საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.06.2006
ძალის დაკარგვა 29.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №484
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.008816
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 03/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.07.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 48.15pt .75in 57.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.816
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №484
2006 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის დებულება“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიწის მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2🔗
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში _ მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4🔗
სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5🔗
მიწის რესურსების მართვის, აღრიცხვისა და მიწის მიზნობრივი გამოყენების განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:
ა) მიწის რესურსების მართვის, აღრიცხვის და მიზნობრივი გამოყენების სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;
ბ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) მიწათმოწყობის, მიწის მიზნობრივი გამოყენების, მიწის ათვისებისა და დაცვის, მიწის შეფასების და ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან გარემოს დაცვის ინსპექციასთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად დადგენილი წესით და პირობებით;
ე) სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გამოყოფილი მიწის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) მიწათსარგებლობის სფეროსთან დაკავშირებული პროგრამების, სამიწათმოწყობო საქმეებისა და პროექტების განხილვასა და ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის პროცესებში მონაწილეობა;
თ) მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით პროექტების შეთანხმება და მისი განხორციელების კონტროლში მონაწილეობა;
ი) კონკურსზე ან აუქციონზე განკარგვის მიზნით, დანიშნულებაშესაცვლელი მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების ხარჯების აუნაზღაურებლობის შემთხვევაში, მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის მიზნით მასალების მომზადება და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის გადაცემა;
კ) საშიში ნივთიერებებითა და ნარჩენებით დაბინძურებული მიწებისა და ნიადაგების ინვენტარიზაციის განხოციელებაში მონაწილეობა;
ლ) დაბინძურებული, დეგრადირებული, ეროზიული და სარეკულტივაციო მიწების აღდგენის ღონისძიებების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) სახელმწიფო, ადმინისტრაციული და შიდაადმინისტრაციული საზღვრების დადგენაში და გამიჯვნაში მონაწილეობის მიღება;
ნ) წიაღით სარგებლობისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ორგანიზება და მათი წიაღის მიწების სახელმწიფო ფონდში შეტანა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის სხდომებისათვის მასალების მომზადება, განსახილველად წარდგენა და კომისიის მუშაობის ორგანიზება.
პ) მიწის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) მიწის რესურსების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მათი შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა;
რ) მიწის რესურსების მართვის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობა.
მუხლი 6🔗
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) მოამზადონ წინადადებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის კუთხით არამართლზომიერი გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე.
გ) უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების მიუხედავად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესასრულებლად მისცენ სავალდებულო მითითებანი მიწის დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების კანონმდებლობის დარღვევათა დროულად გამოსწორების თაობაზე.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 7🔗
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;
კ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს;
მ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.