საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №435 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის ფორმისა და სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის შიდასაუწყებო წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.11.2005
ძალის დაკარგვა 10.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №435
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.007834
გამოქვეყნების წყარო სსმ, 131, 08/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №435 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის ფორმისა და სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის შიდასაუწყებო წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.834
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №435
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის ფორმისა და სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის შიდასაუწყებო წესის დამტკიცების შესახებ
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის თანდართული შიდასაუწყებო წესი.
2. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის თანდართული ფორმა.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა (გ. ფუტკარაძე) ამ ბრძანების გამოცემიდან სამ სამუშაო დღეში უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სათანადო ბეჭდის დამზადების ორგანიზება.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახურმა (რ. საჯაია) და კანცელარიამ (ც. მუმლაძე) ამ ბრძანების გამოცემიდან სამ სამუშაო დღეში უზრუნველყონ ამ ბრძანების დადგენილი წესით დამოწმებული ასლისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის ფორმის (ნიმუშის) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის შიდასაუწყებო წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ „ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით. ამ წესის მიზნებისათვის „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა” ქვეშ იგულისხმება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-11 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ბეჭდის დასმას „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურეებზე ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახური.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ბეჭდის დასასმელად აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი თანამდებობა;
ბ) საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ან დისციპლინური წარმოება;
დ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს განცხადება სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის მოთხოვნით, იმის მითითებით, რომ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისათვის იმ შემთხვევში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს მას სამსახურებრივ-საშტატო იარაღით;
ე) იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოსამსახურეს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისათვის, მან უნდა წარმოადგონოს კუთვნილი იარაღის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუ-თის დედანი და ასლი;
ვ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის შესატყვისი იარაღის მის საკუთრებაში შენახვის უფლებით გაფორმების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთის პირველი პირი და მისი ასლი – თუ სამსახეურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისათვის.
5. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-11 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების მიერ წარედგინება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახურს.
6. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შემდეგ სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი ორგანო (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახური) ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ჩაიკერება წარდგენილი საბუთების ასლები, აგრეთვე ადგენს წარდგინებას სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის ან ბეჭდის დასმაზე უარის თქმის შესახებ.
7. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახური ამ წესის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სახელზე. წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ წარდგინების დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. მინისტრის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმის საფუძველია.
8. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურებზე ხორციელდება სამსახურებრივ მოწმობაში (სადაც გაკეთებულია იარაღის ტარების უფლების ჩანაწერი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმით.
9. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახური აწარმოებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსე-ბის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) უფლების დადასტურების თარიღი და ნომერი;
ბ) საჯარო მოსამსახურის სახელი და გვარი;
გ) საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სტატუსი;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), ნომერი, კუთვნილება;
ე) უფლების დადასტურების სამოქმედო ვადა, რომელიც განისაზღვრება სამსახურებრივი მოწმობის მოქმედების ვადით;
ვ) შინაგან საქმეთა ორგანოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ზ) მითითება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსადმი შესაბამისი მოწმობის კუთვნილების შესახებ;
თ) მონაცემები ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
ი) სხვა შესაბამისი მონაცემები უფლების დადასტუ-რების პროცედურასა და გაცემასან დაკავშირებით;
კ) მონაცემები შესაბამისი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
ლ) რეესტრის ჩაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი უფლებამოსილი მოხელის ვინაობა, თანამდებობრივი სტატუსი და ხელწერა.
10. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდიანი სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის დადგენილი წესით შეცვლის შემთხვევაში;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში თანამდებობის შეცვლის შემთხვევაში, თუ ახალი თანამდებობა გათვალისწინებულია „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-11 მუხლით და თანამდებობრივი სტატუსი ექვემდებარება შესაბამის მოწმობაში ასახვას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლის შემთხვევაში;
დ) მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მას დაკარგული აქვს ვარგისიანობა;
ე) მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ წარდგენილ იქნა შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოწმობის დაკარგვის ფაქტის რეგისტრაციის თაობაზე;
ვ) მოწმობაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
11. ამ წესის მე-10 პუნქტის „ა”-”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის უკან ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ წესის მე-10 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობის შეცვლა (ამ წესის შესაბამისად ახალი მოწმობის გაცემა) დაიშვება მოწმობის დაკარგვაზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და სამსახურებრივი მოკვლევის დასკვნის საფუძველზე, მოწმობის დაკარგვის მიზეზებისა და დაკარგვის ფაქტის ნამდვილობის ამ დასკვნით დადასტურების მდგომარეობის გათვალისწინებით.
12. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდიანი სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ ჩამორთმევას, თუ:
ა) პირი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) საჯარო მოსამსახურეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) საჯარო მოსამსახურის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ) საჯარო მოსამსახურის მიმართ აღიძრა დისციპლინური წარმოება;
ე) პირს მოწმობა მიღებული აქვს მის მიერ წარმოდგენილი არასწორი მონაცემების (საბუთების) საფუძველზე, აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში;
ვ) საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-11 მუხლით.
13. ამ წესის მე-12 მუხლის საფუძველზე სამსახურებრივი მოწმობა, (რომელშიც შესაბამისი ბეჭდითაა დადასტურებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება) ჩამორთმევის შეუძლებლობის ან/და დაბრკოლების შემთხვევაში მოწმობის გამცემი ორგანო აღნიშნულის თაობაზე მოწმობის ჩამორთმევის შეუძლებლობის ან/და დაბრკოლების მიზეზების (ვითარების) მითითებით აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს, აგრეთვე იღებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
14. ამ წესის მე-12 პუნქტის საფუძველზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, როდესაც პირი რჩება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ-სების სამინისტროს სისტემის საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე, მასზე ახალი სამსახურებრივი მოწმობა გაიცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სათანადო ჩანაწერისა და ბეჭდის გარეშე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის ფორმა
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის წითელი ფერის ოვალი, რომელშიც ამოტვიფრულია ასონიშნები „იტუ” (სიტყვების „იარაღის ტარების უფლება” აბრევიატურა).