⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.03.2007)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1982 ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2005
ძალის დაკარგვა 21.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1982
სარეგისტრაციო კოდი 100020010.22.027.007824
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 28/10/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,185 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2005 მიღება
21.03.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1982 ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.824 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1982 2005 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი  საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №1536 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2005 წ., №101, მუხ. 1131). 3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2001 წ., №21, მუხ. 187). 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კ. კემულარია სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს დებულება აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივის, ღირსების პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებით: 4. დეპარტამენტის დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 3🔗 დეპარტმენტს აქვს ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 4🔗 1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანას განეკუთვნება: ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებების, კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა; გ) სასჯელაღსრულების სისტემის სისტემატიური მონიტორინგი, სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრის მიზნით. რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება; დ) პენიტენციური სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების კონტროლი; ე) სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება. 2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი: ა) სისტემის წინაშე დასახული აქტუალური პრიორიტეტების შესაბამისად შეიმუშავებს სისტემის განვითარების პერსპექტიულ და მიმდინარე გეგმებს, აკონტროლებს მათ შესრულებას; ბ) ამოწმებს სასჯელის აღსრულების სფეროში დამტკიცებული გეგმების, მინისტრის დავალებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას; გ) სწავლობს სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირებაში არსებულ ნაკლოვანებებს, აგრეთვე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამართალდარღვევების მიზეზებსა და პირობებს, შეიმუშავებს პრევენციული ხასიათის სათანადო რეკომენდაციებს; დ) დასახული ღონისძიებების სრულყოფისათვის რეკომენდაციებისა და წინადადების შემუშავების მიზნით, რეგულარულად შეისწავლის სასჯელაღსულების სისტემის მუშაკთა მართლშეგნების დონეს; ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის გამტკიცებისათვის და რეგულარულად სწავლობს აღნიშნულთან დაკავშირებით მათ აზრს; ვ) განაზოგადებს სასჯელაღასრულების სისტემის შესახებ მასმედიაში არსებულ ინფორმაციას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნულის საფუძველზე და სამინისტროს პრესცენტრის მეშვეობით რეაგირებს გამოქვეყნებულ მასალებზე; ზ) აანალიზებს სასჯელაღსრულების სისტემის თაობაზე იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსულების დეპარტამენტში, სხვა ორგანოებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსულ საჩივრებს, განცხადებებს, პროკურატურის წარდგინებებს, სასამართლო ინფორმაციებს და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას; თ) განსაზღვრავს სასჯელაღსრულების სისტემის შესაბამისი შემოწმების გეგმებს, ვადებსა და შემმოწმებელთა შემადგენლობას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, გამოვლენილ ნაკლოვანობებზე ახდენს შესაბამის რეაგირებას, საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული რეფორმირების შესახებ; კ) დეპარტამენტის უფროსი 6 თვეში ერთხელ მაინც ანგარიშს აბარებს კურატორ მინისტრის მოადგილეს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიულსამძებრო საქმიანობისას კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის, პატიმართა უფლებების დაცვის, მათი საარსებო პირობების, სისტემაში არსებული რეჟიმის შესრულების, მასზე არსებული კონტროლის განხორციელების მდგომარეობის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „პატიმრობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესრულების და განხორციელების არსებული მდგომარეობის შესახებ.     მუხლი 5🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.        მუხლი 6🔗  დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 3. დეპარტამენტის შემადგენლობაში სრუქტურული ერთეულის სახით შედის ორი სამმართველო: ა) რეფორმისა და მონიტორინგის სამმართველო; ბ) სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველო.       მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) გამოსცემს დირექტიული ხასიათის წერილებს, რომლებიც სავალდებულოა დეპარტამენტის თანამშრომელთათვის შესასრულებლად; ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას; ზ) წარმოადგენს მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისებისათვის და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) იუსტიციის მინისტრის წინაშე სვამს საკითხს მოსამსახურეთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, აღდგენის, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგელობის დაკისრების შესახებ; ი) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს მოსამსახურეთა სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ წინადადებებს; კ) იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დროებით, ერთობლივ კომისიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კვოტით განსაზღვრულ წევრთა კანდიდატურებს; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული სამმართველოს უფროსების ანგარიშს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის დეპარტამენტის უფროსი პასუხს აგებს მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: 1. ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში: ა) დეპარტამენტის უფროსის მითითებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) დეპარტამენტის უფროსის მითითებით აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ეცნობა სამმართველოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში თავის წინადადებებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; დ) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას; დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს გასაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 10🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დეპარტამენტის უფროსს, კურატორ მინისტრის მოადგილესა და მინისტრს. 3. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი: ა) ახორციელებს თავის საქმიანობას სამმართველოს ფუნქცების ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებსა და მითითებებს; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 4. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე განახორცილებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს. 5. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებებით. 6. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე და აწარმოებს საკანცელარიო სამუშაოს. 7. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 11🔗 1. რეფორმისა და მონიტორინგის სამმართველო: ა) ახორციელებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა წერილობითი და ზეპირი განცხადებების, წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას; ბ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონების, საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის შემოწმებას, ანალიზს; გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის კვების უზრუნველყოფის მონიტორინგს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის მონიტორინგს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამასახურეთა პირადი საქმეების მონიტორინგს; ვ) დადაგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომელთა პერსონალური და ანბანური ბარათების აღრიცხვის წარმოების მონიტორინგს; ზ) ახორციელებს სასჯელაღსრულების მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის, მათი ეფექტური გამოყენების საფინანსო სამეურნეო საქმიანობის კომპლექსურ და თემატურ მონიტორინგს; თ) მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან სასჯელაღსრულების სისტემისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილებისა და ხარჯვის მონიტორინგს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს სასჯელაღსრულების სისტემის შენობანა-გებობების, დაწესებულებების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, დაცვის მდგომარეობის, სასჯელაღსრულების მოხელეთა მიერ მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ჯეროვანი გამოყენების მონიტორინგს; კ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეთა მუშაობის ეფექტურობის, მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს; ლ) თანამშრომლობს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოსთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებულ ადგილობრივ კომისიებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებთან; მ) თანამშრომლობს მონიტორინგის განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებთან; ნ) ახორციელებს ზეპირი და წერილობითი შეტყობინებების შემოწმებას; ო) ახორციელებს სასჯელაღსრულების საიდუმლოოპერატიული დოკუმენტაციის, უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, მისი საქმიანობისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმებას; პ) უფლებამოსილების განხორციელების დროს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია მასალები გადააგზავნოს ქვემდებარეობით შემდგომი რეაგირებისათვის; ჟ) ხელმძღვანელობის დავალებით იუსტიციის სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად მონაწილეობს სასჯელაღსრულების სისტემის ერთობლივ შემოწმებაში; რ) უფლებამოსილების განხორცილების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად სამმართველოს თანამშრომელს უფლება აქვს შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას; ს) მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიტანოს ელექტრონული და ვიზუალური დაკვირვების საშუალებები; ტ) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროექტებსა და პაკეტებს; უ) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის განხორციელების სტადიებს და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმებს; ფ) კოორდინაციას უწევს სამინისტროსთან არსებულ და სასჯელაღსრულების რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას; ქ) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის რეკომენდაციებს ნოვაციათა მოქნილი იმპლემენტაციის განსახორციელებლად; ღ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; ყ) ამზადებს სასჯელაღსრულების სისტემისათვის მეთოდურნორმატიულ მასალებს; შ) განაზოგადებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ ინფორმაციებს; ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ც) სამმართველოს მიერ მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეთა მუშაობის ეფექტურობას, მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას, ამზადებს რეკომენდაციებს უფლებამოსილების განხორციელების გაუმჯობესების მიზნით; ძ) სამმართველოს მიერ მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის მეშვეობით იკვლევს სასჯელაღსრულების სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობ მიზეზებს; წ) უფლებამოსილია დეპრტამენტის უფროსთან შეთანხმებით მოსთხოვოს სამმართველოს სასჯელაღსრულების სიტემაში საკითხის ხაზობრივი და კომპლექსური შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით; ჭ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მინისტრის მიერ და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველო: ა) ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების მონიტორინგს; ბ) ამზადებს წინადადებებს იუსტიციის მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარსადგენად იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დროებითი ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებისა და შემადგენლობის შერჩევის შესახებ; გ) ზედამხედველობს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დროებითი, ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დასკვნების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს; დ) სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ზედამხედველობს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებებს; ე) შიმშილობის დროს ზედამხედველობს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასა და მოშიმშილეთა პირადი საქმის წარმოებას; ვ) ზედამხედველობს სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ზ) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სანიტარიულჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს; თ) ახორციელებს უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების მონიტორინგს; ი) ახორციელებს პატიმართა და მსჯავრდებულთა კვების რაციონის მონიტორინგს; კ) ახორციელებს მსჯავრდებულთა საკარანტინო, სამედიცინო შემოწმების და კომპლექსური სანიტარიული დამუშავების მონიტორინგს; ლ) ახორციელებს პატიმართა და მსჯავრდებულთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის, ფლუროგრაფიის, სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების, მკურნალობის, აგრავაციის, დაავადებულ პირთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზებისა და გამოჯანმრთელებულთა სამედიცინო დაწესებულებიდან დროულად გაწერის მონიტორინგს; მ) ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების კვარტალური და წლიური ანგარიშების, სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების მონიტორინგს; ნ) პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების საქმიანობაში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ო) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახორციელებს პატიმართა და მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევებითა და აცრებით უზრუნველყოფის მონიტორინგს; პ) ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამკურნალო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნისა და მკურნალობის მონიტორინგს; ჟ) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შევიდეს პენიტენციურ სისტემაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო ნაწილებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მათ საწყობებში; რ) მინისტრთან ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით უფლებამოსილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეიტანოს ელექტრონული და ვიზუალური დაკვირვების სხვა საშუალებები; ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 12🔗 ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.