„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობა
1. სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი დაკვირვების ერთეულის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.
2. კონფიდენციალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლების კრებსითი სახით მოსამზადებლად, თუ ამ მონაცემების წარმდგენი არ გამოხატავს თანხმობას მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენებაზე.
3. კონფიდენციალურ მონაცემებზე სამუშაოდ დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობით ეკისრება სახელმწიფო სტატისტიკის წარმოება.
4. დაუშვებელია სახელმწიფო სტატისტიკის მასალების გავრცელება, თუ ისინი შეიცავენ კონფიდენციალურ მონაცემებს, ან მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 25 დეკემბერი.
№1851_რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2002.
- როდის იქნა მიღებული „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1851. სარეგისტრაციო კოდი — 350.000.000.05.001.001.175.
- სად არის „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1851, 25.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 350.000.000.05.001.001.175 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14290/