საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2006
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-119
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.008907
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 21/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,919 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2006 მიღება
27.04.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 53.85pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.907 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-119 2006 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება. 3. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; დ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარ­მო­ე­ბის ორგანიზება და არქივის წარმოება; ვ) სამინისტროში იურიდიული მომსახურების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისას; თ) სამინისტროს წლიური სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გეგმით შემუშავებული მოვალეობებისა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლი; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე ზედამხედველობა; კ) სამინისტროსათვის საჭირო კომპიუტერულ-პროგრამული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონებთან ურთიერთობების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში სამელიორაციო სისტემის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე ზედამხედველობა; ნ) სამინისტროს სათათბირო ორგანოების მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით დეპარტამენტის უფროსი: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე; ბ) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელ­­თა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას; ე) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; ვ) მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას; ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებების და დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს; თ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის ან სხვა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ლ) წარადგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებს. 4. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი: ა) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას; გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდეციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას; დ) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს; ე) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 5. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო; ბ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და სამეურნეო სამმართველო; დ) საფინანსო სამმართველო; ე) სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო; ვ) იურიდიულ საკითხთა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო; ზ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველო; თ) საქმისწარმოების სამმართველო; ი) რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველო; კ) სამელიორაციო სისტემების ზედამხედველობის სამმართველო.     მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები 1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვისა და განვითარების კოორდინაციის, საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარების ხელშეწყობა; ბ) სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი დოკუმენტაციის მომზადება; დ) ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისებისა და საკლასო ჩინის მინიჭების საკითხთა მოგვარება; ე) თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცედურების ხელშეწყობა; ვ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების დოკუმენტაციური საკითხების მოგვარება; თ) სამინისტროს სამხედრო-სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის მართვის ორგანოების შექმნისა და განახლების შესახებ წინადადების მომზადება და წარდგენა. სამხედრო-სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის ყოველწლიური გეგმის მომზადება; ი) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების, შემოსული საიდუმლო დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; კ) სახელმწიფო საიდუმლო რეჟიმის დაცვის ორგანიზაციის საკითხში სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა. 2. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ მოწოდებული ყოველდღიური ინფორმაციის ანალიზი და მასმედიაში გაშუქება, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა; ბ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება; გ) პრესის დაიჯესტის მომზადება; დ) სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროში მიმდინარე და მოსალოდნელი რეფორმების, პროექტებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაციის პრესაში გაშუქების უზრუნველყოფა; ვ) მოქალაქეთათვის საჯარო ინფორმაციის დროულად და ობიექტურად მიწოდების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელებთან დაინტერესებულ პირთა შეხვედრების უზრუნველყოფა. 3. სახელმწიფო შესყიდვებისა და სამეურნეო სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოებისათვის შესყიდვების განხორციელება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და მის შესაბამისად შესყიდვის პროცედურათა განხორციელება; გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება) უზრუნველყოფა; დ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების მომზადება; ე) მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა; ზ) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება (არსებული ნორმების დაცვით ადგენს დაზიანებული ინვენტარის სიასა და ჩამოწერის აქტებს, ადარებს ერთმანეთს საბუღალტრო აღრიცხვასა და თანამშრომლებზე რიცხულ ქონებას). 4. საფინანსო სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა; ბ) საფინანსო დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში წარდგენა; დ) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი; ე) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების კონტროლი; ვ) პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; ზ) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, დავალიანებების დაზუსტება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; თ) ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა, მათთვის მეთოდური და საკონსულტაციო დახმარების გაწევა. 5. სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს სასამართლო ხელისუფლების ორგანოებსა და კერძო არბიტრაჟში მოსარჩელის, მოპასუხისა ან მესამე პირის სახით წარმოდგენა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილების, წარდგინებებისა და განჩინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; გ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება და აღნიშნული დავების განხილვაში მონაწილეობის მიღება. 6. იურიდიულ საკითხთა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და შესრულების მიზნით ნორმატიული აქტების და მათში შეტანილი ცვლილებების შესწავლა და აღრიცხვა; ბ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების ორგანიზება; ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის ორგანიზება; ზ) ნორმატიული აქტების შესახებ კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადების უზრუნველყოფა; თ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირება; ი) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება. 7. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელების გაფართოების უზრუნველყოფა; ბ) კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის სისტემატური განახლების უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა არსებული ბაზების ადმინისტრირება. 8. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი; ბ) ოფიციალური კორესპონდენციების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია; გ) რეზოლუციების შესაბამისად დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით; დ) გეგმური და სპეციალური დავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა სამივლინებო ბარათების გაფორმება; ე) ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე სამინისტროდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი; ვ) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა; ზ) ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი; თ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება; ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი; კ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი; ლ) საქმისწარმოებისა და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა. 9. რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს ინტერესების გათვალისწინებით რეგიონებთან ურთიერთობის ფორმირების, განვითარებისა და განხორციელების ხელშეწყობა; ბ) რეგიონებში არსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აღრიცხვის, მოპოვებული მასალების დამუშავებისა და საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველყოფა; გ) რეგიონებში პრიორიტეტული მიმართულების კულტურების წარმოების გაზრდის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების ხელშეწყობა; დ) რეგიონებში წარმოება-რეალიზაციისა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა; ე) სტიქიური უბედურების შემთხვევაში მიყენებული ზარალის შესახებ რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება; ვ) კერძო სექტორის განვითარებისათვის მიწათმოსარგებლეთა საინფორმაციო და საკონსულტაციო უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა. 10. სამელიორაციო სისტემების ზედამხედველობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამელიორაციო სისტემებისა და ობიექტების სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი; ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის ზედამხედველობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამელიორაციო დარგში გარკვეულ ღონისძიებათა ორგანიზება და განხორციელება. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.