საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №11/2005 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.02.2005
ძალის დაკარგვა 12.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №11/2005
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.007734
გამოქვეყნების წყარო სსმ, 111, 22/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №11/2005 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.NormalWebChar {mso-style-name:"Normal \(Web\) Char";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 35.4pt 17.0pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.007.734
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №11/2005
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
�საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �უ1� ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულება.
��� მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
�ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე������ გ. ქავთარაძე
კომისიის მდივანი� �������� გ. ჩალაგაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების (შემდგომში � სერტიფიცირება) დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საფუძველზე და განსაზღვრავს სერტიფიცირების წესსა და პირობებს.
თავი I. ზოგადი დებულებანი
��� მუხლი 1🔗. სერტიფიცირების მიზანი
სერტიფიცირების მიზანია მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევა. სერტიფიცირება ხორციელდება გამოცდის გზით.
��� მუხლი 2🔗. გამოცდის ჩატარების წესი და ვადები
გამოცდის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ვადები განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში � ცესკო) განკარგულებით.
��� მუხლი 3🔗. პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გამოცდაში
გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
��� მუხლი 4🔗. გამოცდის სამდივნო�
1. ცესკოს განკარგულებით, გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს აპარატის მოხელეთაგან იქმნება გამოცდის სამდივნო (შემდგომში � სამდივნო).
2. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს ცესკოს ერთ-ერთი წევრი.
3. სამდივნოს ევალება გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა (შემდგომში � გამოსაცდელი) განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება, აგრეთვე, საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოცდაზე საზოგადოების წარმომადგენლების დადგენილი წესით აკრედიტაცია და სპეციალური საშვების გაცემა.
4. სამდივნო გამოცდის დამთავრებისა და შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ არსებობას წყვეტს.
5. გამოცდაზე დაშვების მიზნით განცხადების მიღება იწყება გამოცდის ჩატარებამდე 40 დღით ადრე და წყდება გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე. განცხადების მიღების ბოლო დღის 18 საათზე საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.
6. გამოსაცდელს განცხადება შეაქვს სამდივნოში. გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება გამოცდაზე დაშვების შესახებ;
ბ) საშუალო ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი (ატესტატის ან დიპლომის ასლი);
გ) ავტობიოგრაფია;
დ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
7. გამოცდის დაწყებამდე ხუთი დღის ვადაში თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის, ასევე, საპრეტენზიო საჩივრის მიღების დღე.
8. თუ გამოსაცდელი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ წესს, მისი საბუთები არ მიიღება და იგი გამოცდაზე არ დაიშვება.
9. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით ცესკოს უფლება აქვს, გამოცდა დაყოს ეტაპებად.
��� მუხლი 5🔗. გამოცდის ჩატარების ენა
გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.
��� მუხლი 6🔗. გამოცდის ჩაბარება ხელმეორედ
გამოცდაზე გასვლის უფლება პირს ეძლევა შეუზღუდავად. გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
თავი II. გამოცდა
��� მუხლი 7🔗. გამოცდის ჩატარების მეთოდი
გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით, ერთ ტურად.
��� მუხლი 8🔗. ტესტი
1. ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი.
2. ტესტები უნდა შეესაბამებოდეს ცესკოს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის მსურველთა საგამოცდო პროგრამას (დანართი №1).
3. გამოცდა ტარდება წინასწარ გამოქვეყნებული ტესტებიდან ასი საკითხის შერჩევის გზით. ის ასი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს ტესტირებისას, აირჩევა უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ და დაყოფილი იქნება სამ ვარიანტად (ა, ბ, ც). ასი საკითხიდან არანაკლებ სამოცდაათი პროცენტი აღებული უნდა იყოს საქართველოს ორგანული კანონიდან �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, ხოლო დანარჩენი ოცდაათი პროცენტი გადანაწილდება პროგრამაში მითითებულ სხვა საკითხებზე.
4. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან გამოიცნოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში. ����
5. თუ პასუხის ფურცელში აღნიშნულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0-ით. შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.
��� მუხლი 9🔗. ტესტის საკითხების შეფასება
1. ტესტის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი � 0 ქულით.
2. ტესტირების მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება � 100.
��� მუხლი 10🔗. ტესტირების დრო
1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.
2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ � დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 15-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება, დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.
��� მუხლი 11🔗. ტესტების დარიგების წესი
1. გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა ტესტების წიგნი, რომელსაც დაესმება ცესკოს ბეჭედი.
2. საგამოცდო დარბაზში უნდა დარიგდეს ზუსტად იმდენი ტესტების წიგნი, რამდენი გამოსაცდელიც იქნება დაშვებული გამოცდაზე.
3. სამდივნო ითვლის დარჩენილი ტესტების წიგნების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს მათ სპეციალურ ყუთში.
��� მუხლი 12🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე
ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
��� მუხლი 13🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა
გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0. გამოცდაზე დაუშვებელია ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.
��� მუხლი 14🔗. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება
ტესტების პასუხების გასწორება ხდება სამდივნოს მეთვალყურეობით კომპიუტერის ან სხვა საამისოდ გამიზნული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
თავი III. გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა ტესტირების მიმდინარეობაზე
��� მუხლი 15🔗. გამოცდაზე გამოცხადების დრო
1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე დილის 9 საათზე. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი.
2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. 11 საათზე იხურება შენობის შესასვლელი კარები და დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
��� მუხლი 16🔗. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები
გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს, მოითხოვოს მისთვის დამატებითი გამოცდის ჩატარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა.
��� მუხლი 17🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ შესაბამის ადგილს საგამოცდო დარბაზში.
2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება ტესტირებიდან.
��� მუხლი 18🔗. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება
1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, ცესკოს წევრები, სპეციალური საშვის მქონე პირები და სამდივნოს წევრები.
2. უცხო პირთა შესვლა საგამოცდო დარბაზში აკრძალულია.
��� მუხლი 19🔗. საჯაროობა გამოცდის ჩატარებისას
1. გამოცდის ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოცდაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.
2. დაინტერესებულმა პირებმა გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე ათი დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია სამდივნოში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი.
3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს, რომლებსაც ეკრძალებათ საგამოცდო პროცესში ჩარევა. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან.
თავი IV. გამსვლელი ქულები
��� მუხლი 20🔗. გამსვლელი ქულა
გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში მოაგროვებს 70 ან მეტ ქულას, ჩაითვლება გამოცდაჩაბარებულად.
თავი V. საპრეტენზიო კომისია
��� მუხლი 21🔗. საპრეტენზიო კომისია
საპრეტენზიო კომისიის (შემდგომში � კომისია) მიზანია ტესტირების შედეგად უკმაყოფილო გამოსაცდელი პირებისაგან პრეტენზიების მიღება და განხილვა.
��� მუხლი 22🔗. კომისიის შექმნა და უფლებამოსილება
1. კომისია იქმნება გამოცდის დაწყებამდე ათი დღით ადრე.
2. კომისიის შემადგენლობას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით.
3. კომისია შედგება ხუთი წევრისაგან. ხუთივე წევრი ინიშნება მოწვეული სპეციალისტებისაგან.
4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის მუშაობას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. გადაწყვეტილებას კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს ცესკო.
6. ცესკოს მიერ გამოცდის შედეგების დამტკიცების შემდეგ კომისია არსებობას წყვეტს.
��� მუხლი 23🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც კომისიის წევრთაგან ნიშნავს ცესკო.
2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს ცესკოს თავმჯდომარეს.
��� მუხლი 24🔗. კომისიის წევრობის პირობები
1. კომისიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე უმაღლესი განათლებით, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი.
2. ცესკოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.
��� მუხლი 25🔗. კომისიის წევრთა დასახელება
1. კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ ცესკოს წევრებს.
2. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. კენჭისყრამდე აუცილებელია კომისიის წევრობის კანდიდატთა წერილობითი თანხმობა კომისიის წევრობაზე.
თავი VI. პრეტენზია და მისი განხილვის წესი
��� მუხლი 26🔗. პრეტენზიის მიღება
1. გამოცდის შედეგით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.
2. პრეტენზია მიიღება საგამოცდო ფურცელში მითითებულ დღეს, შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღეს სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ადგილას.
3. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.
��� მუხლი 27🔗. პრეტენზიის განხილვის წესი
1. პრეტენზიის განხილვისას კომისიისათვის უცნობია, თუ ვის პრეტენზიას განიხილავს.
2. თუ კომისია დარწმუნდება, რომ ტესტი არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება.
3. კომისია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
თავი VII. გამოცდის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნება
��� მუხლი 28🔗. გამოცდის შედეგები
1. პრეტენზიის განხილვის შედეგად დაფიქსირებული შედეგი საბოლოოა და კომისიის მიერ შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
2. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცდის შედეგების შესახებ ცესკოს წარუდგენს პრეტენზიების მიღებიდან არა უგვიანეს ორ დღეში.
��� მუხლი 29🔗. გამოცდის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნება
ცესკო საპრეტენზიო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთ დღეში ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს გამოცდის შედეგებს.
თავი VIII. სერტიფიკატი
��� მუხლი 30🔗. სერტიფიკატის მინიჭების წესი
ცესკოს მიერ შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც ჩააბარა გამოცდა.
��� მუხლი 31🔗. სერტიფიკატის ფორმა
1. სერტიფიკატის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო, სადაც უნდა აღინიშნოს სერტიფიცირებული პირის სახელი, გვარი და გამოცდის შედეგად მიღებულ ქულათა რაოდენობა.
2. სერტიფიკატს ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე და დაესმება ცესკოს ბეჭედი.
��� მუხლი 32🔗. სერტიფიკატის ვადა
სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი პირი სერტიფიკატის გაცემის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გამწესდა საარჩევნო ადმინისტრაციაში.
დანართი №1
საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა
შინაარსი
1. საქართველოს კონსტიტუცია.
2. საქართველოს ორგანული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�.
3. საქართველოს ორგანული კანონი �რეფერენდუმის შესახებ�.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
6. საქართველოს ორგანული კანონი �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ�.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
8. საქართველოს კანონი �ნორმატიული აქტების შესახებ�.
9. ზოგადი უნარები.
თემა I. საქართველოს კონსტიტუცია
ზოგადი დებულებები (თავი I). საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი (თავი II). საქართველოს პარლამენტი (თავი III). საქართველოს პრეზიდენტი (თავი IV). სასამართლო ხელისუფლება (თავი V).
თემა II. საქართველოს ორგანული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�
ზოგადი დებულებანი (თავი I). ამომრჩეველთა რეგისტრაცია (თავი II). საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები (თავი III). საარჩევნო ადმინისტრაცია (თავი IV). საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები (თავი V). არჩევნების დაფინანსება (თავი VI). კენჭისყრა (თავი VII). საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას (თავი VIII). დავის განხილვა (თავი IX). საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (თავი X). საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები (თავი XI). საქართველოს პარლამენტის არჩევნები (თავი XII). საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია (თავი XIII). საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება (თავი XIV). ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს � საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები (თავი XV). საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები (თავი XVI).
თემა III. საქართველოს ორგანული კანონი �რეფერენდუმის შესახებ�
ზოგადი დებულებანი (თავი I). პლებისციტი (თავი I1). რეფერენდუმის მომზადება და დანიშვნა (თავი II). რეფერენდუმის მოწყობის წესი (თავი III).
თემა IV. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
ძირითადი დებულებანი (თავი I). ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი (თავი II). ინფორმაციის თავისუფლება (თავი III). ადმინისტრაციულ� სამართლებრივი აქტი (თავი IV). ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება (თავი VI). ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით (თავი XIII). ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა (თავი XIV).
თემა V. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები (თავი XIV. მუხლები: 1742, 1743, 1744, 1745. 1746). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (თავი XVIII მუხლი 239🔗).
თემა VI. საქართველოს ორგანული კანონი �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ�
ზოგადი დებულებანი (თავი I).
თემა VII. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (თავი XXIII. მუხლები: 162, 163, 164).
თემა VIII. საქართველოს კანონი �ნორმატიული აქტების შესახებ�
ზოგადი დებულებანი (თავი 1). ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები და ნორმატიული აქტების იერარქია (თავი II).
თემა IX. ზოგადი უნარები
ზოგადი უნარ-ჩვევები ქართულ ენაში, არითმეტიკასა და ლოგიკაში.
გ ა მ ო ს ა ყ ე ნ ე ბ ე ლ ი
ნ ო რ მ ა ტ ი უ ლ ი�� ა ქ ტ ე ბ ი
1. საქართველოს კონსტიტუცია.
2. საქართველოს ორგანული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�.
3. საქართველოს ორგანული კანონი �რეფერენდუმის შესახებ�.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
6. საქართველოს ორგანული კანონი �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ�.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
8. საქართველოს კანონი �ნორმატიული აქტების შესახებ�.