საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №12/2005 ,,2005 წლის 21 სექტემბრის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.007.819
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №12/2005
2005 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
2005 წლის 21 სექტემბრისსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირ�ველი პუნქტის �უ1� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ�სის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი�სია ადგენს:
მუხლი 1. 2005 წლის 21 სექტემბრის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი�სი�ის №11/2005 დადგენილებით დამტკიცებული �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერ�ტი�ფი�ცი�რების წესის შესახებ� დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�მუხლი 5. გამოცდის ჩატარების ენა
გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ სა�ხელმ�წიფო ენის ცოდნის პრობლემა � ამ დებულების 131 მუხლით დადგენილი წესით.�.
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი ასტრონომიული საათი, გარდა ამ დებულების 131 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. დროის გადაცილების შემდეგ ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.�.
3. დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:
�მუხლი 131. ტესტირება იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა
იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა, ტესტირებისას დაენიშნებათ თარჯიმანი, განთავსდებიან ცალკე ოთახში და გამოცდის ჩასაბარებლად მიეცემათ რვა ასტრონომიული საათი.�.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ���� �გ. ქავთარაძე
კომისიის მდივანი����� გ. ჩალაგაშვილი