სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.07.2006
ძალის დაკარგვა 27.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №664
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.022.008881
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 12/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,196 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2006 მიღება
27.10.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.9pt 45.0pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.022.008.881 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №664 2006 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულების დამტკიცების შესახებ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №13 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადატანის უზრუნველყოფის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო სასწავლო გრანტი (შემდგომში – გრანტი) წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემულ თანხას, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის დასაფინანსებლად. 2. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. გრანტის გაცემის საფუძველი 1. გრანტის მიღების უფლება გააჩნია ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გრანტი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. გრანტის გაცემა სტუდენტზე წარმოებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. 3. გრანტით ფინანსდება სტუდენტის სწავლის საფასური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატისათვის არა უმეტეს 4 წლის განმავლობაში. 4. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე აბიტურიენტი კარგავს გრანტის მიღების უფლებას, თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იგი არ გამოცხადდება დაწესებულებაში შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით და მის მიმართ არ იქნება გამოცემული ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.     მუხლი 3🔗. გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობები 1. დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გრანტის სრული (შემდგომში – სრული გრანტი) ან ნაწილობრივი ოდენობა (შემდგომში – ნაწილობრივი გრანტი). 2. სრული გრანტით იფარება სტუდენტის სწავლის საფასური სრულად, ხოლო ნაწილობრივი გრანტით  ნაწილობრივ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნაწილობრივი გრანტის ოდენობების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. გრანტის გაცემის წესი 1. გრანტის გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულებისათვის წარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სრული გრანტის და ნაწილობრივი გრანტის მიხედვით, დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის შესაბამისად. 2. კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულებისათვის გრანტის გაცემა წარმოებს ამ დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სრული გრანტის და ნაწილობრივი გრანტის შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის  დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილ გრანტის ოდენობაზე, სრული გრანტის ღირებულება უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩასარიცხ კონკურსგავლილ პირს, რომელიც მოიპოვებს დარგობრივი სამინისტროს მიერ გამოყოფილ დაფინანსებას ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, მოპოვებული გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩასარიცხი კონკურსგავლილი პირი ვერ მოიპოვებს დარგობრივი სამინისტროს მიერ გამოყოფილ დაფინანსებას, გრანტის თანხით იფარება დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური. 5. ერთ სტუდენტზე გაიცემა მხოლოდ ერთი გრანტი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ ზღუდავს პირს, რომელმაც მოიპოვა ნაწილობრივი გრანტი, მიიღოს დაფინანსება ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის (პრიორიტეტული სპეციალობების) ფარგლებში, რომელიც სრული გრანტის ოდენობამდე შეავსებს მისთვის გამოყოფილ ნაწილობრივ გრანტს.     მუხლი 5🔗. გრანტის გაცემის დრო და დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია 1. დაწესებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაერიცხება გრანტების იმ ოდენობის თანხა, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების გრანტის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობასა და მათ მიერ მოპოვებული გრანტების ოდენობებს. 2. გრანტის თანხის გადარიცხვა ხორციელდება დაწესებულებაში პირველი ოქტომბრისა და პირველი აპრილისთვის გრანტის მფლობელი სტუდენტების რაოდენობის მიხედვით. 3. დაწესებულება გრანტების მისაღებად აბიტურიენტების ჩარიცხვების, მათ შორის, გადასვლის წესით ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ წელიწადში ორჯერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად წარუდგენს განაცხადს გრანტის მიღების თაობაზე, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად აუცილებლად უნდა მიეთითოს გრანტის მფლობელი სტუდენტების სახელობითი ნუსხა და დაწესებულების შესაბამისი საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები. 4. დაწესებულება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამინისტროში წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში.     მუხლი 6🔗. გრანტის გადატანა 1. ერთი აკრედიტებული დაწესებულებიდან მეორე აკრედიტებულ დაწესებულებაში გრანტის მფლობელი სტუდენტის გადასვლისას სტუდენტს გრანტი გადაყვება პირველი ოქტომბრიდან ან პირველი აპრილიდან გადასვლის წესით ჩარიცხვის ბრძანების თარიღის შესაბამისად. 2. სტუდენტის სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სწავლის საფასური იფარება გრანტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დაწესებულების მიერ დადგენილი საფასურის ფარგლებში, მოპოვებული გრანტის ოდენობის (სრული, ნაწილობრივი) შესაბამისად.     მუხლი 7🔗. სტუდენტისათვის გრანტის შენარჩუნების წესი 1. გრანტი უნარჩუნდება სტუდენტს სწავლის შეჩერების შემთხვევაში ზედიზედ სამი სასწავლო წლის განმავლობაში. სტუდენტის სწავლის შეჩერების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს უნდა წარედგინოს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული გრანტის შენარჩუნების ვადა არ ვრცელდება სტუდენტზე, თუ მისი სწავლის შეჩერების საფუძველი არის: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეუძლებელია სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელება; ბ)უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ჩარიცხვა. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გრანტის მფლობელ სტუდენტს გრანტი შეუნარჩუნდება შესაბამისი პირობის არსებობის ვადით.     მუხლი 8🔗. გრანტის გადარიცხული თანხის შენარჩუნება დაწესებულებისათვის გრანტის მფლობელი სტუდენტის დაწესებულებიდან დადგენილი წესით გარიცხვის, სწავლის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, დაწესებულებას უნარჩუნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადარიცხული გრანტის თანხის ოდენობა 1-ლ აპრილამდე ან 1-ლ ოქტომბრამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღია უახლოესი.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.