⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.09.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №386 ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.09.2005
ძალის დაკარგვა 25.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №386
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.007747
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 04/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,391 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2005 მიღება
25.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №386 ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.747 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №386 2005 წლის 28 სექტემბერი  ქ. თბილისი სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ”. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. პაპუაშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების საგანი ეს დებულება არეგულირებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის ზოგადი წესი სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემისა და აუქციონის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის განსაზღვრისა და გამოქვეყნების წესი რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 3🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონის გამართვის მიზანია სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ „პრეტენდენტს”, რომელიც რესურსით სარგებლობისათვის ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს. 2. აუქციონი ტარდება ღია წესით. 3. აუქციონი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. აუქციონი შეიძლება გაიმართოს: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შენობაში; ბ) სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე.     მუხლი 4🔗. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასი 1. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება შემდეგი ფორმულით: ა) სადაც: ა.ა) P – სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასია; ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის მთლიანი მოცულობა (ტონა, მ​3, გრამი ან სხვა); ა.გ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში); ა.დ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15; ა.ე) n – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ვადა (წლებში); ა.ვ) t – პერიოდები (წლებში). 2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი, როგორც წესი დგინდება შემდეგი ფორმულით: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს. 3. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების აუქციონის საწყისი ფასი, რომელთა შესწავლა არ განხორციელებულა და შესაბამისად არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში, განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: სადაც: Q1 – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ტონებში და მ​3-ში განსაზღვრული რესურსების მოცულობა მრავლდება 1000-ზე, ხოლო გრამებში, კარატებში და კ.კალორიებში განსაზღვრული რესურსების მოცულობები მრავლდება 10000-ზე. 4. მიწიქვეშა სივრცეების გამოყენების ლიცენზიის აუქციონის საწყის ფასს „ლიცენზიისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონისა და ამ მუხლის პრინციპების გათვალისწინებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 5. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 10 ლარის ოდენობით. 6. აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება მინისტრის მიერ, არა უმეტეს ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის ოდენობისა.        მუხლი 5🔗. ანგარიშსწორების წესი 1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს „ბე”, რომელიც კონკრეტული სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასის 20%ის ტოლია. 2. პრეტენდენტს აუქციონში ვერგამარჯვების შემთხვევაში უბრუნდება გადახდილი „ბე”, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში „ბე”ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო ფასში. 3. „ბე” უკან დაბრუნებას არ ექვებდებარება თუ: ა) არასაპატიო მიზეზით პრეტენდენტი აუქციონზე არ გამოცხადდა; ბ) თუ გამარჯვებული „პრეტენდენტი” დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში). 3. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან, როგორც წესი, სამ დღეში „პრეტენდენტმა” ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. 4. სამინისტროს მიერ აუქციონის გამართვამდე შეიძლება დაწესდეს ანგარიშსწორების განსხვავებული წესი, რომელიც აისახება აუქციონის გამართვის თაობაზე გამოქვეყნებულ განაცხადში. 5. თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში), მასთან ყოველგვარი ურთიერთობა წყდება და აუქციონი ცხადდება ჩაშლილად.     მუხლი 6🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მთავრდება გამოცხადებულ დღეს და საათს. ამის შემდეგ შემოსული განაცხადები არ მიიღება. 2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის მიღების ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო, პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, „პრეტენდენტი” იღებს სპეციალურად აუქციონისათვის დამზადებულ (კომპიუტერულად დაბეჭდილ) ე.წ. „მონაწილეობის ბილეთს”, რის შემდეგაც იგი იძენს „პრეტენდენტის” სტატუსს.     მუხლი 7🔗. უარი აუქციონში მონაწილეობაზე აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება „პრეტენდენტი”, თუ: ა) დაგვიანებით წარმოადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია; ბ) მან წარადგინა წინასწარ ყალბი, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია; (მათ შორის ქვითარი, რომელიც ადასტურებს მაძიებლის მიერ „ბე”ს გადახდას); გ) იგი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში;     მუხლი 8🔗. აუქციონის ჩატარების პროცედურა 1. აუქციონი ტარდება საჯაროდ. 2. აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარატამენტი (შემდეგში – მეაუქციონე). 3. „პრეტენდენტი” აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარადგენს „მონაწილის ბილეთს” და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 4. „მეაუქციონე” ადარებს გაცემული ნომრიანი დაფის რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს, რამდენი „პრეტენდენტი” ესწრება ვაჭრობას. 5. აუქციონზე გამოტანილი რესურსით ვაჭრობის დაწყებისას, „მეაუქციონე” საჯაროდ აცხადებს აუქციონზე გამოტანილი რესურსის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის მის საწყის ფასს). აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რესურსის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. 6. „პრეტენდენტი”, რომელსაც სურს დაიწყოს ვაჭრობა, ზევით სწევს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს „მეაუქციონისათვის” და ასახელებს თავის ფასს. თუ ამ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, „მეაუქციონე” აფიქსირებს მას და სთხოვს პრეტენდენტებს გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე „პრეტენდენტი” არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება „პრეტენდენტი”, რომლის შეთავაზებული ფასიც მისი სამჯერ გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდება ყველაზე მაღალ შეთავაზებულ ფასად. 7. სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს „ბიჯის” მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არა უმეტეს 10%ის ტოლია. 8. „ბიჯი” წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომლითაც პრეტენდენტმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი. ფასის გაზრდა „ბიჯის” ოდენობაზე ნაკლები თანხის ოდენობით დაუშვებელია.     მუხლი 9🔗. აუქციონის ჩაშლა აუქციონი ცხადდება ჩაშლილად თუ: ა) სამინისტროში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე; ბ) აუქციონზე არ გამოცხადდა არც ერთი პრეტენდენტი; გ) არც ერთმა „პრეტენდენტმა”, რომელიც ესწრებოდა აუქციონს, საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღო; დ) არ იქნა შემოთავაზებული საწყის ფასზე მაღალი ფასი; ე) თუ გამარჯვებული „პრეტენდენტი” დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში); ვ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.     მუხლი 10🔗. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი 1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმს ხელს აწერენ გამარჯვებული, ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი და მდივანი (ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი). 2. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში გამარჯვებულ „პრეტენდენტს“ ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი. 3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი და მდივანი, აგრეთვე ის „პრეტენდენტები“, რომლებიც ესწრებოდნენ აუქციონს, მაგარამ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).