⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.06.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №442 ,,ესთეტიკური აღზრდის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2005
ძალის დაკარგვა 11.06.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №442
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007718
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 26/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,235 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2005 მიღება
11.06.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №442 ,,ესთეტიკური აღზრდის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.75in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 56.65pt 27.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.718 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება №442 2005 წლის 14 სექტემბერი  ქ. თბილისი ესთეტიკური აღზრდის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. ესთეტიკური აღზრდის ცენტრი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ესთეტიკური აღზრდის ცენტრის თანდართული დებულება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ესთეტიკური აღზრდის ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ესთეტიკური აღზრდის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. 2. ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 3. ცენტრს გააჩნია საკუთარი დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 4. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „განათლების შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 5. ცენტრის დაქვემდებარებაშია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული, სამუსიკო და თეატრალური სტუდიები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან არსებული თვითშემოქმედებითი კოლექტივები.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები 1. ცენტრის მიზნებია: ა) ქვეყნის ყველა სახის სასწავლო და აღმზრდელობით დაწესებულებაში ესთეტიკური აღზრდის ფორმებისა და მეთოდების გაუმჯობესება, ლიტერატურისა და ხელოვნების საშუალებით მოსწავლე-ახალგაზრდობაში მაღალი ესთეტიკური კულტურის გამომუშავება; ბ) სკოლებსა და სკოლისგარეშე დაწესებულებებში წრეობრივი მუშაობის ხელშეწყობა; გ) მხატვრული თვითშემოქმედების რესპუბლიკური ოლიმპიადების, სახვითი ხელოვნების გამოყენების, კონკურსების, კვირეულების და ფესტივალების (თეატრის, მუსიკის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის, წიგნის და ა.შ.) მაღალ დონეზე ჩატარება; დ) ახალგაზრდებს შორის მხატვრული გემოვნების დახვეწისა და ანალიზის უნარის გასავითარებლად ცენტრი აწყობს რესპუბლიკურ კონფერენციებს, თემატურ საღამოებს, ხელოვნების მოღვაწეების შეხვედრებს სასკოლო თეატრებთან; ე) ცენტრი აყალიბებს ექსპერიმენტულ-შემოქმედებით კოლექტივს, შეისწავლის და ნერგავს პედაგოგიურ კოლექტივში დადებით გამოცდილებას.     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე. 2. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და უძღვება ცენტრს ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. 3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 4. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები. 5. ცენტრის დირექტორი პასუხს აგებს დაწესებულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაზე; საერთო საქმიანობის, სასწავლო, აღმზრდელობითი, შრომითი პროცესების ეფექტურ ორგანიზაციაზე; კანონიერების, დისციპლინის, აღსაზრდელთა უფლებების დაცვაზე; ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის სრულყოფაზე. 6. დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვაზე. 7. ცენტრის ადმინისტრაციაში შედიან: დირექტორის მოადგილე, მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილში, სამხატვრო ხელმძღვანელი.     მუხლი 4🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. ცენტრის მართვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ცენტრის ყველა პედაგოგი და ცენტრის მოსწავლეთა მშობლების მიერ არჩეული 3 მშობელი. 2. სამეთვალყურეო საბჭო: ა) წარმართავს ცენტრის აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას; ბ) ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები ცენტრის პროგრამაში; გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ დირექტორის ანგარიშს; ე) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს. 3. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდომას იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. 6. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. 7. სამათვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურა ცენტრი შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ქორეოგრაფიული, მუსიკალური, ლიტერატურულ და თეატრალური, სახვითი ხელოვნების, სოციოლოგიური.     მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ცენტრს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. ცენტრი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და განკარგავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და ცენტრის მიერ არამართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. „ბ” და „გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში.     მუხლი 8🔗. დაფინანსება 1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული თანხები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავალი. 2. პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 3. ცენტრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 9🔗. საბუღალტრო ანგარიშგება ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშები, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 10🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.