საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2006
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-89
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.008727
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 06/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.08.2010
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.008.727
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-89
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს მირიან დეკანოიძეს.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) წარმოადგენს სამინისტროს სისტემის (შემდგომში – სამინისტრო) შიდა უწყებრივი კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი საქმიანობით უზრუნველყოფს სამინისტროში სამსახურებრივი გადაცდომის და სამართალდარღვევათა გამოვლენას, ხელს უწყობს მათი თავიდან აცილებისა და მათზე კანონშესაბამისი რეაგირების მიზნით მიმართულ მუშაობას.
2. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, თანასწორობის, ჰუმანიზმისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.
4. გენერალური ინსპექცია, როგორც სტრუქტურული ერთეული, შექმნილია მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ადგილებზე მას ქვედანაყოფები არ გააჩნია.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ამოცანები
1. ინსპექციის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით და წინამდებარე დებულებით.
2. ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმება, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
გ) სამინისტროში მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის დავალებით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროში საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;
ე) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მინისტრის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობები
გენერალურ ინსპექციას უფლება აქვს:
ა) მინისტრის დავალებით ჩაატაროს დისციპლინარული/სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინარული გადაცდომის ფაქტებზე, მოქალაქეთა და სამინისტროს თანამშრომელთა საჩივრების შესწავლა-შემოწმებისა და სხვა სახის ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე;
ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემისა და მმართველობის სფეროში მყოფი დაწესებულებებიდან, ნებისმიერი თანამშრომლისა და თანამდებობის პირისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;
გ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა გადასაწყვეტად წერილობით მიმართოს სამინისტროს სისტემისა და მმართველობის სფეროში მყოფ დაწესებულებებს და სხვა უწყებებს;
დ) გამოიძახოს სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომელი, თანამდებობის პირი, მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას;
ე) მინისტრთან შეთანხმებით გამოითხოვოს და შეისწავლოს თანამშრომელთა და მოქალაქეთა სამინისტროში შემოსული განცხადებები და საჩივრები;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს მინისტრთან შეთანხმებით უფლება აქვს მოითხოვოს სამინისტროს სხვა სამსახურების მუშაკთა ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა ან კონსულტაციის მიღება სამსახურებრივი შემოწმების პროცესში;
ზ) ითანამშრომლოს ადგილზე მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან თავისი ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით;
თ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ – სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით;
ი) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადებები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის ვალდებულებები
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) მინისტრის დავალებით ჩაატაროს დისციპლინარულ/სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე;
ბ) მოქალაქეთა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საჩივრების შესწავლა-შემოწმებისა და სხვა სახის შემოწმებებით გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
გ) ჩაატაროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამსახურებრივი შემოწმება, მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი მისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემაში ,,ცხელი ხაზის“ მუშაობა და ამ გზით შემოსული შეტყობინებები განიხილოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები
1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის შესახებ. მათ შორის: მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივარ-განცხადება; ცხელი ხაზით მიღებული შეტყობინებები, სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები და მინისტრის ცალკეული დავალებები.
2. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები ინახება კანცელარიაში და მათი გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ მინისტრთან შეთანხმებით.
3. გენერალური ინსპექციის თანამშრომელი არ მონაწილეობს ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, თუ სამსახურებრივი შემოწმების ობიექტი არის მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ თანამშრომლის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
4. ინსპექციის თანამშრომლის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის აცილების საკითხს – მინისტრი.
5. გენერალური ინსპექციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურებრივი შემოწმების მაქსიმალური ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედებს ინსპექციის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების წესი.
მუხლი 6🔗. ინსპექციის სტრუქტურა
1. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
2. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ინსპექციის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) წარუდგენს მინისტრს ინსპექციის მოხელეთა კანდიდატურებს;
დ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წლის შედეგების მიხედვით წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში;
თ) ვიზირებას უკეთებს ან წარუდგენს მინისტრს ბრძანების პროექტს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების შესახებ;
ი) ვიზირებას უკეთებს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით ბარათს;
კ) წინადადებით შედის მინისტრთან მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის თაობაზე;
ლ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, ინსპექციის მოხელეთათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;
პ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ნებისმიერი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის;
ჟ) გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
მუხლი 8🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) ეცნობა ინსპექციის თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში თავის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;
გ) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
დ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
2. ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 9🔗. ინსპექციის თნამშრომლები
ინსპექციის თანამშრომლები:
ა) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მინისტრის ბრძანებით;
ბ) ანგარიშვალდებულნი არიან ინსპექციის უფროსის წინაშე და მისგან იღებენ სამსახურებრივ დავალებებს;
გ) თავის საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით.
მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებები
ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.