⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.03.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.07.2006
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №656
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.008884
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 12/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,731 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2006 მიღება
17.03.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 49.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.884 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №656 2006 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. ქავთარაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 3🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 4🔗 სამსახური თავის საქმიანობას მიმართავს იუსტიციის სამინისტროში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისათვის და უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო-ტექნიკური აღჭურვილობის კონტროლსა და მართვას.     მუხლი 5🔗 სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.     მუხლი 6🔗 სამსახურის დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თავი II სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 7🔗 სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტების და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა. ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა; ე) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფა; ვ) სამინისტროს ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ელექტრონული ფოსტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურების და განვითარების უზრუნველყოფა; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; სამინისტროს ვებგვერდის მუდმივი სრულყოფა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სამინისტროს და მისი პერსონალის საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ლ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამინისტროს პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით; მ) სამინისტროს სისტემაში ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ნ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შიდა წესებისა და ნორმების შემუშავება. თავი III სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები     მუხლი 8🔗 სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ა) სამინისტროს კომპიუტერიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა; ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული კომპიუტერული პროგრამების მოპოვება-დანერგვა, სპეციალიზებული პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განვითარება; გ) სამინისტროს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით და ტექნიკით უზრუნველყოფის სამუშაოების კოორდინაცია; დ) სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება; ე) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი შემდგომი ადმინისტრირება; ვ) სამინისტროში არსებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების შექმნისათვის სათანადო ტექნოლოგიური პირობების უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების შექმნის პროცესის წარმართვა; ზ) სამინისტროს ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის აკუმულირება და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელებში გავრცელება; თ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ელექტრონული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, საკონტროლო ასლების წარმოება, შენახვა და დაცვა; ი) სამინისტროს ვებგვერდის ადმინისტრირება და ინფორმაციული და პროგრამული სრულყოფა; კ) სამინისტროს ინტერნეტ მომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი; ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვა და ანალიზი, და ამ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის; მ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსული სტუმრების კომპიუტერული აღრიცხვა; ნ) სამინისტროს გამართული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინფორმაციული მასალების მოძიება მსოფლიო გლობალური ქსელის მეშვეობით; ო) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა მათ საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სათანადო გამოყენებისათვის; პ) სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფების ფორმირება-სრულყოფა; ჟ) სამინისტროს თანამშრომელთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; რ) სამინისტროს თანამშრომელთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში; ს) სამინისტროში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს რეგულირებისათვის შესაბამისი წესებისა და პრინციპების შემუშავება.     მუხლი 9🔗 სამსახური სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიმუშავებს პროექტებს, სამუშაო გეგმებს და ამ პროცესში თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.     მუხლი 10🔗 თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში და მისი უფლებამოსილების შესაბამისად, სამსახური კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროს სისტემაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში მოქმედ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. თავი IV სამსახურის სტრუქტურა     მუხლი 11🔗 სამსახურის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) კოპიუტერული ქსელის ადმინისტრირების და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება; გ) სატელკომუნიკაციო სისტემების განყოფილება; დ) საშვების გაცემის განყოფილება.     მუხლი 12🔗 კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება: ა) ადმინისტრირებას უწევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერულ ქსელს; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ერთეულთა შორის კომპიუტერული ქსელების გამართულ მუშაობას; გ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულების ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების პროცესს; დ) ადმინისტრირებას უწევს სამინისტროს ელექტრონულ ფოსტას; ე) კომპიუტერული ქსელების საშუალებით უზრუნველყოფს სამინისტროს კავშირს საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან; ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს გამართულ კავშირს ინტერნეტთან; ზ) შეიმუშავებს და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სრულყოფის მიმართულებით; თ) ახორციელებს სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციისა და სამინისტროს სისტემის კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების სამუშაოებს; ი) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას; კ) უფლებამოსილების ფარგლებში რეგულარულად აწარმოებს სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკის მონიტორინგს და აღრიცხვას; ლ) აწარმოებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საოფისე ტექნიკის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას; მ) უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის პროცესს და უშუალოდ მონაწილეობს ამ პროცესში; ნ) ხელმძღვანელ ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკის ოპტიმალური განაწილების მიმართულებით და უშუალოდ ახორციელებს განაწილების სამუშაოებს.     მუხლი 13🔗 ინფორმაცული ტექნოლოგიების განყოფილება: ა) შეიმუშავებს პროექტებსა და გეგმებს სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა სფეროების ავტომატიზაცის მიმართულებით; ბ) შეიმუშავებს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფებს და აწარმოებს თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში დანერგვის სამუშაოებს; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს საქმიანობის ავტომატიზაციისა და კომპიუტერიზაციის მიმართულებით; დ) ახორციელებს სამინისტროს ვებგვერდის პროგრამული და ტექნოლოგიური სრულყოფის სამუშაოებს; ე) მონაწილეობას იღებს სამინისტროს მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფორმირება-სრულყოფის სამუშაოებში; ვ) ახორციელებს ელექტრონული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას, საკონტროლო ასლების წარმოებას, შენახვას და დაცვას; ზ) ხელს უწყობს სამინისტროს თანამშრომელთათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობისა და შესწავლის პროცესის განხორციელებას.     მუხლი 14🔗 სატელეკომუნიკაციო სისტემების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს სამინისტროში არსებული სატელეფონო და ტელესამაუწყებლო ქსელების გამართულ ფუნქციონირებას; ბ) ახორციელებს თანამედროვე სატელეფონო და ტელესამაუწყებლო ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაობს; გ) აწარმოებს სამინისტროს სატელეფონო და ტელესაკომუნიკაციო აპარატურის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.     მუხლი 15🔗 საშვების გაცემის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სტუმრების შესვლის პროცესს; ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სტუმრების შემოსვლის აღრიცხვას. თავი V სამსახურის ხელმძღვანელობა     მუხლი 16🔗 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის (კურატორი) მოადგილის წინაშე.     მუხლი 17🔗 სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) წარუდგენს მინისტრს სამსახურის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურებს; დ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს; ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეთა სახელფასო კატეგორიების მინიჭების და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 18🔗 სამსახურის უფროსის არყოფნისას, მისი დავალებით და მინისტრთან შეთანხმებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.     მუხლი 19🔗 სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში; ბ) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას; გ) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს განყოფილების საქმიანობას; დ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ე) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს; ვ) თვალყურს ადევნებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) სამსახურის უფროსს სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ი) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა სახელფასო კატეგორიების მინიჭების და პრემიის დანიშვნის, წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხიმგებლობის გამოყენების შესახებ; კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რაც საჭიროა განყოფილებაზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; ლ) სამსახურის უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. თავი VI სამსახურის მოსამსახურეები     მუხლი 20🔗 სამსახურის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 21🔗 სამსახურის მოსამსახურეები უშუალოდ ემორჩილებიან განყოფილების უფროსს, სამსახურის უფროსს და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მათზე დაკისრებულ ამოცანებს. ასრულებენ განყოფილების უფროსის და სამსახურის უფროსის მითითებებსა და დავალებებს.     მუხლი 22🔗 ხელმძღვანელ ორგანოებთან სამსახურის უფროსის შუამდგომლობით, სამსახურის ზოგიერთი ფუნქციის განხორციელების მიზნით, შეიძლება მოწვეულ იყვნენ სპეციალისტები. თავი VII დასკვნითი დებულებანი     მუხლი 23🔗 სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.