საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2006
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-118
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.008906
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 21/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.85pt 53.85pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.906
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-118
2006 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
3. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და მიზნები
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ე) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება;
ვ) სამინისტროში საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;
ზ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა;
გ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;
დ) საერთაშორისო დახმარებათა ეფექტიანი გამოყენებისა და მართვის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს და მოითხოვოს სამინისტროს დეპარტამენტებიდან, სამმართველოებიდან, განყოფილებებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაცია და სხვა მასალები;
ბ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
დ) დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებას;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებსა და კორესპონდენციას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;
დ) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებებს;
ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის დავალებებსა და მითითებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო;
ბ) საერთაშორისო პროექტების მართვის სამმართველო;
გ) პროტოკოლის განყოფილება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები
1. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობას;
ბ) სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეხვედრებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფას;
გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი შეთანხმებების მომზადებისას, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და ამ შეთანხმებათა საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისიების მუშაობაში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფას;
დ) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აგრარულ სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას;
ე) საქართველოს აგრარულ სექტორში დასაქმებული სპეციალისტების უცხოეთში სემინარებზე, კონფერენციებზე, ტრენინგებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო სამუშაოების უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მედიატორის როლის შესრულებას;
ზ) სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან მუშაობის კოორდინაციას საინფორმაციო მასალების მოსამზადებლად აგრო-სასურსათო სექტორში პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიზნით;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
2. საერთაშორისო პროექტების მართვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების კოორდინაციას;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების/პროგრამების მონიტორინგის განხორციელებას;
გ) სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებათა შესაბამისად საერთაშორისო პროექტების/პროგრამების შესახებ არსებული მასალების ანალიზი;
დ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
3. პროტოკოლის განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების პროგრამების შედგენა, ამ პროგრამების შესრულების ზედამხედველობა, დელეგაციების სამინისტროში მიღების ორგანიზება და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების ოქმების სათანადო წესით გაფორმების უზრუნველყოფა;
ბ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება;
გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი
1. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
2. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.