⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების „ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/165
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.008831
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 03/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,814 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2006 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების „ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 47.9pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.831 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/165 2006 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ,,ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. რეორგანიზებულ იქნეს ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №2 სამუსიკო სკოლა, ბათუმის №4 საგუნდო-სამუსიკო სკოლა, ბათუმის საკრავიერი ხელოვნების ექსპერიმენტული სკოლა, ქალაქ ბათუმის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სკოლა და მათ ბაზაზე დაფუძნდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა“. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის“ თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის“ წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა“ (შემდგომში – სკოლა) არის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. სკოლა წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, საკუთარი ბეჭედი, ემბლემა, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 3. სკოლას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ“, ,,კულტურის შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და წინამდებარე წესდების შესაბამისად. 5. სკოლის იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა №48.     მუხლი 2🔗. სკოლის მიზნები და ფუნქციები სკოლის მიზნები და ფუნქციებია: ა) მოამზადოს განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ბავშვები შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად; ბ) მისცეს ბავშვებს სამუსიკო, სამხატვრო, საკრავიერი და ქორეოგრაფიული განათლება; გ) ორგანიზება გაუწიოს სახელოვნებო ღონისძიებებს; დ) ხელი შეუწყოს განსაკუთრებული სახელოვნებო უნარ-ჩვევების მქონე ბავშვების გამოვლენას; ე) აზიაროს ბავშვები ხელოვნების ეროვნულ და მსოფლიო საფუძვლებს; ვ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდაზე; ზ) სკოლის შინაგანი რესურსების გამოყენებით მოაწყოს სამუსიკო, სამხატვრო, საკრავიერი და ქორეოგრაფიული საღამოები; თ) მოსწავლეებს გააცნოს და შეაყვაროს ქართული ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების მემკვიდრეობა; ი) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის ეკონომიკური საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლის გარეშე; ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სკოლის წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელებას.     მუხლი 3🔗. სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლო პროცესის ორგანიზება 1. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია სკოლაში ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. 2. სკოლაში სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლო პროცესი მოიცავს: ა) თეორიულ სწავლებას; ბ) პრაქტიკულ მეცადინეობას; გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას. 3. სკოლა უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და საბავშვო სახლებში ამ დაწესებულებებთან შეთანხმებით ჩაატაროს სამუსიკო, სამხატვრო, საკრავიერი, ქორეოგრაფიული ღონისძიებები.     მუხლი 4🔗. სასწავლო-სახელოვნებო პროცესის მონაწილენი 1. სასწავლო-სახელოვნებო პროცესის მონაწილენი არიან სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის მომსახურე პერსონალი. 2. სკოლაში მოსწავლეთა მიღება ხდება კონკურსის წესით. კონკურსის პირობებს დირექტორის წარდგინებით ადგენს სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 5🔗. თანამშრომელთა მიღების წესი 1. სკოლის თანამშრომლების მიღება ხდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებას დებს სკოლის დირექტორი. 2. შრომითი ხელშეკრულების დადებისას უპირატესობა ეძლევათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი სახელოვნებო განათლება და ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება.     მუხლი 6🔗. სკოლის მართვა 1. სკოლას მართავს დირექტორი, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და უძღვება სკოლის საქმიანობას. სპეციალური მინდობილობის გარეშე მოქმედებს სკოლის სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, პერსონალურად აგებს პასუხს სკოლის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. 2. დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით. სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია ხელოვნების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები. 4. დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, მოიზიდავს დამატებით საფინანსო წყაროებს, ამყარებს პირდაპირ კავშირებს სხვა სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უცხოურ ორგანიზაციებთან. 5. დირექტორი პასუხისმგებელია ამ წესდების შესრულებაზე, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების ხარისხზე, ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს. 6. სკოლის ადმინისტრაციაში შედიან: დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და მთავარი ბუღალტერი. 7. ადმინისტრაციის წევრებისა და მასწავლებლების უფლებამოსილებები, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესდებითა და სკოლის შინაგანაწესით.     მუხლი 7🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. სკოლის მართვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამი წლის ვადით სკოლის მასწავლებელთაგან არჩეული 9 მასწავლებელი, მოსწავლეთა მშობლების მიერ არჩეული 8 მშობელი და ერთი უფროსკლასელი მოსწავლე. 2. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორი. 3. სამეთვალყურეო საბჭოს 1/3 განახლდება ყოველწლიურად. 4. სამეთვალყურეო საბჭო: ა) წარმართავს სკოლის სახელოვნებო-საგანმანათლებლო საქმიანობას; ბ) ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები სკოლის სამოქმედო პროგრამაში; გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ დირექტორის ანგარიშს, უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ე) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის საქმიანობის წლიურ გეგმას; ზ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლაში მოსწავლეთა მიღების მინიმალურ მოთხოვნებსა და მიღების წესებს, ადგენს კონკურსის პირობებს; თ) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ი) ითანხმებს სკოლის საშტატო განრიგს; კ) დირექტორის წარდგინებით შეიმუშავებს მისაღები კონტინგენტის რაოდენობის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 4. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ მასწავლებელთა შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით. 5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდომას იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 6. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. 7. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 8. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 9. საბჭოს წევრი უფლებამოსილია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რაც დაერთვის სხდომის ოქმს.     მუხლი 8🔗. მოსწავლეები 1. სკოლაში სწავლების პირველ წელს ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ 6-12 წლის ასაკის ბავშვები. 2. ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორის მიერ გამონაკლისის სახით, დასაშვებია დადგენილ ასაკზე უფროსი ასაკის ბავშვების ჩარიცხვა. სასწავლო გეგმის შესრულების შემთხვევაში მათი სწავლების ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს. 3. სკოლაში შემსვლელნი აბარებენ მისაღებ გამოცდებს ხელოვნების ამა თუ იმ დარგში ნიჭიერების გამოვლენის მიზნით დარგობრივი გაერთიანების სპეციფიკის გათვალისწინებით (მუსიკა, თეატრალური ხელოვნება, ქორეოგრაფია და ა.შ.). 4. სკოლის მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას წესრიგი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, კონცერტებში, გამოფენებში და სხვა. 5. სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები, იღებს სახელოვნებო საბაზო განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო მოწმობას. 6. მოსწავლეს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა ჩათვლებსა და გამოცდებზე ან მიიღო არადამაკმაყოფილებელი ნიშანი, ენიშნება განმეორებითი ჩათვლა ან გამოცდა, რომლის ვადები დგინდება დირექციის მიერ. 7. მოსწავლეს, რომელმაც ვერ ჩააბარა ან/და არასაპატიო მიზეზით არ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ნაცვლად მიეცემა ცნობა სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.     მუხლი 9🔗. სკოლის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სკოლის ქონება შედგება როგორც სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზურფუქტის წესით გადაცემული, ასევე სკოლის მიერ შეძენილი ქონებისაგან.     მუხლი 10🔗. სკოლის დაფინანსება 1. სკოლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სკოლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია. 3. სკოლას აქვს უფლება ეწეოდეს სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც მიღებული სახსრები მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებს.     მუხლი 11🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 2. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სკოლა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სკოლას, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, უფლება აქვს განახორციელოს: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სახელფასო ფონდისა და საშტატო განრიგის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონების შესახებ, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის სფეროს. 4. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინასწარ თანხმობასთან ერთად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობა, ხოლო ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინასწარი თანხმობა. 5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია უარი კანონის შესაბამისად გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. 6. სკოლა ვალდებულია წელიწადში ორჯერ, არა უგვიანეს 10 ივნისისა და 10 დეკემბრისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, რომელიც შემდგომში წარედგინება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.     მუხლი 13🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 14🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესდების ამოქმედების შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგით განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ მთელი შემადგენლობის 1/3 უფლებამოსილების ვადა იყოს ერთი წელი, 1/3 – ორი წელი, 1/3 – სამი წელი. 2. სკოლის დირექტორმა წესდების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება. 3. წესდების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სკოლის დირექტორმა უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება.