⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.10.2008)
გაუქმებულია:

სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2006
ძალის დაკარგვა 28.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №601
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008754
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 14/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,735 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2006 მიღება
28.10.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 59.25pt 42.55pt 49.6pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.754 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №601 2006 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით და წინამდებარე წესდებით. 3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართი: ბარნოვის ქ. №10.     მუხლი 2🔗. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტები. 2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 3. კოლეჯის საგანმანათლებლო სტანდარტი მოიცავს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. 4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმით და პროგრამებით. 3. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗. კოლეჯის მართვა 1. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძ­ღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებ­თან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი. 4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათ­ლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან. 5. ,,განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად კოლეჯის მომსახურე ყველა პირისთვის. 6. დირექტორი პედაგოგიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს. 7. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი. 8. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუღალტერი და საქმეთა მმართველი. 9. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.     მუხლი 5🔗. პედაგოგები 1. კოლეჯში პედაგოგებად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება. 2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან ატესტაციას. 3. დირექტორისა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები; ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. 4. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებას. 5. არასაბიუჯეტო ფულადი რესურსების არსებობის შემთხვევაში კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე. 6. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებუ­ლებები; ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშომელთა უფლებებს; გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები; ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით; ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილების გათვალისწინებით. 7. პედაგოგს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მე­თო­­დები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.     მუხლი 6🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია კოლეჯში. 2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი. 3. კოლეჯში სწავლება ხორციელდება დასწრებული სწავლების ფორმით. 4. კოლეჯი შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. 5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონებით ,,განათლების შესახებ“ და ,,ზოგადი განათლების შესახებ“, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება წინამდებარე წესდებით. 2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს. 5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც. 6. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო წარმართავს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო წლის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 8. პედაგოგიური საბჭოს წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგენლებს დაწესებულების სამეურვეო საბჭოში. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს ალტერნატიული სახელმძღვანელოები და ლიტერატურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან. 10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში, როცა ამის აუცილებლობაა, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი. 11. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.     მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში, მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, 2 მშობელი, დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5.სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.     მუხლი 9🔗. დაფინანსება 1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება; ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები; თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. კოლეჯის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 10🔗. კოლეჯის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას. 6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 12🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 13🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯი წარმოადგენს სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.