„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23.02.1088
სარეგისტრაციო კოდი
300320000.37.101.000680
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 13/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.37.101.000.680

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №23.02.1088

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. “ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა

1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის დადასტურებიდან:     

ა) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 5 დღის ვადაში –100 ლარი;

გ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) 1 დღის ვადაში – 300 ლარი.“

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური

1. სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის ოდენობა:

ა) უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებულისთვის (ქონების შემძენისთვის) შეადგენს – 200 ლარს;

ბ) ყველა სხვა სახის ქონებისა და უფლების აუქციონში გამარჯვებულისთვის შეადგენს – 20 ლარს.

2. მომსახურების საფასურის ოდენობა არ არის დამოკიდებული ლოტში შემავალი ნივთების/უფლებების რაოდენობაზე. თუ ლოტი, სხვა ქონებასთან ერთად, მოიცავს უძრავ ქონებასაც, მაშინ აუქციონში გამარჯვებული იხდის მხოლოდ უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებისათვის დაწესებულ საფასურს.“;

გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ან თანხის სრულად გადახდის დადასტურების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ.უგულავა