⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-216 ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.09.2005
ძალის დაკარგვა 25.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-216
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.007722
გამოქვეყნების წყარო სსმ, 110, 20/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,232 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2005 მიღება
25.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-216 ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 46.3pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.007.722 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის   ბრძანება №2-216 2005 წლის 16 სექტემბერი  ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის თანდართული ტიპური დებულება. 2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. მახარაშვილს. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.  მ. სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტ ი პ უ რ ი  დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტიპური დებულება შემუშავებულია „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად. 2. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია (შემდგომში – სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს (აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამეტის ტერიტორიულ ორგანოს. 3. სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია, როგორც სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ქვედანაყოფი, ახორციელებს ქალაქში (რაიონში) სახელმწიფო პოლიტიკას ვეტერინარიის დარგში, სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობასა და სახელმწიფო ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს. 4. სახელმწიფო ვეტერინარულ ინსპექციას აქვს მრგვალი ბეჭედი სათანადო სახელწოდებით. სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია ფინანსდება ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ ცენტრალური ბიუჯეტის თანხებით. 5. სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს (აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების)  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის წინაშე. 6. სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია იღებს გადაწყეტილებებს თავის კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს (აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების)  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბრძანებების, დავალებების, გადაწყვეტილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 7. სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის კომპეტენცია განისაზღვრება წინამდებარე ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრძანებით.     მუხლი 2🔗.  ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ამოცანები 1. ცხოველების (მათ შორის ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადამდები და არაგადამდები სნეულებების თავიდან აცილება, სნეულებების წარმოშობის შემთხვევაში მათი ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებების ორგანიზაცია. 2. მოსახლეობის დაცვა ცხოველთა და ადამიანის საერთო გადამდები სნეულებებისაგან. 3. ქალაქის (რაიონის) ტერიტორიის დაცვა სხვა ტერიტორიებიდან გადამდები სნეულებების აღმძვრელის შემოტანაგავრცელებისაგან.     მუხლი 3🔗. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ფუნქციები 1. ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოებაზე კონტროლი. 2. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე სხვა აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი. 3. ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტნედლეულის დამამზადებელ, გადამამუშავებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტებში ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი. 4. ბაზრებში, ბაზრობებზე, სხვა სავაჭრო ობიექტებში ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტნედლეულის, სხვა საკვებ პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებაზე კონტროლი. 5. ცხოველების ეპიზოოტიური (ზოონოზური, ზოოანთროპონოზური) სნეულებების პროფილაქტიკის მიზნით საკარანტინოიძულებითი ღონისძიებების განხორციელებაზე სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი. 6. ფიზიკური და იურიდიული პირის ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. 7. ეპიზოოტიური (ზოონოზური, ზოოანთროპონოზური) სნეულებების პროგნოზირების, პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის, დერატიზაციისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი. 8. ქალაქის (რაიონის) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სტაბილური ეპიზოოტიური (ზოონოზური, ზოოანთროპონოზური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით გეგმური და იძულებითი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე კონტროლი. 9. ქალაქის (რაიონის) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი  იურიდიული და ფიზიკური პირთა ვეტერინარული სამსახურების მიერ მომსახურების ზონაში არსებულ ცხოველთა იდენტიფიკაციასა და აღრიცხვაზე სათანადო კონტროლის დაწესება.     მუხლი 4🔗. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის საქმიანობა 1. ვეტერინარულ-ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცეფტული პრეპარატებისა და დიაგნოსტიკური საშუალებების  შენახვა-რალიზაციასა და გამოყენებაზე კონსულტაციების გაწევა. 2. ცხოველთა გადამდები სნეულებების (ინფექციის) აღმძვრელის წყაროს, გაჩენაგავრცელების მიზეზების დადგენა და სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდება ვეტერინარიის დეპარტამენტში. 3. სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული მეცხოველეობის ფერმების, ფერმერული და გლეხური მეურნეობების, ფაბრიკების, ინკუბატორების, ტბორების, მეცხოველეობის პროდუქტ-ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმო-ობიექტების, ფერმების მშენებლობისათვის ადგილის შერჩევისა და სამშენებლო პროექტების ექსპერტიზის კომისიებში მონაწილეობის მიღება. 4. მეცხოველეობის ფერმების, ფერმერული და გლეხური მეურნეობების, ფაბრიკების, მეცხოველეობის პროდუქტ-ნედლეულის გადამამუშავებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების თაობაზე სათანადო დასკვნის გაცემა. 5. ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების აღრიცხვა და ვეტერინარიის დეპარტამენტში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა. 6. ქალაქის (რაიონის) შიგნით წარმოებულ და მის ფარგლებს გარეთ გასატანი ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების და მათ გადასაზიდ საშუალებებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამზედველობა.     მუხლი 5🔗. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფლებები 1. მერიაში, გამგეობაში, საკრებულოში განსხილველად ვეტერინარიის სფეროში პერსპექტიულ, პრობლემურ და საგანგებო საკითხებზე წინადადებების, დადგენილებებისა და განკარგულებების შეტანა. 2. ფიზიკური და იურიდიული პირის ვეტერინარული სამსახურების ეპიზოოტიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურსამკურნალო ღონისძიებების გეგმების, პროექტების შედგენა-განხილვაში მონაწილეობის მიღება. 3. ფიზიკური და იურიდიული პირის ვეტერინარული სამსახურების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ვეტერინარიის დეპარტამენტთან კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. 4. ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, პროდუქტ-ნედლეულის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით წარმოებული პროდუქციის შენახვის, რეალიზაციისა და გადაზიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 5. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება.     მუხლი 6🔗. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის საშტატო რიცხოვნებას ადმინისტრაციის ტერიტორიის სიდიდისა და ცხოველთა სულადობის ოდენობის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს (აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი. 2. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარულ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის ქალაქის (რაიონის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი.  მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს (აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ქალაქის (რაიონის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილე. 4. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს (აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსის წარდგინებით. 5. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსი –  ქალაქის (რაიონის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი: ა) პასუხისმგებელია ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, სხვა კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს (აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც  სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის  საქმიანობის სფეროს განეკუთვნება; ბ) წარმართავს სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის მუშაკებზე.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტიპურ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 2. ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.