,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110725016, 28/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2011 წლის 20 ივლისი

  ქ. ახმეტა

    ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის                 №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, №33, 04.10.2010, მუხ. 967) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,6. სპეციალისტი (საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში)“.

 2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,მუხლი 14. სპეციალისტი (საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში)

 ა) ახორციელებს საკრებულოს საქმიანობის ავტომატიზებას და კომპიუტერულ მომსახურებას;

 ბ) უზრუნველყოფს საკრებულოში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სიტემებისა და მონაცემთა ბაზების, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;

 გ) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკის, სერვერების, მონაცემთა ბაზების ინფორმაციის დაცვას და ადმინისტრირებას; მომხმარებელთა უზრუნველყოფას ელექტრონული საფოსტო ყუთებითა და ინტერნეტით;

 დ) უზრუნველყოფს ახალი ქსელური პროგრამული პროდუქტების დანერგვას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტის მეთოდების მოძიებას.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

  საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2011.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.07.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016043.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №19, 20.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1430090/