საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1046 ,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.10.2005
ძალის დაკარგვა 27.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №1046
სარეგისტრაციო კოდი 200240020.22.033.007817
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 27/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1046 ,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:1.15pt; text-align:center; text-indent:25.85pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.55pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.95pt 55.35pt 62.35pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.240.020.22.033.007.817
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1046
2005 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ინსტრუქცია საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ინსტრუქცია
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს.
2. „მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე6 მუხლის თანახმად საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვასა და გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები.
3. გადასახადის გადამხდელის ობიექტის ფუნქციონირება საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთერთი:
ა) გადასახადის გადამხდელს თავის მფლობელობაში არ გააჩნია არანაირი საკონტროლო-სალარო აპარატი;
ბ) გადასახადის გადამხდელს აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი, მაგრამ ის არ არის რეგისტრირებული იმ საგადასახადო ინსპექციაში, რომლის ადმინისტრაციულტერიტორიულ საზღვრებს მოიცავს ამ გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციაში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია სახელმწიფო რეესტრიდან ან არ ყოფილა შეტანილი სახელმწიფო რეესტრში;
დ) საკონტროლო-სალარო აპარატზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და არაფისკალური რეჟიმიდან ხდება მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება.
4. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული აპარატი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში, აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მოსახლეობასთან ფულადი არიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე აპარატის გამოყენება, რაც თავის მხრივ მოიცავს იმ მომენტს, რომ ყოველ გაყიდვაზე და ფულის მიღებაზე აპარატში ამორტყმული იყოს ერთი სალაროს ქვითარი (ჩეკი). აპარატი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც გამოუყენებელი, თუ აპარატი საჭიროებს შეკეთებას და მისი მფლობელი აპარატის რემონტის პერიოდში მოსახლეობისაგან მიღებული ფულის ასახვას დადგენილი წესით ახორციელებს კონკრეტულ საკონტროლო-სალარო აპარატზე გახსნილ მოლარის წიგნში (რომელიც უნდა იყოს ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერით დამოწმებული, ზონარგაყრილი, გვერდებდანომრილი, ლუქიანი და საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული).
5. მყიდველზე ჩეკის გაუცემლობად მიჩნეულ უნდა იქნეს ყველა ის შემთხვევა, როდესაც მყიდველზე საქონლის (მომსახურების) გადაცემის სანაცვლოდ ფულის მიღებისთანავე (ან ხურდის დაბრუნებისთანავე) არ ხდება მყიდველზე შესაბამისი ქვითრის (ჩეკის) გაცემა.
6. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების დროს, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.
მუხლი 2🔗. საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფების განსახორციელებელი ღონისძიებები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად უზრუნველყოფისათვის
1. საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად ჩატარებისათვის თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციაში გატარებას და სარეგისტრაციო ბარათების წარმოებას;
ბ) საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს მეორე თვის 10 რიცხვისა, ადმინისტრირების სამმართველოს გადასცემს ახლად დარეგისტრირებული და მოქმედი იმ გადასახადის გადამხდელების ნუსხას, რომლებსაც არა აქვთ დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ადგილი არ ექცევა მოცემული ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის შიგნით, ასეთი გადამხდელების სია გადაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში;
გ) ინსპექციაში პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს აცნობს მას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს და გადასცემს წერილობით ინფორმაციას საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მოდელების და სალარო აპარატების გამყიდველი ფირმების შესახებ;
დ) გადასახადის გადამხდელებისაგან ღებულობს “საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №147 ბრძანებით დამტკიცებულ ანგარიშგების ფორმას, ახდენს მათ სისტემატიზაციას/ანალიზს. ყოველი თვის ბოლოს, გადამხდელთა ადმინისტრირების სამმართველოს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადასცემს ინფორმაციას იმ გადამხდელების შესახებ, რომლებსაც საანგარიშო თვის მიხედვით არ წარმოუდგენიათ ინსპექციაში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის ფორმა;
ე) საკონტროლო-სალარო აპარატის წესების დარღვევაზე გამოტანილი გადაწყვეტილების (დადგენილების) საფუძველზე ახდენს შესაბამისი სანქციის დარიცხვას გადამხდელის პირად ბარათზე და ამზადებს შესაბამის „საგადასახადო მოთხოვნას“;
ვ) დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით უგზავნის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს.
3. საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საკონტროლო-სალარო აპარატში ფისკალური მეხსიერების ჩართვას და ექსპულატაციაში გაშვების აქტის გაფორმებას, აპარატში საგადასახადო ინსპექტორის პაროლის შეტანას;
ბ) ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფს საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვას, აპარატის დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას და შეკეთებული (გარემონტებული) აპარატის ხელახალ დალუქვას. ხელახალი დალუქვის შემთხვევაში უზრუნველყოფს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;
გ) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულტერიტორიულ ფარგლებში სისტემატიურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს. უზრუნველყოფს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოდან გადმოგზავნილი ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი პირების მიმართ ახორციელებს კონტროლის პროცედურებს;
დ) ამზადებს ინსპექციის უფროსის ბრძანების პროექტს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ;
ე) ახორციელებს ღონისძიებებს საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმისა და გამოყენების წესების დარღვევის, აგრეთვე მყიდველზე ჩეკის გაუცემლობასა ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტების გამოვლენის მიზნით;
ვ) ახორციელებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს;
თ) დარიცხული სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში გადამხდელთა მიმართ ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
4. საგადასახადო შემოწმებების (აუდიტის) სამმართველო:
ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში.
ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს ინსპექციის უფროსს/მოადგილეს შემდგომი რეაგირებისათვის.
5. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო:
ა) ადმინისტრირების სამმართველოდან მიღებული ოქმების საფუძველზე ამზადებს დადგენილების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ და წარუდგენს ინსპექციის უფროსს/მოადგილეს;
ბ) საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილ საკონტროლო-სალარო აპარატის წესების დარღვევის ფაქტს ასახავს ინსპექციის გადაწყვეტილების პროექტში, რომელსაც წარუდგენს ინსპექციის უფროსს/მოადგილეს.
მუხლი 3🔗. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სათაურს;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანამდებობას, სახელს და გვარს;
გ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სამოქმედო ტერიტორიას (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით) და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები.
2. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე და მითითებულ გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების წესების დაცვაზე სისტემატიური კონტროლი.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაცნობის შემდეგ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დაუყოვნებლივ ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის განსახორციელებელი ღონისძიებები და უფლება-მოსილებანი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენის მიზნით
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს ახორციელებს ის საგადასახადო ინსპექცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გადასახადის გადამხდელი.
2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები ხორციელდება გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადამხდელთა ადმინისტრირების სამმართველოს თანამშრომლები საგადასახადო ინსპექციის უფროსის (მოადგილის) მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში.
4. საგადასახადო ინსპექციის ის თანამშრომელი, რომელიც ინსპექციის უფროსის (მოადგილის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით მიმაგრებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ბრძანებაში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა იმ ობიექტებზე, საიდანაც ხდება საქონლის (მომსახურების) მიწოდება და მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორება, უფლებამოსილია შევიდეს შესაბამის ობიექტზე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების შემოწმების მიზნით.
5. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობის ან მათი გამოუყენლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი ობიექტის ხელმძღვანელისთვის (ხელმძღვანელის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ობიექტის ტერიტორიაზე მომუშავე ნებისმიერ პირებისათვის) სამსახურებრივი მოწმობისა და მისი უფლებამოსილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის წარდგენის შემდეგ უფლებამოსილია:
ა) ობიექტზე შეამოწმოს:
ა.ა) საკონტროლო-სალარო აპარატის არსებობა;
ა.ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის ტექნიკური გამართულობა;
ა.გ) საკონტროლო-სალარო აპარატზე ინსპექციის მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი;
ა.დ) ემთხვევა თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის საქარხნო ნომერი ინსპექციის მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ბარათში ნაჩვენებ ნომერს;
ა.ე) არის თუ არა აპარატზე საგადასახადო ინსპექციის ლუქი;
ბ) აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში მოითხოვოს ობიექტის ხელმძღვანელისგან (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოლარეოპერატორის ფუნქციის შემსრულებელი პირისგან) აპარატის დაზიანების თარიღის და დაზიანების აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების (მიმართვა ტექნიკური მომსახურების საწარმოზე და საგადასახადო ინსპექციაზე) შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ შეამოწმოს აწარმოებს თუ არა აპარატის გაუმართაობის პერიოდში გადასახადის გადამხდელი ცალკეული საქონლის (მომსახურების) გაყიდვიდან მიღებული ფულადი ამონაგები თანხის ასახვას მოლარის წიგნში;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსირებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ;
დ) მოსთხოვოს გადამხდელს სალაროს წიგნისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლების წარმოდგენა;
ე) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
6. საგადასახადო შემოწმების პროცესში საგადასახადო ინსპექციის შესაბამის უფლებამოსილ პირებს ამ მუხლის მე5 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვთ:
ა) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდონ კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსირებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინონ ამ თანხების გადამხდელის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე;
ბ) სალაროს წიგნის, მოლარის წიგნისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლები შეუდარონ სალაროში არსებულ ნაღდ ფულს;
გ) მისცენ წინადადება გადამხდელს წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ;
დ) მოახდინონ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის ან მათი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით;
7. საგადასახადო ინსპექციის ის თანამშრომელი, რომელიც ინსპექციის უფროსის (მოადგილის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა ობიექტებზე შესვლისას, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომყიდველის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მყიდველზე გაცემის პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მყიდველზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა და იმავე ობიექტში სისტემატიურად.
8. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე.
9. მყიდველზე ჩეკის გაუცემლობის ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტის გამოვლენის მიზნით საგადასახადო ორგანო ორგანიზებას უკეთებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვას. ამ მიზნით განიხილავს ფულადი სახსრების გამოყოფის საკითხს და ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) იცავს ღონისძიების კონფიდენციალობას;
ბ) უზრუნველყოფს გამოყოფილი ფულადი სახსრების დაცვას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ღონსძიებას უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
10. საკონტროლო შესყიდვის დროს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია გამოვიდეს როგორც მყიდველი (მომსახურების მიმღები). საკონტროლო შესყიდვისთვის გამოიყენება ეროვნული ვალუტა.
11. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის ნებისმიერი პროცედურის განხორციელების დროს სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადგენს ოქმს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გატარების მიზნით.
მუხლი 5🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის შესახებ
1. საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირები მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენისას ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს (დანართი №1).
2. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) მისი დასახელება;
ბ) კონკრეტული მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი;
გ) მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო;
დ) ოქმის შემდგენი პირისა და იმ პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩაატარა საკონტროლო მოქმედება;
ე) მოქმედების მონაწილეთა/მოწმეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართი;
ვ) მოქმედების შინაარსი და მისი ჩატარების თანამიმდევრობა;
ზ) მოქმედების განხორციელებისას გამოვლენილ საქმესთან დაკავშირებული არსებითი ფაქტები და გარემოებები.
3. ოქმი გასაცნობად წარედგინება მოქმედებაში მონაწილე ყველა პირს, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში.
4. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი, პროცედურის განმახორციელებელი პირები და საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი (უფლებამოსილი პირი), აგრეთვე თუ არიან მოწმეები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნაგანმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
6. ოქმის ერთი პირი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს (სამართალდამრღვევს), ხოლო მეორე პირი ოქმის შემდგენის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს შემდგომი რეაგირების მიზნით.
მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის შესახებ
1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე) წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა (გადაწყვეტილება სანქციის შეფარდების თაობაზე გამოტანილ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ინსპექციის მიერ, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადასახადის გადამხდელი);
ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;
გ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები.
2. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვა იწყება საგადასახადო ინსპექციის უფროსის (მოადგილის) წარდგენით, რომელიც აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებს და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. სხდომაზე მოუსმენენ საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გადაწყვეტენ შუამდგომლობებს.
3. საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე) საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს:
ა) ჩადენილი იყო თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევა;
ბ) ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში და ექვემდებარება თუ არა იგი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
4. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ საგადასახადო ინსპექციის უფროსს (მოადგილეს) საქმეზე გამოაქვს დადგენილება (დანართი №2), რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის დასახელებას;
ბ) საქმის განხილვის თარიღს;
გ) ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე;
დ) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას;
ე) მითითებას შესაბამისი ნორმატიული აქტის იმ დებულებაზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
ვ) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე).
6. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადებისა და საგადასახადო სანქციის დარიცხვის თაობაზე საგადასახადო ინსპექცია ღებულობს ერთ გადაწყვეტილებას.
7. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.
8. გამოტანილი გადაწყვეტილების ან დადგენილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება ან გადაწყვეტილება საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ წარედგინება „საგადასახადო მოთხოვნა“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე80 მუხლით დადგენილი წესით.
9. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და „საგადასახადო მოთხოვნა” ბარდება გადასახადის გადამხდელს.
მუხლი 7🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება
საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ან სხვა გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია აღნიშნული დადგენილება ან სხვა გადაწყვეტილება, მისმა კანონიერმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.