საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.06.2006
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 110060080.39.036.008783
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 20/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:DumbaMtavr;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:18.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.39.036.008.783
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №6
2006 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“, ,,კ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა და კურატორი გენერალური პროკურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის;
გ) შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფთან ერთად ახორციელებს დეპარტამენტის მუშაკთა კანდიდატურების შერჩევას, ორგანიზებას უწევს მათ პროფესიულ მომზადებას;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) საქართველოს გენერალური პროკურორისა და გენერალური პრიკურორის კურატორი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს;
თ) საქართველოს გენერალური პროკურორს ან მის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ;
ი) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
კ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ლ) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე;
მ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციით საქმეების განხილვისას;
ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
ო) აკონტროლებს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კოლეგიის გადაწყვეტილებების შესრულებას;
პ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ჟ) ასრულებს საქართველოს გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი და მას დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებს შორის;
ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;
გ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
დ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებეს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ვ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ზ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
თ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
კ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ მუშაობას;
ლ) აკონტროლებს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კოლეგიის გადაწყვეტილებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ნ) ასრულებს საქართველოს გენერალური პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;
ო) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;
გ) სახელმწიფო ბრალდების სამმართველო.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი უწყებრივი ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.
3. სახელმწიფო ბრალდების სამმართველო უზრუნველყოფს დეპარტამენტის ქვემდებარე საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) აკონტროლებს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კოლეგიის გადაწყვეტილებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
დ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ე) განიხილავს შუამდგომლობებს საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ და დასკვნებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს ან მის მოადგილეს;
ვ) ეწევა ანალიტიკურ მუშაობას, უზრუნველყოფს საგნობრივი დავალებების შესრულებას;
ზ) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) დეპარტამენტის უფროსის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას;
ი) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
კ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტში, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) დეპარტამენტის სპეციალისტები.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
3. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;
ბ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
ე) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;
ზ) განიხილავენ სამმართველოში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სამმართველოს უფროსს;
თ) განიხილავენ მოქალაქეთა და ორგანიზაცია-დაწესებულებათა განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას, წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ მოქალაქეებს და წარმოება-დაწესებულებათა წარმომადგენლებს;
ი) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;
ლ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;
მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში;
ნ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლოების უკანონო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;
ო) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;
პ) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ ფუნქციებს.
4. სამმართველოს უფროსი პროკურორები ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის განსაკუთრებით რთულ და საპასუხისმგებლო დავალებებს.
5. დეპარტამენტის სპეციალისტები უზრუნველყოფენ დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ დეპარტამენტში შემუსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.