⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №22 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2005
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.007813
გამოქვეყნების წყარო სსმ, 124, 26/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,673 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2005 მიღება
27.11.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №22 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:8.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.813 საქართველოს გენერალური პროკურორის  ბრძანება №22 2005 წლის 25 ოქტომბერი  ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკუ­რატურის გენერალური ინსპექციის თანდართული დებუ­ლება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენე­რა­ლური ინსპექცია (შემდგომში – გენერალური ინსპექ­ცია) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) შიდა უწყებრივი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქ­ტუ­რული დანაყოფი, რომელიც წარმართავს პროკურა­ტურის ორგანოებში სამართალდარღვევათა გამოვლენის, თავიდან აცილებისა და მათზე კანონის შესაბამისი რეა­გირების მიზნით მიმართულ მუშაობას, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს პროკურატურის ორგანოებ­ში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას. 2. თავის საქმიანობაში გენერალური ინსპექცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურა­ტურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზა­ციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინ­ციპებიდან გამომდინარე. 4. გენერალური ინსპექცია, როგორც სტრუქტუ­რული დანაყოფი, შექმნილია მხოლოდ გენერალურ პროკურატურაში და ადგილებზე მას ქვედანაყოფები არ გააჩნია. 5. გენერალური ინსპექცია ექვემდებარება გენერა­ლურ პროკურორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში პროკურატურის სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა. 6. გენერალურ პროკურორს შეუძლია გენერალურ ინსპექციაში შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები მისი საქმიანობის განსაზღვრული მიმართულების გააქტიურების მიზნით.     მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ამოცანები გენერალური ინსპექციის ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანა­შაულის ნიშნებს; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკუ­რატურის მუშაკთა მიერ სხვა სახის სამართალ­დარ­ღვე­ვებისა და პროკურატურის მუშაკი­სათვის შეუ­ფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე; მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავ­სებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულ­ვებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპ­ლინის დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და გენერალური პროკურორისათვის დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონი­ლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; გენერალური ინსპექ­ციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებ­ზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.     მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის საქმიანობის მიმართულებანი 1. გენერალური ინსპექციის განსაკუთრებულ უფლე­ბა­მოსილებას წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ან პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებ­ზე საჩივრების, განცხადებების, შეტყობინებების ან სხვა ცნობების განხილვა-გადაწყვეტა სამსახურებრივი მოძიების ან წინასწარი გამოძიების ჩატარების გზით. 2. გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ მოძიებას პროკურატურის მუშაკის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, მისთვის მინდობილი სამსახურებრივი ქონების დაკარგვის (დაზიანების) შემთხვევაში. 3. სამსახურებრივი მოძიების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან შეუფერებელი საქციელის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივრები და განცხადებები, პრო­კურატურის „ცხელი ხაზიდან” მიღებული შეტყო­ბინებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩი­ნებები (დადგენილებები), პროკურატურის მუშაკთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელ­მწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ცნობები, ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი შესაბამისი ფაქტები და გენერალური პროკურორის ცალკეული დავალებები. 4. გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი მოძიების შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმდეს გენერა­ლურ პროკურორთან. 5. გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილება, გამო­ტანილი დადგენილების სახით, შეიძლება გასაჩივრდეს გენერალურ პროკურორთან ან სასამართლოში კანო­ნით დადგენილი წესით. 6. გენერალური ინსპექციის უფროსს განსაკუთ­რებულ შემთხვევებში გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით უფლება აქვს მოითხოვოს პროკურა­ტურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების მუშაკთა მონაწილეობა სამსახურებრივი მოძიების ჩატარების პროცესში. 7. სამსახურებრივი მოძიების ან სისხლის სამარ­თლის საქმეთა წინასწარი გამოძიების პროცესში გენერალური ინსპექცია აუქმებს პროკურორებისა და გამომძიებლების კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტი­ლებებს ან უგზავნის მათ გენერალური პროკურატუ­რის შესაბამის სამსახურებს კანონიერების შესწავლის მიზნით. 8. დაკისრებული ამოცანების რეალიზაციის მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია აგრეთვე: ა) მოიწვიოს პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი, თანამდებობის პირი ან მოქალაქე და მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ; ბ) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას, სისხლის სამართლის საქმის ჩათვლით; გ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაციები სპეციალის­ტებისაგან; დ) სამსახურებრივ მოძიებასთან ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს და შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმეები, მასალები, საჩივრები და განცხადებები; ე) მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება მოძიებული ფაქტის ირგვლივ – შეადგინოს დასკვნა სამსახურებ­რივი მოძიების თაობაზე, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ან მიიღოს სხვა გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) სამსახურებრივი მოძიების შედეგების მიხედვით გენერალურ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, ასევე დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონი­ლობის თაობაზე; ზ) გენერალური პროკურატურის სხვა სამსახუ­რებთან ერთად ან დამოუკიდებლად შეამოწმოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფებში საშემსრუ­ლებლო და შრომითი დისციპლინის დაცვის მდგომა­რეობა ნებისმიერ დროს და გენერალურ პროკურორს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები გამოვ­ლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზანშეწონი­ლობასთან დაკავშირებით; თ) უზრუნველყოს გენერალურ პროკურატურაში „ცხელი ხაზის” ფუნქციონირება, განიხილოს ამ გზით შემოსული შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისტემატური პროპაგანდა გაუწიოს „ცხელი ხაზის” ფუნქციონირებას პროკურატურის სისტემაში; ი) ითანამშრომლოს ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის და მმართველობის და სამართალდამცავ ორგანოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან პროკუ­რატურის მუშაკთა კანონსაწინაღმდეგო ქმედე­ბათა ან თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენის მიზნით; კ) განახორციელოს გენერალური პროკურორის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 9. გენერალური ინსპექცია გენერალური პროკურო­რის დავალებით ან მასთან შეთანხმებით: ა) მონაწილეობს პროკურატურის ორგანოების კომპლექსურ შემოწმებაში და შედეგების მიხედვით ამზადებს სათანადო დასკვნას; ბ) ორგანიზებას უწევს პროკურატურის სისტემის მატე­რიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აუდიტის ჩატა­რებას; გ) სამსახურებრივი მოძიების პროცესში ატარებს პროკურატურის მუშაკის სამუშაო ოთახის და ინვენ­ტა­რის დათვალიერებას; დ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ატარებს შემოწმებას პროკურატურის მუშაკის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკო­ტიკულ, ტოქსიკურ ან ძლიერმოქმედ საშუალებათა მოხმარების ფაქტების დადგენის მიზნით.     მუხლი 4🔗. სამსახურებრივი მოძიების ვადები 1. სამსახურებრივი მოძიების ვადა განისაზღვრება ერთი თვით. აღნიშნული ვადა, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაგრძელდეს არა უმე­ტეს სამ თვემდე ვადით. სამსახურებრივი მოძიების ვადის გაგრძელების შესახებ გენერალური ინსპექციის უფროსს წარედგინება დასაბუთებული მოხსენებითი ბარათი მოძიების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა. 2. სამსახურებრივი მოძიება მოტივირებული მოხ­სენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექ­ციის უფროსის თანხმობით, შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არა უმეტეს კანონმდებლობით დად­გენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა.     მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები 1. გენერალური ინსპექცია, გარდა ცენტრალური კანცელარიისა, წერილობით შეტყობინებებს და ცნობებს ღებულობს სპეციალური ყუთიდან, რომელიც მოთავსებულია პროკურატურის სხვადასხვა ორგანოებ­ში. მის კონტროლს ახორციელებს გენერალური ინსპექციის პროკურორი გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით. 2. გენერალური ინსპექციის მუშაკი არ მონაწილეობს ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, თუ სამსახურებრივი მოძიების ან შემოწმების ობიექტია მასთან ნათესაურ დამოკიდებუ­ლებაში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც იძლევიან ვარაუდის საფუძველს ამ მუშაკის დაინტერესებაში მოძიების (შემოწმების) შედეგებისადმი. გენერალური ინსპექციის მუშაკის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის აცილების საკითხს – გენერალური პროკურორი. 3. გენერალური ინსპექციის ან მისი მუშაკისათვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით, მაგრამ განეკუთ­ვნება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურუ­ლი დანაყოფის ფუნქციას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, გენერალური პროკურორის დავალებით.     მუხლი 6🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი 1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერა­ლური ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერა­ლური პროკურორი. 2. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალ­დებულია გენერალური პროკურორის წინაშე. 3. გენერალური ინსპექციის უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს ინსპექციის საქმიანობას, ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს გენერალური ინსპექციის მუშაობაზე და პასუხისმგებე­ლია მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავა­ლებებს; გ) ახორციელებს კონტროლს გენერალური ინსპექციის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობე­ბის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადე­ბულ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე; ვ) წლიური შედეგების მიხედვით გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) გენერალურ პროკურორს წარუდგენს ბრძანების პროექტს შემოწმების ან სამსახურებრივი მოძიების ჩატარების შესახებ; თ) გენერალური პროკურორის მითითებით ამზადებს დასკვნას იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე ყოფნას ან სამსახურებრივ დაწინაურებას; ი) გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით, აგრეთვე გენერალური ინსპექციის მუშაკთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრუ­ლებლად; ლ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბა­მისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ნებისმიერი სტრუქ­ტურული დანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალურ პროკურორთან.     მუხლი 7🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე 1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგი­ლე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში; ბ) ეცნობა გენერალური ინსპექციის მუშაკთა მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და საჭიროების შემთხვევაში თავის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექ­ციის უფროსს; გ) ახორციელებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.  3. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.     მუხლი 8🔗. გენერალური ინსპექციის მუშაკები 1. გენერალურ ინსპექციაში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურო­რები; ბ) გენერალური ინსპექციის პროკურორები. 2. გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორი გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორ­ციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებაზე. 3. გენერალური ინსპექციის მუშაკებს თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. გენერალური ინსპექციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გენერალური პროკურატურის საშტა­ტო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება საქართველოს გენერალური პროკურატურის გე­ნერა­ლური ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქარ­თველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.