⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.05.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2006
ძალის დაკარგვა 22.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №439
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.023.008750
გამოქვეყნების წყარო სსმ, 79, 13/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,770 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2006 მიღება
22.05.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; text-decoration:underline;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:18.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt .5in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.008.750 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №439 2006 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების თანდართული ტიპური დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციების ტიპური დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანო. 2. ადმინისტრაცია შექმნილია დაცული ტერიტორიების სფეროში სახელმწიფო ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. 3. ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 4. თავისი ამოცანების განხორციელებისას ადმინისტრაცია წარმოადგენს დეპარტამენტს. 5. ადმინისტრაციას აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში, ბლანკი და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 6. ადმინისტრაციის ქონება სახელმწიფო საკუთრებაა. 7. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე.     მუხლი 2🔗. დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – მცხეთა, საგურამო); ბ) ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – დაბა მანგლისი); გ) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი ­– წყალტუბო, სათაფლია); დ) აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – ბაღდათი, ვარციხე); ე) ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – დაბა ყაზბეგი); ვ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – გორი, შინდისი გზატკეცილი 5); ზ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; თ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; ი) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; კ) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – ქობულეთი, ლესელიძის 4); ლ) იორის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – სიღნაღი, ნუკრიანი); მ) გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – გარდაბანი, აღმაშენებლის 127); ნ) ყორუღის აღკვეთილისა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – საგარეჯო, მამისაშვილის 22); ო) კაცობურის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – აბაშა, ჯორჯიკიას 2); პ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – დედოფლისწყაროს რ-ნი).     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის მართვის სფერო ადმინისტრაციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში მართავს შესაბამისად აღკვეთილსა ან/და სახელმწიფო ნაკრძალს.     მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიებზე ადმინისტრაციის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე დაშვებული და დეპარტამენტთან შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ზედამხედველობა მათ შესრულებაზე; ბ) დეპარტამენტთან შეთანხმებით ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა; გ) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებულ საქმიანობათა მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) ადმინისტრაციის საქმიანობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება. აღნიშნული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა და მიღებული შედეგების შესაფასებლად დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა; ე) კვარტალში ერთხელ ან დეპარტამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში. წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები რეკომედაციებისა და წინადადებების სახით და შესაბამის უწყებებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვაში; ზ) ადმინისტრაციის მმართველობის სფეროში შემავალი აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის მენეჯმენტის გეგმის პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა; თ) პრევენციული ღონისძიებათა გატარების მიზნით, მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების და აღდგენითი სამუშაოების გასატარებლად ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების წინასწარი განსაზღვრა; ი) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; კ) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ლ) ადმინისტრაციის ტერიტორიის დაცვის რეჟიმის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ნ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი; ო) დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების დაცვა-აღდგენისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ჟ) აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის არსებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მისი წარდგენა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და შეთანხმებული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა;  რ) აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება; ს) საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების აღდგენისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ტ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; უ) განახორციელოს გამაფრთხილებელი და სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის კანონმდებლობით განსაზღვრულ დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ფ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციისა და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.     მუხლი 5🔗. დირექტორი 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. დირექტორი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის, სასამართლოში); გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას; დ) დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა; ე) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია დეპარტამენტს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით; ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დანიშნოს და გაათავისუფლოს დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის თანამშრომლები; ზ) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის; თ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შინაგანაწესი; ი) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 3. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დაცვის სამსახურის უფროსი. 4. დირექტორს და დაცვის სამსახურის უფროსს, უბნის უფროსს, მცველს აქვთ უფლება ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა 1. ადმინისტრაცია შედგება ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის – დაცვის სამსახურისაგან. 2. დაცვის სამსახურის ფუნქციებია: ა) დაქვემდებარებაში მყოფ დაცულ ტერიტორიაზე კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა; გ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვიზიტორებისთვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), თუ ეს ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად; ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის დაცვითი ღონისძიებების გატარება; ზ) ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება; თ) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ი) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; კ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების განხორციელება. 3. ადმინისტრაციის კვლევა-მონიტორინგის უფროსი სპეციალისტის ფუნქციებია: ა) ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელებისათვის შესაბამის ღონისძიებათა პროექტების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; ბ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელების უზრუნველყოფა; გ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიაზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული მასალების ანალიზი და განზოგადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კარტოგრაფიული მასალების აღრიცხვა და შენახვა; ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; ზ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის განვითარების საგეგმო (მენეჯმენტის ან/და წლიური საქმიანობის გეგმა) სამუშაოების განხორციელების ორგანიზება და მათი შესრულების კოორდინაცია; თ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზება და ამ სამუშაოებში მონაწილეობა; კ) გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა.) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება და მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ანალიზი; ლ) ბუნების მატიანის შედგენა და წარდგენა დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია. 4. ადმინისტრაციის მთავარი ბუღალტრის ფუნქციას წარმოადგენს ადმინისტრაციის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა. 5. დაცვის სამსახურს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე.     მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის ფინანსები და საბუღალტრო ანგარიშგება 1. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 2. ადმინისტრაციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.