საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №128 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.10.2005
ძალის დაკარგვა 08.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №128
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.007761
გამოქვეყნების წყარო სსმ, 118, 10/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №128 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:37.4pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 37.35pt 45.0pt 65.45pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.007.761
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №128
2005 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და 25-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახურის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვას, რაც მოიცავს დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემების შექმნას, დავალებათა შესრულების კონტროლსა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან არსებული წესის თანახმად მიღებული მასალების მომზადებას სამინისტროს არქივში გადასაცემად, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შიდა ინფორმაციული წესრიგისათვის საქმიანობის კოორდინაციას.
მუხლი 2🔗.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ‘‘, „საჯარო სამსახურის შესახებ‘‘, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონებით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით’’, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებით’’, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემ-დებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
მუხლი 3🔗.
სამსახური დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
სამსახურის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის სისტემატიზაცია და ინვენტარიზაცია, მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და უშუალო შემსრულებლებისათვის, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა და მისი დაცვა;
ბ) დადგენილ ვადებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან არსებული წესის თანახმად საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა, აგრეთვე მისი მომზადება და გადაცემა სამინისტროს არქივისთვის;
გ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების კონტროლი, სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმეთა ნომენკლატურების შედგენა და დამტკიცებული ნომენკლატურის შე-საბამისად საქმეთა ფორმირების შემოწმება;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების, ბრძანებულებების, გადაწყვეტილებებისა და დავალებების, პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულების კონტროლი;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კავშირის სისტემის (დიპლომატიური ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, საფაქსო კავშირი) სრულყოფა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე, საქართველოს სხვა სამინისტროებსა და უწყებებთან სამინისტროს მუშაობის კოორდინაცია;
ზ) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ წლიური ანგარიშების დადგენილ ვადაში წარმოდგენის კოორდინაცია და კონტროლი;
თ) სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული მართვის სისტემების მოდერნიზაცია და მათთან დაკავშირებით უცხოეთის სახელმწიფოებთან და დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება.
მუხლი 6🔗
სამსახურის ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ინფორმაციული წესრიგი;
ბ) უზრუნველყოს სამინისტროში მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დროული და შეუფერხებელი მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და უშუალო შემსრულებლებისათვის;
გ) კონტროლი გაუწიოს სამინისტროდან გასაგზავნი ოფიციალური კორესპონდენციის დროულ და შეუფერხებელ მიწოდებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთის სახელმწიფოებში;
დ) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქმისწარმოების წესების განუხრელი დაცვა;
ე) საქმისწარმოებით დასრულებული საქმეების დამუშავება;
ვ) სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ზ) სამინისტროს ინტერნეტით უწყვეტად სარგებლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 7🔗.
სამსახური დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) აწარმოოს საერთო მონიტორინგი სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქმისწარმოებით განსაზღვრული წესებისა და ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფის დაცვისათვის. შეიმუშაოს სათანადო წინადადებები და რეკომენდაციები ამ სფეროში სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული მართვის სისტემების მოდერნიზაციისა და სრულყოფისთვის, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს მოლაპარაკებები უცხოეთის სახელმწიფოებთან და დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავების მიზნით;
გ) სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო საჯარო ინფორმაცია და მასალა;
დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან პერიოდულად მოითხოვოს სპეციალური ნუსხები სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის ინფორმაციის გაცვლის მონაცემთა ურთიერთშესაჯერებლად;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების, ბრძანებულებების, გადაწყვეტილებებისა და დავალებების, პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ კონტროლზე აყვანილ დავალებათა შესრულების მიზნით თვალყური ადევნოს უშუალო შემსრულებელთა მიერ ამგვარი დავალებების დადგენილ ვადებში შესრულებასა და სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების შესრულების შესახებ. აგრეთვე კონტროლი გაუწიოს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულებას;
ვ) გაუწიოს კოორდინაცია და კონტროლი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მოკლე და გრძელვადიანი ანგარიშების დროულად წარმოდგენას;
ზ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის კავშირის სისტემის (დიპლომატიური ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, საფაქსო კავშირი) გამართული ფუნქციონირებისა და ამ სფეროში სამინისტროს საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას პერიოდულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, ანგარიში და ანალიტიკური მასალა სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 8🔗.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
სამსახურის უფროსი:
ა) ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას და დაკავებული თანამდებობების შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
ბ) სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ამზადებს და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამსახურის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებსა და გეგმებს, აგრეთვე პერიოდულად ამზადებს ანგარიშებს მათი შესრულების შესახებ;
გ) შეაქვს წინადადებები თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებთან დაკავშირებით;
დ) თავისი ფუნქციების შესრულებისას უშუალოდ პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
ე) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს თანამშრომლების სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებებით;
ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს.
მუხლი 10🔗.
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამსახურში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის ფუნქციებს;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) კომპიუტერული ქსელებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება.
მუხლი 12🔗.
საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების ამოცანებია:
ა) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების დაცვის კონტროლი და ამ მიმართებით საქმიანობის სრულყოფა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა:
გ) სამინისტროს თანამშრომელთათვის სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მასალებზე დაშვების გაფორმება.
მუხლი 13🔗.
კომპიუტერული ქსელებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამინისტროში არსებული ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და სისტემური მომსახურება;
ბ) სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტული დანიშნულების პროგრამების შექმნისა და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციის უზრუნველყოფა.
მუხლი 14🔗.
1. სამსახურის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი IV. დასკვნითი დებულება
მუხლი 15🔗.
სამსახურის გაუქმება და რეორგანიზაცია ხდება არსებული წესის შესაბამისად.