საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №4 ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ
მიღების თარიღი 02.09.2005
ძალის დაკარგვა 01.06.2007
გამომცემი ორგანო საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 310120000.26.018.007696
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 06/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №4 ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.26.018.007.696
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №4
2005 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ
„რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას. ამავე კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1 პროცენტს. ამასთანავე, რეგულირების საფასურის კონკრეტულ ოდენობას ადგენს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
აღნიშნული მოთხოვნების შესრულებისა და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების სრულად და დამოუკიდებლად განხორციელების მიზნით, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) უფლებამოსილების სფეროში მომუშავე პირისათვის რეგულირების საფასური რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახეების მიხედვით განისაზღვროს:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო სატვირთო (გარდა ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) კვოტების სისტემაში განხორციელებული გადაზიდვებისა) გადაზიდვის განხორციელებისას – თითოეულ მიღებულ კვოტაზე ან კვოტის ზემოთ 60 ლარის ოდენობით;
ბ) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT-ს) კვოტების სისტემაში ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას – თითოეულ მიღებულ:
ბ.ა) ერთწლიან კვოტაზე 1000 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) ერთთვიან კვოტაზე 85 ლარის ოდენობით;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას – 0,01 ლარი, მარშრუტის თითოეულ კილომეტრზე, მოძრაობის განრიგით დადგენილი რეისების რაოდენობის შესაბამისად;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას – 0,25 ლარი ყოველ შესრულებულ მუშა ავტომობილ დღეზე;
ე) სამგზავრო ავტოსადგურში მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისას – სამგზავრო ავტოსადგურის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 0,5 პროცენტი;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების და/ან სერვისის სამუშაოების განხორციელებისას – აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 0,5 პროცენტი.
მუხლი 2🔗.
ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ რეგულირების საფასური ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა.
მუხლი 3🔗.
ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განმახორციელებელი პირები რეგულირების საფასურს იხდიან ადმინისტრაციის ანგარიშზე ერთჯერადად, ნებართვის მიღებამდე.
მუხლი 4🔗.
დაშვებულია დადგენილი რეგულირების საფასურის წინასწარი გადახდა.
მუხლი 5🔗.
პირი, რომელიც განახორციელებს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის საქმიანობას რეგულირების საფასურს იხდის თითოეული საქმიანობისათვის გათვალისწინებული ოდენობითა და პერიოდულობით.
მუხლი 6🔗.
პირის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 7🔗.
პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავალობაში ადმინისტრაციას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობაზე.
მუხლი 8🔗.
რეგულირების საფასურის გადამხდელი და ადმინისტრაცია, ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნის შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ ახორციელებენ ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხული რეგულირების საფასურის ოდენობის შედარებას გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობასთან. შეუსაბამობის შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება ფაქტობრივად გადახდილი რეგულირების საფასური.
მუხლი 9🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ალ. ჩხიკვაძე