⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №25 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2005
ძალის დაკარგვა 22.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 110060080.39.036.007836
გამოქვეყნების წყარო სსმ, 130, 04/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,392 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2005 მიღება
22.02.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №25 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:DumbaMtavr;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:18.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.39.036.007.836 საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №25 2005 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი საქართველოს გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის (სამმართველოს) დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის  კრიმინალისტიკური სამსახური (სამმართველო) (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი სამმართველოს სტატუსით.  2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და უფლებამოსილი გენერალური პროკურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები: კრიმინალისტიკური სამსახურის ამოცანებია: წინასწარი გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა აღმოჩენა, ფიქსაცია და გამოკვლევა, კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ხერხებისა და მეთოდების სწორი, მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება და კონტროლი აღნიშნულ საქმიანობაზე; საგამოძიებო პრაქტიკაში, გამოძიების წარმოების მეთოდიკასა და ტაქტიკაში კრიმინალისტიკურ-ტექნიკურ საშუალებათა და მეცნიერული რეკომენდაციების დანერგვა და საგამოძიებო პრაქტიკაში მათი გამოყენების უზრუნველყოფა; ქვემდგომი პროკურატურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოყენების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, გამომძიებლებისა და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა; გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით წარმოება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა – მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სხვა მნიშვნელოვან გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა, კრიმინალისტიკური განზოგადება და მათი გახსნისათვის რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება.     მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას და წარმართავს მის საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას; ბ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს სამსახურის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფთან ერთად ახორციელებს სამსახურის მუშაკთა კანდიდატურების შერჩევას, უზრუნველყოფს მუშაკთა პროფესიული დონის ამაღლებას, ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; დ) გენერალურ პროკურორთან და უფლებამოსილ გენერალური პროკურორის მოადგილესთან შეაქვს წინადადებები სამსახურის მუშაკების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის შესახებ; ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ზ) განიხილავს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და ანაწილებს მათ; უშუალოდ განიხილავს და წარმოებაში იღებს ცალკეულ მასალებს, წერილებსა და სხვა დოკუმენტებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) შეიმუშავებს და ახორციელებს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის სრულყოფისადმი  მიმართულ ღონისძიებებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდურ ხელმძღვანელობას; კ) უზრუნველყოფს პროკურორ-კრიმინალისტების ოპერატიულ მორიგეობას და ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიღებისას მათზე რეაგირებას, ცალკეულ შემთხვევებში შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში; ლ) გენერალური პროკურორის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს წინასწარ გამოძიებას; მ) გამოითხოვს პროკურატურის ქვემდებარე გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეებს და შესწავლის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს დანაშაულის გახსნის მიზნით; ნ) ამოწმებს პროკურორთა, გამომძიებელთა და პროკურორ-კრიმინალისტთა ცოდნას გამოძიების პროცესში კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და მეთოდიკის კვალიფიციური გამოყენებისათვის; ო) შეისწავლის და აანალიზებს პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების, პროკურორ-კრიმინალისტების მიერ კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოძიებაში გამოყენების პრაქტიკას, განაზოგადებს მუშაობის უახლეს ფორმებსა და მეთოდებს, ამ კუთხით მუშაობის გამოცდილებას აცნობს ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონულ (საქალაქო) პროკურატურებს; პ) ამყარებს საქმიან კონტაქტებს საექსპერტო დაწესებულებებთან, შს ორგანოების სამეცნიერო-ტექნიკურ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფოების საექსპერტო და სამეცნიერო-ტქნიკურ დაწესებულებებთან უახლესი მიღწევების დანერგვისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით; ჟ) ატარებს ოპერატიულ თათბირს, რომელზეც ისმენს სამსახურის მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს; რ) ასრულებს გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის პერიოდში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. 5. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ მუშაკთა შორის; ბ) სამსახურის უფროსის წინაშე აყენებს საკითხს მუშაკთა სამსახურებრივი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას; დ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ახორციელებს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის სრულყოფისადმი  მიმართულ ღონისძიებებს; ახორციელებს ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდურ ხელმძღვანელობას; ე) უზრუნველყოფს პროკურორ-კრიმინალისტების ოპერატიულ მორიგეობას და ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიღებისას მათზე რეაგირებას; ცალკეულ შემთხვევებში შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში; ვ) გენერალური პროკურორის, უფლებამოსილი გენერალური პროკურორის მოადგილის და სამსახურის უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს წინასწარ გამოძიებას; ზ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. სამსახურის მუშაკები 1. სამსახურში გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამსახურის პროკურორ-კრიმინალისტები; ბ) სამსახურის სპეციალისტები. 2. სამსახურის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. პროკურორ-კრიმინალისტი: ა) სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის უფლებამოსილებებით; ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა შესახებ შემთხვევების თაობაზე ინფორმაციის დროულად მიღებასა და მასზე რეაგირებისათვის მონაწილეობს სადღეღამისო მორიგეობაში, ცალკეულ შემთხვევებში შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში; გ) გენერალური პროკურორის და სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებით სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას; დ) სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გამოითხოვს პროკურატურის ქვემდებარე გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეებს და მათი შესწავლის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ღონისძიებებს დანაშაულის გახსნისათვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვემდგომ პროკურატურებში მომუშავე პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების და პროკურორ-კრიმინალისტების საქმიანობაზე საერთო მეთოდურ ხელმძღვანელობას; ვ) შეისწავლის და აანალიზებს პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების, პროკურორ-კრიმინალისტების მიერ კრიმინალისტიკურ-ტექნიკური საშუალებების, ტაქტიკური ხერხებისა და მეთოდების გამოძიებაში გამოყენების პრაქტიკას, განაზოგადებს მუშაობის უახლეს ფორმებსა და მეთოდებს, ამ კუთხით მუშაობის გამოცდილებას აცნობს ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონულ (საქალაქო) პროკურატურებს; ზ) სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ამყარებს საქმიან კონტაქტებს საექსპერტო დაწესებულებებთან, შს ორგანოების სამეცნიეროტექნიკურ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფოების საექსპერტო და სამეცნიეროტექნიკურ დაწესებულებებთან უახლესი მიღწევების ათვისების, დანერგვისა და გამოყენების მიზნით; თ) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 4. სამსახურის სპეციალისტები უზრუნველყოფენ სამსახურის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ სამსახურში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს დადგენილი წესის შესაბამისად. 5. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გენერალური პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.     მუხლი 5🔗.  დასკვნითი დებულება საქართველოს გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.