⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.03.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.07.2006
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №658
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.008886
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 12/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 962 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2006 მიღება
17.03.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 47.9pt 45.1pt 47.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.886 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №658 2006 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის   სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქავთარაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, კომპეტენციას და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახური (შემდგომში _ სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 3🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 4🔗 სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.     მუხლი 5🔗 სამსახური ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე. სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე. თავი II იურიდიული სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 6🔗 იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ბ) საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესში მონაწილეობა, გარდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების 31-ე მუხლის ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება; დ) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა (მათ შორის, ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისების შესახებ); ე) სამინისტროს მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-16 და მე-17 მუხლების თანახმად სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; ვ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს. თავი III იურიდიული სამსახურის უფლებამოსილება     მუხლი 7🔗 იურიდიულ სამსახურს უფლება აქვს: ა) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე შესაბამისი ქვედანაყოფიდან გამოითხოვოს სასამართლო პროცესთან დაკავშირებული, მათ ხელთ არსებული საქმის მასალები და ინფორმაცია; ბ) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, მოითხოვოს მათი წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო პროცესთან დაკავშირებული მასალების დამუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში, აგრეთვე მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე; გ) საჭიროების შემთხვევაში, პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, სასამართლო პროცესში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) სასამართლო პროცესზე სამინისტროს წარმომადგენელი პირის კანდიდატურა წარუდგინოს მინისტრს; ე) წერილობითი ფორმით მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იურიდიული სამსახურის უშუალო მონაწილეობის გარეშე წარმოებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით; ვ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. თავი IV იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობა     მუხლი 8🔗 1. იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს იურიდიული სამსახურის უფროსი (შემდგომში _ სამსახურის უფროსი). 2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 9🔗 იურიდიული სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას; დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშს აბარებს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს სამსახურის მუშაობის შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის უშუალო დავალებებს; თ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ი) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს იურიდიული სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეთათვის სახელფასო კატეგორიის მინიჭების, მათთვის პრემიებისა და წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ.     მუხლი 10🔗 სამსახურის უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მინისტრთან შეთანხმებით და სამსახურის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. თავი V იურიდიული სამსახურის პერსონალი     მუხლი 11🔗 იურიდიული სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.     მუხლი 12🔗 სამსახურის მოსამსახურეები ასრულებენ მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 13🔗 სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. თავი VI დასკვნითი დებულებანი     მუხლი 14🔗 იურიდიული სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.