საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2006
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-121
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.008909
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 21/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.25in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-24.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:6.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:6.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:6.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 43.35pt .5in 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.909
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-121
2006 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.
3. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები
დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, მელიორაციისა და აგროქიმიის სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო მიწის საინფორმაციო სისტემის (AGRAR-GIS) შექმნის ორგანიზება;
დ) მიწის კონსოლიდაციისა და რაციონალურად გამოყენების მიზნით წინადადებების მომზადება;
ე) ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნის ორგანიზება;
ვ) აგროქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების მეთოდიკასა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიის ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობის და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
თ) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ კანონპროექტების ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების, ბრძანებულებების, რეკომენდაციების შემუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
ლ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის ანგარიშების წარდგენა დეპარტამენტის უფლებამოსილებათა და ვალდებულებათა განხორციელების შესახებ, მათი დროულად და კვალიფიციურად შესრულება;
მ) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას და აკონტროლებს მასზე დროულ რეაგირებას. ეცნობა, ამზადებს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ მასალებს, ზედამხედველობს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
გ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ შესრულებას;
დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ე) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;
ვ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) წარადგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მემცენარეობისა და მეთესლეობის განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანაა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაცია;
ბ) მეთევზეობის განყოფილება, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) აგროქიმიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა აგროქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების მეთოდიკისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მეცხოველეობის განყოფილება, რომლის ძირითად ამოცანაა მეცხოველეობაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაცია;
ე) მელიორაციის განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწების მელიორაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) მიწათსარგებლობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო მიწის საინფორმაციო სისტემის (AGRAR-GIS) შექმნის ორგანიზება; მიწის კონსოლიდაციისა და რაციონალურად გამოყენების მიზნით წინადადებების მომზადება; ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნის ორგანიზება;
ზ) მარკეტინგული კვლევის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.