„საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „„თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით“ შეიცვალოს სიტყვებით „„თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით“;
ბ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტს სიტყვების „ნავთობისა და გაზის ოპერაციების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების“.
2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების სფეროში – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 დეკემბერი.
№1855-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2002.
- როდის იქნა მიღებული „საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1855. სარეგისტრაციო კოდი — 300.190.000.05.001.001.177.
- სად არის „საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №1855, 25.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.190.000.05.001.001.177 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14296/