ბაზებთან, სპორტულ სასწავლებ­ლებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან;

ვ) ორგანიზებას უწევს და აწარმოებს საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკურ აღრიცხვიანობას, აანალიზებს არსებულ მდგომარეობას ძირითადი მონაცემების მიხედვით;

ზ) ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებთან და სასპორტო სკოლებთან ერთად ამზადებს ინფორმაციებს მათი საქმიანობის შესახებ;

თ) მონაწილეობს ქვეყანაში სპორტული განათლების დაგეგმვაში, კოორდინაციას უწევს მწვრთნელთა და მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტის სფეროში;

ი) მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს სპორტის სფეროში ადგილობრივი და რეგიონალური დაგეგმა­რების პროექტების შემუშავებას, მათ განხორციელებასა და განვითარებას, ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირებას;

კ) მონაწილეობს ,,სპორტი ყველასათვის“, ფიზიკური აღზრდის, სპორტული რეზერვის მზადებისა და კვალი­ფიკაციის ამაღლების მიზნობრივი პროგრამების შედ­გენაში. აწარმოებს სამუშაოებს დაინტერესებულ ორ­განიზაციებთან ერთად და ქმნის პირობებს სპორტული კლუბების ჩამოსაყალიბებლად;

ლ) ზრუნავს სპორტული რეზერვების მზადები­სათვის, ამზადებს წინადადებებს და ხელმძღვანელობს ბავშვთა სპორტის განვითარების საკითხებს, ატარებს მონიტორინგს სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ საკითხებზე;

მ) მონაწილეობს ყველა ტიპის სასწავლო დაწესებუ­ლებებისათვის ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგ­რამების შდგენაში, კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას და ქმნის პირობებს მათი სპორტში ჩაბმისათვის.

3. უმაღლესი მიღწევების სპორტის სამმართვე­ლო:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოში უმაღლესი მიღწევების სპორტის განვითარების საკითხებს;

ბ) თანამშრომლობს სახელმწიფო და არასამთავ­რობო ორგანიზაციებთან, ამზადებს ეროვნული და საერ­თაშორისო სპორტულ ღონისძიებათა კალენდარულ გეგმას, მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს დაგეგმილ ეროვნულ და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში;

გ) თანამშრომლობს ეროვნულ ფედერაციებთან, ასო­ციაციებთან და კლუბებთან; მონაწილეობს ქვეყნის სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და სხვადასხვა ასაკის (ბავშვების, კადეტების, იუნიორების და დიდების) ნაკრე­ბი გუნდების დაკომპლექტებაში. მონაწილეობს ოლიმ­პიური თამაშებისათვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემ­პიონატებისათვის ნაკრები გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების ინდივიდუალური მომზადების გეგმების შედგენაში, ასევე კონტრაქტების გაფორმებაში; ამზადებს ნაკრები გუნდების წევრთა და კანდიდატთა დოსიეს ყოველგვარი მონაცემებით, უწევს ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებების ორგანიზებას, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვ­ნულ შეჯიბრებებში წამყვანი სპორტსმენების მონაწი­ლეობას, ამზადებს განაცხადებს უმაღლესი მიღწევების სპორტისა და ,,სპორტი ყველასათვის” აუცილებელი სახსრების საჭიროების შესახებ, კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას;

დ) მონაწილეობს უმაღლესი მიღწევების სპორტში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;

ე) ხელმძღვანელობს დოპინგსაწინააღმდეგო საკით­ხებს. იკვლევს და აანალიზებს სპორტული ბაზების ეფექ­ტურ გამოყენებას.

    მუხლი 7. დეპარტამენტის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

დეპარტამენტის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესის შესაბამისად.