საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №849 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.09.2005
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №849
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.007700
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 14/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №849 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.007.700
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №849
2005 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე და 23-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, სტრუქტურას, საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
2. დეპარტამენტი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის საქმიანობა განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან.
5. დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და ჩატარება;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადება;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ლ)მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგი და კონტროლი;
მ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;
ო) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
პ) მინისტრის სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
ჟ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
რ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ს) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებების და ფინანსთა მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ტ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა ფინანსური პოლიციისა) სამსახურებრივი საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალების გამო საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი; სამინისტროს სისტემის (გარდა ფინანსური პოლიციისა) უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; იარაღის ტარების უფლების მქონე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება;
უ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ორგანიზაციათა ბიუჯეტის პროექტის შედგენა და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ფ) წლიური საბიუჯეტო კანონით ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ქ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
ღ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებემოსილია:
ა) დეპარტამენტის კურატორთან – ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) გამოითხოვოს და მიიღოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, უშუალოდ აგრეთვე მოადგილის, კონსულტანტებისა და დაქვემდებარებული სამმართველოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ფუნქციებითა და ამოცანებით განსაზღვრულ საკითხებს, დადგენილი წესით აბარებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის შემადგენლობაშია ექვსი სამმართველო:
ა) პერსონალის მართვის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) საფინანსო სამმართველო;
ე) ინფორმაციის დაცვის სამმართველო;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
მუხლი 6🔗. პერსონალის მართვის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სისტემის კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტება;
ბ) კადრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, საკადრო მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა;
გ) ბრძანებათა პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაადგილებისა და გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, საპენსიო უზრუნველყოფის და შრომისუუნარობის ფურცლებზე ყოფნის შესახებ;
დ) კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზაცია და კონტროლი;
ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სპეციალური წოდებებისა და საკლასო ჩინების მინიჭებასთან დაკავშირებული მუშაობის ორგანიზება;
ვ) სისტემის მუშაკთა დასაჯილდოებელი მასალის მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა ატესტაციის და კონკურსების ჩატარების კოორდინაცია;
თ) მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ი) საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლების და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად წარმოდგენა შესაბამის ორგანოში;
კ) სამინისტროს აპარატში შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება.
მუხლი 7🔗. საქმისწარმოების სამმართველო
საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;
ბ) ოფიციალური კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;
გ) მინისტრის რეზოლუციების შესაბამისად დოკუმენტაციის გამრავლებაგანაწილების უზრუნვეყოფა კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით;
დ) გეგმური და სპეცდავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების გაფორმება;
ე) ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
ვ) კორესპონდენციის საექპედიციო დამუშავება და დაგზავნა;
ზ) კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით;
თ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, უშიშრეობის საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებების და ფინანსთა მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ი) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება;
კ) ფინანსთა სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების შემუშავება-დამზადება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
ლ) ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომებისა და მინისტრთან გამართული თათბირების ორგანიზაცია დადგენილი წესის მიხედვით; თათბირებისა და სათათბირო საბჭოს სხდომების ოქმების გაფორმება და მინისტრის აპარატისათვის გადაცემა;
მ) ფინანსთა სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
ნ) მოქალაქეთა პირადი მიღება და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სათანადო დახმარების გაწევა;
ო) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ;
პ) საქმისწარმოებისა და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა.
მუხლი 8🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;
ბ) სამინისტროს სისტემაში ახალი ტექნოლოგიებისა და მოწინავე ტექნიკის მართვის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
მუხლი 9🔗. საფინანსო სამმართველო
სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ფინანსთა სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ორგანიზაციათა ბიუჯეტის პროექტის შედგენა და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს ხარჯების გადანაწილება სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებზე, საპროგნოზო მაჩვენებლების მიღების შემდეგ მოსალოდნელი ხარჯების ყოველკვარტალური განწერა და ადგილებზე დროული დაყვანა;
ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ვ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების, სოციალური ანარიცხების სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების წარდგენა რეგისტრაციისათვის სახაზინო სამსახურში;
ზ) ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;
თ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;
ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების დროული წარმოება;
კ) მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;
ლ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება;
მ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დამუშავება;
ნ) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაცია.
მუხლი 10🔗. ინფორმაციის დაცვის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საქვეუწყებო დაწესებულებებსა და უწყებათა შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) სამხედრო-სამობილიზაციო საკითხების გადაწყვეტა, რეზერვისტთა აღრიცხვიანობა და მათთან სათანადო მუშაობის გაწევა.
ე) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა ფინანსური პოლიციისა) სამსახურებრივი საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალების გამო საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი;
ვ) სამინისტროს სისტემის (გარდა ფინანსური პოლიციისა) უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ზ) იარაღის ტარების უფლების მქონე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ განსაზღვრული წლიური მოთხოვნილებების საფუძველზე; წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება;
ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ფასთა მონიტორინგი, სავარაუდო ფასებისა და მოცულობების განსაზღვრა; შესყიდვის მეთოდის შერჩევა; სატენდერო და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა; სატენდერო პროცედურების მომზადება, ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა; სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღებაგაცემა და აღრიცხვა; შეთანხმებების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
გ) ხელშეკრულებების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
დ) ოპერატიული, სტატისტიკური, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.