ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2006
ძალის დაკარგვა 21.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №645
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008855
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 10/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 59.25pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №645
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის თანდართული წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. დიდებულიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებელი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, ,,განათლების შესახებ“, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საფუძველზე.
3. სასწავლებელი წარმოადგენს დაწყებითი პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონით, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, დადგენილ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას, ახორციელებს პროფესიული სწავლების ახალი შინაარსის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრობაციასა და გამოცდას.
4. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.
5. სასწავლებელს გააჩნია: საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
6. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №65.
მუხლი 2🔗. მიზნები და ამოცანები
სასწავლებლის მიზანია:
ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით;
ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა – პროფესიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძველზე;
გ) საქმიანობის წარმართვა, განათლება მდგრადი განვითარებისათვის, პრინციპების საფუძველზე;
დ) შრომის ბაზრის მოთხოვნათა სისტემატური ანალიზის შესაბამისად მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა;
ე) წარმოებაში დასაქმებულ პირთა მომზადება-გადამზადება;
ვ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;
ზ) სწავლების შინაარსის სრულყოფა დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების აპრობაცია, გამოცდა და დანერგვა.
მუხლი 3🔗. სასწავლებლის უფლებამოსილებანი
1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ“, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
3. სასწავლებელს საქართველოს კანომდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
4. სასწავლებელს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;
დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);
ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება სასწავლებლის მიზნების განხორციელებას (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;
თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.
5. სასწავლებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.
6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 4🔗. საგანმანათლებლო პროგრამები
1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით.
2. სასწავლებელი ასრულებს:
ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);
ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);
გ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;
დ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს (პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე);
ე) პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე.
3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:
ა) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;
ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;
გ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;
დ) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.
4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.
მუხლი 5🔗. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია
1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:
ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);
ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას.
2. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე, ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებით.
4. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
5. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
6. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად.
7. სასწავლებელში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, იქმნება საგნობრივი მეთოდური საბჭოები (კომისიები).
მუხლი 6🔗. სასწავლებლის მართვა
1. სასწავლებლის მართვა წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.
2. ,,განათლების შესახებ“, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სასწავლებელს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის სასწავლებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) დაამტკიცოს შინაგანაწესი და საშტატო განრიგი;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.
5. დირექტორი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებითა და ამ წესდებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულების და ამ წესდებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.
6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.
7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს.
8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.
9. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.
11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით.
12. სასწავლებლის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი და საქმეთა მმართველი.
მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ“ და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, წარმოადგენს არჩევით ორგანოს.
2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს.
5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.
6. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.
7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.
8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში, პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლებელში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.
11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.
მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო
1. სასწავლებელში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი წევრი, მშობელი და საზოგადოების სხვა წარმომადგენელი.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5.სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.
6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.
მუხლი 9🔗. მოსწავლეები
1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.
2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.
3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:
ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;
ბ) განათლების მიღების ფორმა;
გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;
დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
1. მოსწავლეები მიიღებიან:
ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;
ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამით – 14-15 წლის ასაკიდან.
2. მოსწავლეებს უფლება აქვთ:
ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;
გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;
დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანობას;
ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;
თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;
ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.
6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;
ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი;
გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;
დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;
ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის, გარიცხვაც.
მუხლი 10🔗. პედაგოგიური მუშაკები
1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექტორი.
2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.
3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.
4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;
ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;
გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად, დადგენილი განაკვეთის მიხედვით.
6. სასწავლებლის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.
7. სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.
8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;
ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.
9. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;
ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 11🔗. სასწავლებლის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სასწავლებელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სასწავლებელი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. დაფინანსება
1. სასწავლებლის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სასწავლებლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა
სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სასწავლებლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.