საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №20 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2005
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.007789
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 17/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №20 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Akademiuri;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:Akademiuri;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:Akademiuri;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 42.45pt 0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.789
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №20
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა და უფლებამოსილი გენერალური პროკურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმართავს აპარატის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
პროკურატურის ორგანოების მაღალპროფესიული კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების მომზადება-გაფორმება, პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის სისტემის მუშაკთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმების სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
დაკისრებული ამოცანების განხორცილების მიზნით დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს პროკურატურის სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს პროკურატურის ორგანოების მიერ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, გენერალური პროკურორის ბრძანებების, ინსტრუქციებისა და მითითებების მოთხოვნათა შესრულებას;
გ) ამზადებს ბრძანების პროექტებს პროკურატურის სისტემის მუშაკთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროკურატურის სისტემის მუშაკთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაანგარიშებასა და გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;
ე) ახორციელებს პროკურატურის სისტემის მუშაკთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას, კონტროლს უწევს შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს პროკურატურის სისტემის მუშაკთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ზ) უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
თ) ახორციელებს კონტროლს სამოქალაქო თავდაცვასა და სამობილიზაციო საქმიანობაზე;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის მუშაკთათვის ატესტაციის ჩატარებას;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას პროკურატურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
ლ) ახორციელებს პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადებას და რეგისტრაციას;
მ) აწარმოებს პროკურატურის სისტემის მუშაკთა რაოდენობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და ანალიზს;
ნ) დადგენილი წესით აწარმოებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების განხილვას და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემაში უფლებამოსილ მუშაკთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემას და აღრიცხვას, კონტროლს და ერთიანი რეესტრის წარმოებას;
პ) ახორციელებს პროკურატურის სისტემის მუშაკთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და აღრიცხვას;
ჟ) თავისი კომპეტენეციის ფარგლებში უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების დადებას;
რ) უზრუნველყოფს პროკურატურის წარმომადგენლობას საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და კურატორი გენერალური პროკურორის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას;
ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მუშაკთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს პროკურატურის სისტემის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი
1. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები;
ბ) დეპარტამენტის პროკურორები;
გ) დეპარტამენტის მრჩევლები;
დ) დეპარტამენტის სპეციალისტები.
2. დეპარტამენტის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორი და პროკურორები:
ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, იხილავენ კორესპონდენციებს და განცხადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით იხილავენ და წყვეტენ პროკურატურის სისტემის მუშაკთა განცხადებებსა და საჩივრებს;
გ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის მრჩევლები და სპეციალისტები:
ა) უზრუნველყოფენ დეპარტამენტში საქმისწარმოების სწორად წარმართვას;
ბ) ახორციელებენ პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებას და შენახვას;
გ) აწარმოებენ საშტატო განრიგებში ცვლილებების დროულ და ზუსტ აღრიცხვას;
დ) ახორციელებენ შრომის წიგნაკების აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება
საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.