,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2011 წლის 20 ივლისი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, №50 , 03.11.2010 , მუხ. 1360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) გამგეობის არქივის საქმიანობის წარმართვა.“
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.
4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან
საკრებულოს თავმჯდომარ ე ა. მაილაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.07.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.162.016044.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №20, 20.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1430124/