⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №27 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2005
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.007838
გამოქვეყნების წყარო სსმ, 130, 04/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,235 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2005 მიღება
27.11.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №27 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.838 საქართველოს გენერალური პროკურორის  ბრძანება №27 2005 წლის 4 ნოემბერი  ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (შემდგომში – საგამოძიებო ნაწილი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი დეპარტამენტის სტატუსით. 2. თავის საქმიანობაში საგამოძიებო ნაწილი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საგამოძიებო ნაწილის მუშაობა წარიმართება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. საგამოძიებო ნაწილის ამოცანები საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და წინასწარი გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.     მუხლი 3🔗. საგამოძიებო ნაწილის უფროსი 1. საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის გენერალური პროკურორის მოადგილე და მას თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე. 3. საგამოძიებო ნაწილის უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საგამოძიებო ნაწილის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; გ) აუქმებს საგამოძიებო ნაწილის მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, გენერალური პროკურორის დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას; ე) ანაწილებს მოვალეობებს საგამოძიებო ნაწილის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ვ) ახორციელებს კონტროლს საგამოძიებო ნაწილის მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; ზ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ხელს აწერს საგამოძიებო ნაწილში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა საგამოძიებო ნაწილის ამოცანების შესასრულებლად; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) პასუხისმგებელია საგამოძიებო ნაწილზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები 1. საგამოძიებო ნაწილის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საგამოძიებო ნაწილის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. 3. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები: ა) მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფენ საგამოძიებო ნაწილის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევენ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ბ) გამოითხოვენ საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, იძლევიან წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებოოპერატიული გეგმის თაობაზე, მონაწილეობენ წინასწარი გამოძიების წარმოებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, გენერალური პროკურორის დავალებით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; გ) სისხლის სამართლის საქმეებზე თავის დასკვნას წარუდგენენ საგამოძიებო ნაწილის უფროსს და გენერალურ პროკურორს; დ) აუქმებენ საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე; ე) საგამოძიებო ნაწილის უფროსთან შეთანხმებით გენერალური პროკურორის წინაშე აყენებენ საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) საგამოძიებო ნაწილის უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საგამოძიებო ნაწილის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას საგამოძიებო ნაწილის უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 5🔗. საგამოძიებო ნაწილის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი 1. საგამოძიებო ნაწილში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) უფროსი პროკურორები; ბ) პროკურორები; გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები; დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ე) საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტები. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) პროცესუალურ ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებრებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას ღებულობენ სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები. 3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 4. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან გენერალური პროკურატურის სხვა ოპერატიული მუშაკები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების მუშაკები. 5. საგამოძიებო ნაწილის მუშაკები გენერალური პროკურორის ან საგამოძიებო ნაწილის უფროსის (მასთან შეთანხმებით მისი მოადგილეების) მითითებების შესაბამისად აწარმოებენ ადგილებზე გასვლას საქმეთა გამოძიების ან ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. 6. საგამოძიებო ნაწილის მუშაკები გამოძიების მასალების საფუძველზე შეიმუშავებენ და ღებულობენ ზომებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების აღმოსაფხვრელად, ამ მიზნით თავის წინადადებებს წარუდგენენ გენერალური პროკურორს, საგამოძიებო ნაწილის უფროსს ან მის მოადგილეებს.  7. საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტები უზრუნველყოფენ დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ დეპარტამენტში შემუსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას. 8. საგამოძიებო ნაწილის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გენერალური პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.