⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.03.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.10.2005
ძალის დაკარგვა 26.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №559
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007794
გამოქვეყნების წყარო სსმ, 123, 25/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,549 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.10.2005 მიღება
26.03.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.794 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება №559 2005 წლის 13 ოქტომბერი ქ. თბილისი თბილისის №1 ბავშვთა სახლის     საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. თბილისის №1 ბავშვთა სახლი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს თბილისის №1 ბავშვთა სახლის წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლი (შემდგომში – დაწესებულება) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” და „განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით. დაწესებულება სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო საქმიანობას. 2. წინამდებარე წესდება არეგულირებს ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის საქმიანობას. 3. ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დიღმის მასივი,  მე-3 კვარტალი.     მუხლი 2🔗. მიზნები და ამოცანები 1. დაწესებულების ძირითადი მიზანია: ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების გონებრივ, ემოციონალურ და ფიზიკურ განვითარებას; ბ) აღსაზრდელთა სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა; გ) საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით; დ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა; ე) ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ვ) სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე დაწესებულებაში აღსაზრდელთა ცხოვრება, აღზრდა და განათლება; ზ) ბავშვის ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 2. დაწესებულების საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ, ჰუმანურ, ადამიანური ღირებულებების, მოქალაქეობრიობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, აღსაზრდელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, განათლების ავტონომიისა და საერო ხასიათის პრინციპებზე.     მუხლი 3🔗. საქმიანობის საფუძვლები და ორგანიზება 1. დაწესებულება თავის საქმიანობას წარმართავს „განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, წინამდებარე წესდებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით. 2. დამფუძნებელსა და დაწესებულებას შორის ურთიერთობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით. 3. დაწესებულებას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან და წესდების დამტკიცებისთანავე ენიჭება ამ წესდების მიხედვით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის უფლება. 4. დაწესებულებას გააჩნია საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ბანკში, აგრეთვე გერბიანი ბეჭედი, კუთხოვანი (ტვიფრი), შტამპი სახელწოდებით და ბლანკი. 5. დაწესებულება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” დადგენილი წესით გადის ატესტაციას და აკრედიტაციას. 6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაწესებულებას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები). საგანმანათლებლო გაერთიანებები იქმნება განათლების სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.     მუხლი 4🔗. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება 1. დაწესებულებაში განათლებისა და აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მის საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე. 2. პირველ პუნქტში გათვალისწინებული სახელმწიფო სტანდარტებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე და მათ ფარგლებში დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები. 3. დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია აღმზრდელობითი ჯგუფების შექმნა-ორგანიზება: ჯგუფში 15 ბავშვი. 4. შრომითი აღზრდა შეიძლება განხორციელდეს სასწავლო სახელოსნოებში, მეურნეობაში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ამასთანავე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსაზრდელთა თვითშემოქმედებითი გაერთიანებების სხვადასხვა ფორმა. 5. აღსაზრდელთა მონაწილეობა შრომით საქმიანობაში ნებაყოფლობითია. 6. დაწესებულება დამოუკიდებელია პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისაგან. 7. დაწესებულებაში აკრძალულია (არ დაიშვება) აღსაზრდელთა ძალით გაწევრიანება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე მათი იძულებითი ჩართვა სააგიტაციო კომპანიებსა და პოლიტიკურ აქციებში. 8. აღსაზრდელებს უფლება აქვთ იარონ იმ კლუბებში, სექციებში, წრეებზე, სტუდიებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და ბავშვთა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ასრულებენ, ასევე მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, ოლიმპიადებზე, გამოფენებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებში.     მუხლი 5🔗. აღსაზრდელთა მიღებისა და გაშვების წესი 1. დაწესებულებაში მიიღებიან 6-დან 15-მდე ასაკის აღსაზრდელები: ა) ობოლი ბავშვები; ბ) ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს ჩამოართვეს სასამართლო გადაწყვეტილებით; გ) მარტოხელა დედების შვილები; დ) დარღვეული ოჯახის ბავშვები; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები; ვ) ის ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება, პასუხისგებაში არიან მიცემული, მიჩნეული არიან ქმედუუნაროდ, გადიან ხანგრძლივ მკურნალობას, ასევე ის ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი არ არის დადგენილი. 2. ბავშვებს ერთი ოჯახიდან ან ნათესაურ კავშირში მყოფ ბავშვებს ათავსებენ ერთ დაწესებულებაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (როდესაც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ან სხვა მიზეზების გამო ბავშვების აღზრდა და სწავლება სხვადასხვა დაწესებულებაშია განსახორციელებელი). 3. დაწესებულების აღსაზრდელთა უფლებებია: ა) კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მიიღონ უფასო განათლება; ბ) დაწესებულების აღსაზრდელთა (არასრულწლოვანთა) უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; გ) ადამიანური ღირსებების დაცვის, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება; დ) ემოციურპიროვნული ურთიერთობების მოთხოვნილების დაკმაყოფილება; ე) ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვა; ვ) ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან, პიროვნების შეურაცხყოფისაგან დაცვა; ზ) თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევებისა და ინტერესების განვითარება; თ) კვალიფიციური დახმარების მიღებისა და განვითარებაში არსებული პრობლემების კორექცია; ი) დასვენების, დღესასწაულების, არდადეგებისა და თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება. 4. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან მათ კანონიერ წარმომადგენელს, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას აღსაზრდელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. აღსაზრდელები ვალდებულნი არიან შეასრულონ დაწესებულების შინაგანაწესი, სათუთად მოეპყრან დაწესებულების ქონებას, პატივი სცენ სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა ღირსებას.     მუხლი 6🔗. სასწავლოაღმზრდელობითი პროცესის მონაწილენი, მათი უფლება-მოვალეობები 1. საგანმანათლებლო პროცესის მონაწილენი არიან დაწესებულების აღსაზრდელები და პედაგოგები. 2. დაწესებულების პერსონალის დაკომპლექტების წესი რეგლამენტირებულია წინამდებარე წესდებით: ა) პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით (წესს ადგენს დაწესებულების დირექტორი) ან მის გარეშე; ბ) პედაგოგებად მიიღებიან ის პირები, რომლებსაც აქვთ ისეთი პროფესიულპედაგოგიური კვალიფიკაცია, რომელიც შეესაბამება თანამდებობის ან მიღებული სპეციალობის მოთხოვნებს და დამოწმებულია შესაბამისი საგანმანათლებლო სერტიფიკატით. 3. დირექტორისა და თანამშრომლების ურთიერთობა რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად. 4. პედაგოგებს უფლება აქვთ: ა) თვითონ შეარჩიონ და გამოიყენონ აღზრდისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების, ცოდნის შეფასების მეთოდები, სასწავლო მასალები, სახელმძღვანელოები; ბ) კვალიფიკაციის ამაღლებისა. 5. აღსაზრდელთა პირველად სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. 6. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ძირითადი უფლება-მოვალეობაა: ა) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფიზიკურ და ნერვოფსიქიკურ განვითარებაზე დაკვირვება, სამედიცინო დახმარების გაწევა; ბ) სანიტარიულჰიგიენურ და ეპიდემიის საწინააღმდეგო რეჟიმზე სამედიცინო კონტროლი; გ) კონტროლის განხორციელება კვების ხარისხზე, საგანმანათლებლო პროცესში რაციონალური რეჟიმის დაცვაზე. სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა შრომითი სწავლების პროცესში; დ) პროფესიულ სწავლებაში აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება. 7. დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფას, საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებენ პედაგოგ-ფსიქოლოგები. 8. სოციალური მუშაკები ამყარებენ კავშირს სოციალურ და დასაქმების სამსახურებთან, დახმარებას უწევენ დაწესებულებას აღსაზრდელებისა და კურსდამთავრებულთა საზოგადოებასთან სოციალური ადაპტაციის საკითხში. 9. დაწესებულებას უფლება აქვს ნება დართოს ბავშვს, რომელსაც შეუსრულდება 15 წელი, დაწესებულებაში უფასო კვებისა და ცხოვრებისა (1 წლის განმავლობაში), მათი შრომითი მოწყობისა ან სწავლის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტამდე. 10. დაწესებულების თანამშრომლებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური შეღავათებისა და გარანტიების მიღების უფლება.     მუხლი 7🔗. მართვა და ხელმძღვანელობა 1. დაწესებულების მართვა ხორციელდება „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების საფუძველზე. 2. დაწესებულების მართვის ორგანოებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) პედაგოგიური საბჭო.     მუხლი 8🔗. დირექტორი 1. დაწესებულების საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელიც წარმოადგენს დაწესებულებას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. სააღმზრდელოსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დაწესებულების დირექტორი: ა) წარმართავს დაწესებულების საერთო საქმიანობას, ახდენს ადმინისტრაციის, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოების საქმიანობის კოორდინაციას, ზედამხედველობას ახორციელებს ბავშვთა სახლის სასწავლო-აღმზრდელობით და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით; გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს, ბავშვთა სახლის ბიუჯეტს და საშტატო განრიგს; დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს ბავშვთა სახლის ტექნიკურ თანამშრომლებთან; ე) უფლებამოსილია ვადამდე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებლებთან, სხვა თანამშრომლებთან, ხელშეკრულების პირობის დარღვევის, თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისთვის; ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს დაწესებულების ქონებასა და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; ზ) წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს აღსაზრდელთა საჩივრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, შეფასების შესახებ და იღებს შესაბამის ზომებს; თ) უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა; ი) პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. 4. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს პირველი მოადგილე.     მუხლი 9🔗. დაწესებულების ადმინისტრაცია 1. დაწესებულების ადმინისტრაცია შედგება: დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, დირექტორის მოადგილეების და ბუღალტრისაგან. 2. დაწესებულების ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად. 3. დაწესებულების ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, ზედამხედველობს წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. დაწესებულების ადმინისტრაცია: ა) დაწესებულების ადმინისტრაცია დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მოქმედი კანონმდებლობის, დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმისწარმოებასა და ბუღალტერიას; გ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს; დ) ამზადებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს; ე) ახორციელებს წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 10🔗. პედაგოგიური საბჭო 1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს დაწესებულების დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან. 2. დაწესებულების პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცვლილებები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის დამატებით ნაწილში, სტრუქტურაში, შინაგანაწესში. 3. პედაგოგიური საბჭო აჯამებს დაწესებულების მიმდინარე და წლიურ მუშაობას, იხილავს და ამტკიცებს შესაბამის გადაწყვტილებებს. 4. პედაგოგიური საბჭო წყვეტს სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 5. ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში სამი წლის ვადით. 6. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით, საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა მესამედი მაინც. 7. დირექტორი და მოადგილეები პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით. 8. საბჭოს წევრების მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა. 9. თუ კრებას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარი, პედაგოგიურ საბჭოს შეუძლია ვადამდე გადაირჩიოს მისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში. 10. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამი წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. 11. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.     მუხლი 11🔗. სამეურვეო საბჭო 1. სამეურვეო საბჭო იქმნება დაწესებულებაში შემოსავლების მიზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით. 2. სამეურვეო საბჭო შედგება პედაგოგიური საბჭოს მიერ სამი წლის ვადით არჩეული 5 წარმომადგენლისაგან. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ყოველწლიურად ხდება სამეურვეო საბჭოს წევრთა მესამედის როტაცია. 3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში. 5. სამეურვეო საბჭოს მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ, სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ეგზავნებათ საბჭოს წევრებს, საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით. 6. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით; 7. დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით. 8. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი საკადრო და არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგინოს წინადადებები სტრატეგიაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით; ბ) მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები; გ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულების ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიში; დ) შეიმუშაოს და მონიტორინგი გაუწიოს დებულებებს დაწესებულებაში დისციპლინის დაცვის, საჩივრების განხილვის, დაწესებულების ობიექტების გამოყენებისა და სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ. 9. სამეურვეო საბჭოში არჩევა იწვევს პედაგოგიური საბჭოს წევრის სტატუსის დაკარგვას. 10. პედაგოგიური საბჭო თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კომისიას სამი წევრის შემადგენლობით. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. თითოეული პედაგოგი ირჩევს სამ კანდიდატს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას, არანაკლებ სიითი შემადგენლობის მესამედისა. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა შესაბამისი უმრავლესობა, დასაშვებია მეორე ტურის ჩატარება. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს ხმათა უბრალო უმრავლესობას. არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს დირექციის წევრსაც, გარდა დირექტორისა.     მუხლი 12🔗. დაწესებულების ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ბავშვთა სახლს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 13🔗. დაწესებულების დაფინანსება 1. ბავშვთა სახლის საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) სასწავლოსაწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება; ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. ბავშვთა სახლის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ბავშვთა სახლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 14🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ბავშვთა სახლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 15🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების წესდებას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს ამზადებს დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად.     მუხლი 16🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლი წარმოადგენს ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის უფლებამონაცვლეს.