მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2006
ძალის დაკარგვა 21.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №600
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008755
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 14/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 52.15pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.755
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №600
2006 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის თანდართული წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის
წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,განათლების შესახებ“ და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით.
3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, მცირე გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, აქვს ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №68.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. კოლეჯში განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საგანმანათლებლო დაწესებულება ასრულებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
4. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო დაფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ წესდების შესაბამისად იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
5. კოლეჯი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.
მუხლი 3🔗. კოლეჯის უფლებამოსილებანი
1. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორცილებს თავის საქმიანობას.
2. კოლეჯის უფლებამოსილებანი დადგენილია ,,ზოგადი განათლების შესახებ“, ,,განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. კოლეჯს საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
4. კოლეჯს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) განსაზღვროს სპეციალობები და საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;
დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კოლეჯის ქონება და ფინანსური სახსრები;
ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო და მატერიალური სახსრები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, კოლეჯს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;
თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში დაადგინოს კოლეჯის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.
5. კოლეჯი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარება ატესტაციასა და აკრედიტაციას.
6. კოლეჯი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 4🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ სხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 5🔗. კოლეჯის მართვა
1. კოლეჯის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.
2. კოლეჯს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის კოლეჯის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. დირექტორს, დადგენილი წესით, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს კოლეჯის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.
5. ,,განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა კოლეჯის ყველა მომსახურე პირისთვის.
6. დირექტორი ვალდებულია:
ა) შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
დ) უზრუნველყოს კონტროლი საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე.
7. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას და პედაგოგიურ საბჭოს.
8. დირექტორის არყოფნის, ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.
9. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუღალტერი და საქმეთა მმართველი.
მუხლი 6🔗. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს არჩევით ორგანოს.
2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5 და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი პედაგოგთა რაოდენობა 20-ს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება ამ წესდებით.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს.
5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.
6. კოლეჯის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.
7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.
8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს კოლეჯში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.
11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.
მუხლი 7🔗. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში, მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.
6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.
მუხლი 8🔗. მოსწავლეები
1. კოლეჯის მოსწავლეებად მიიღებიან საბაზო და საშუალო განათლების მქონე პირები.
2. კოლეჯის მოსწავლის მოვალეობაა დაიცვას კოლეჯის წესდება, დაემორჩილოს დადგენილ წესებს.
3. მოსწავლეს, რომელიც ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს და დაასრულებს სწავლების სრულ კურსს, მიეცემა მედიის, რეკლამისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დიპლომი.
4. კოლეჯის მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია კოლეჯის შინაგანაწესით.
მუხლი 9🔗. პედაგოგიური მუშაკები
1. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
2. დირექტორსა და მუშაკებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) შესრულებული სამუშაო და მისი შესრულების პირობები;
ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;
გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
3. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.
4. კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება აქვს არასაბიუჯეტო შემოსავლებიდან გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.
5. კოლეჯის მუშაკი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია სწავლების შინაარსის, მეთოდებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
დ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.
6. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;
ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმა და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ისარგებლოს პედაგოგიური მუშაკისთვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 10🔗. კოლეჯის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლეჯს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. კოლეჯი მისთვის გაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. დაფინანსება
1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სწავლის გადასახადით მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;
ე) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ვ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
ზ) პროფესიული გადამზადებით და კვალიფიკაციის ამაღლებით მიღებული შემოსავლები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. კოლეჯის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ)სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობაც.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში განხორციელებული საქმიანობა საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას.
მუხლი 13🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მედიის, რეკლამისა და ტელეხელოვნების კოლეჯი წარმოადგენს საქართველოს განათლების სამინისტროს სასწავლო-სატელევიზიო რესპუბლიკური ცენტრის უფლებამონაცვლეს.