საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №19 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2005
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.007788
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 17/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №19 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Akademiuri;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:Akademiuri;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:Akademiuri;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 42.45pt 27.0pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.788
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №19
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი.
2. თავის საქმიანობაში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და უფლებამოსილი გენერალური პროკურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას და სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებათა აღსრულებისას დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომოლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გენერალური პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბრალდებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესის წარმოება; აღნიშნულ საქმეებზე საოლქო და რაიონული (საქალაქო) პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იურიდიული სამმართველო;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები
1. იურიდიული სამმართველოს ამოცანებია:
ა) გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;
გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსულ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა:
ზ) სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წარმოების ზედამხედველობა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებულ საპროცესო სამართლის ნორმების შესრულებაზე მონიტორინგი და რეაგირება საქართველოს პროკურატურის სისტემაში;
თ) ბრალდებული თანამდებობის პირების, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით სარჩელის აღსაძვრელად სამუშაოების ჩატარება, სარჩელის აღძვრა და სასამართლო წარმოების უზრუნველყოფა;
ი) რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღსაძვრელად სამუშაოების ჩატარება, სარჩელის აღძვრა და სასამართლო წარმოების უზრუნველყოფა;
კ) სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელზე ბრალდებული თანამდებობის პირების, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასთან, რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებზე საოლქო და რაიონული (საქალაქო) პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისთვის შესასრულებელად სავალდებულო მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამართლებრივი დახმარების შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული შუამდგომლობების განხილვა და შესრულების ორგანიზაცია, მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნა და დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ბ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული შუამდგომლობების განხილვა და საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნა;
გ) ძებნილ პირთა და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა; უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადიციისათვის მასალების გამოთხოვა პროცესის მწარმოებელი ორგანოებისგან, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
დ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოში მითითებული დადგენილების კანონიერების დასაბუთება;
ე) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა.
3. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ამოცანებია:
ა) პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას და სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებათა აღსრულებისას დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
ბ) დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავების კანონიერების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელმყოფი ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა;
დ) გენერალური პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადებასაჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;
ვ) შემოსული რეკომენდაციების, განცხადებასაჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვის უზრუნველყოფა;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და დეპარტამენტის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) კონტროლს უწევს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფის შესახებ;
ზ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მუშაკთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნვეყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
დ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ე) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მუშაკები
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) სამმართველოს მრჩევლები;
დ) დეპარტამენტის სპეციალისტები.
2. დეპარტამენტის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გენერალური პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.