ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №19.04.793
სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110725041, 26/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,621 სიტყვა · ~18 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.PlainTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt .75in 45.0pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №19.04.793 2011 წლის   22 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ს შექმნის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ს წესდებების (დებულებების) დამტკიცების შესახებ „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „ ზ​1 “ და „ კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: 1. რეორგანიზებულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო, ამ სააგენტოს გამოეყოს და შეიქმნას ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. 2 . ძალადაკარგულად გამოცხადეს „ ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის № 31.19.1451 დადგენილების მე-2 პუნქტი და დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდება ( დებუ­­ლება) (დანართი 1). 3. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ს წესდება ( დებულება) (დანართი 2). 4 . ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, მისი წესდებით (დებულებით) ამ ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლეს. 5. ეს დადგენილება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. ამ დადგენილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან. ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე -მერი)        დ . ნინიძე დანართი 1 ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა: ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება ,,სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით. 4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით. 5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში. 6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.     მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. 2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:  ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით; ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში; გ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის – ხანძრების) აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება; დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება; ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა; ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა; თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, დადგენილი სპეციალური ფორმით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში; ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენი, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით; კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა; ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა; მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალურ ორგანოსთან კოორდინაციით; ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა. ო) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება; პ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის; ჟ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა; რ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა; უ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას; ფ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება; ქ) დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების ხარისხის კონტროლი; ღ) სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიუიური უბედურებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით; ყ) მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით; შ) წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამყვინთაო) სამუშაოების ჩატარება; ჩ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მათი ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე; ც) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძ) ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა. 3. სააგენტო ს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვს: ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს, მშენებლობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება; ე) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად; ვ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ანდა ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; ზ) კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის; თ) ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს; ი) დედაქალაქის ბიუჯეტის შედგენისას, შეიმუშაოს სააგენტო სა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთა ნუსხა და წარადგინოს ქალაქის მთავრობაში; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა გაუწიოს უწყებებს, საწარმოებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში; ლ) კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები; მ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში ქალაქ თბილისის მასშტაბით; ნ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით; ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რეკომენდაციებით, საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად; პ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს; ჟ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება- ჩაბარების აქტები; რ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 4. სააგენტო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განახორციელოს ამ წესდებით განსაზღვრული, მის კომპეტენციას მიკუთვნ ებ ული საქმინაობა.     მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა. 2. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე წერილობითი დავალებით ახო რციელებს საგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. სააგენტოს უფროსი სააგენტოს უფროსი: ა) წარმოადგენს სააგენტოს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს ; ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს; კ) სააგენტოშ ი სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტო ს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას; მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას; ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს; ო) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტო ს ამოცანების შესასრულებლად; პ) ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტ ურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; რ) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ტ) წარმოადგენს სააგენტოსა და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 5🔗. სააგენტოს უფროსის მოადგილეები 1. სააგენტოს უფროსს ჰ ყავს მოადგილეები. 2. სააგენტოს უფროსის თითოეული მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ სფეროს; ბ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს; გ) სააგენტოს უფროსის მიერ (ბრაძანების საფუძველზე) მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.     მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურა: 1. სააგენტო შედგება დეპარტამენტებისა და განყოფილებებისგან. დეპარტამენტები, თავის მხრივ, შედგება განყოფილებებისგან. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: საორგანიზაციო განყოფილება. 3. ზედამხედველობის დეპარტამენტი: ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო- ანალიტიკური განყოფილება. 4. ოპერატიული მართვის დეპარტამენტი: ა) სამაშველო განყოფილება; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული განყოფილება. 5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 6. საფინანსო განყოფილება. 7. შესყიდვების განყოფილება. 8. 011 ცენტრალური სადისპეტ ჩერო (განყოფილება). 9. დიდგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ორი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილით (ასეული). 10. ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ხუთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული) ნაწილით. 11. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული). 12. ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული), ერთი სამაშველო (ასეული) და ერთი კავშირგაბმულობის ნაწილით. 13. გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული) ნაწილით. 14. ძველი თბილისის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი სამი ხანძარსაწინააღმდეგო (ასეული) და ერთი სამაშველო (ასეული) ნაწილით. 15. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა; ბ) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; გ) სააგენტოსათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა; დ) არქივის წარმოება. 16. ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის ზედამხედველობის განხორციელება, შემთხვევებისა და მათი შედეგების აღრიცხვა; ბ) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორგანიზება საგანგებო სიტუაციების წესებთან დაკავშირებით; გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებების სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება, ქალაქ თბილისის მაშტაბით. 17. ოპერატიული მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) შემოსული ინფორმაციის დამუშავება; ბ) ოპერატიული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა; გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო წარმოების ორგანიზება; დ) წყალსა (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები) და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების წარმოების ორგანიზება. 18. საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება. 19. შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: შესყიდვების განხორციელება. 20. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ქონების აღრიცხვა, მიზნობრივი ხარჯვა და ექსპლუატაცია. 21. 011 ცენტრალური სადისპეჩეროს (განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება. 22. რაიონული განყოფილებების (რაზმები) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკა; ბ) ხანძრების ჩაქრობა; გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება.     მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ვ) სააგენტოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზ) სააგენტოს უფროსის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს. 2. დეპარტამენტის განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ახდენს ვიზირებას განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებზე ; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს. 3. რაიონულ განყოფილებას ჰ ყავს უფროსი და უფროსის მოადგილეები. 4. რაიონული განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს რაიონული განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილეებსა და თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს რაიონული განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ახდენს რაიონულ განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტები ს ვიზირებას; ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს რაიონული განყოფილების საქმიანობის შესახებ; ვ) სააგენტოს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.     მუხლი 8🔗. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.     მუხლი 9🔗. სააგენტოს ფინანსები სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 10🔗. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში. 2. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ქალაქ თბილისის მერი.     მუხლი 11🔗. სახელმწიფო კონტროლი სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.     მუხლი 12🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 13🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით. დანართი 2 ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდება (დებულება)     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით. 3. ცენტრი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი, მისამართი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ფუნქციები 1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია: ა) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების შეთავაზება. 2. ცენტრის ფუნქციებია: ა) მიღებული სპეციალური ნებართვების ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი პრეჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების გაწევა; ბ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მეთოდებისა და პირობების სრულყოფა, საქართველოში გამოყენებული ნებადართული სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო წამლების საშუალებების ფარგლებში; გ) სახელშეკრულებო პრინციპით სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან მიიღოს ან გადააგზავნოს პაციენტი გამოკვლევის ან მკურნალობის მიზნით. აგრეთვე, დროებით მოიწვიოს სპეციალისტი ან მიავლინოს საკუთარი სპეციალისტი გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად; დ) სათანადო ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების, დაწესებულების და ორგანიზაციების დაკვეთით სახელშეკრულებო პრინციპით შეისწავლოს განსაზღვრული კონტინგენტის ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს სათანადო დასკვნები; ე) სათანადო ნებართვითა და დადგენილი წესით ჩაატაროს ახალი სამკურნალო საშუალებების და მეთოდების, ასევე სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და ტექნიკის კლინიკური აპრობაცია, გასცეს სათანადო დასკვნები; ვ ) სასწრაფო სამედიცინო საკითხების თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა; ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.     მუხლი 4🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრი ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა. 2. ცენტრის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე /მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის უფროსი. 3. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ცენტრის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს უფროსის მოადგილე .     მუხლი 5🔗. ცენტრის უფროსი 1. ცენტრი ს უფროსი: ა) წარმოადგენს ცენტრ ს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრი ს საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს ცენტრი ს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) ამტკიცებს ცენტრი ს შინაგანაწესს ; ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს; კ) ცენტრ ში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ლ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და ცენტრი ს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტ რის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას; მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას; ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრი ს ბიუჯეტის პროექტს; ო) შუამდგომლობს ქ. თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტ რის ამოცანების შესასრულებლად; პ) ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრი ს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრი ს ამოცანების შესასრულებლად; ჟ) ცენტრი ს წინაშე არსებული საკითხების ეფექტ ურად გადაწყვეტის მიზნით უფლებამოსილია, თავის კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; რ) ქ. თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს ცენტრი ს საქმიანობის შესახებ; ს) ხელს აწერს ცენტრი ს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ტ)წარმოადგენს ცენტრ ს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;  ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ცენტრი ს უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის უფროსებს.     მუხლი 6🔗. ცენტრის უფროსის მოადგილეები 1. ცენტრი ს უფროსს ჰ ყავს 3 მოადგილე. 2. ცენტრი ს უფროსის თითოეული მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ სფეროს; ბ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს; გ) ცენტრი ს უფროსის მიერ (ბრძანების საფუძველზე) მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.     მუხლი 7🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებების მეშვეობით. 2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები: ა) ადმინისტრაციული განყოფილება; ბ) ლოგისტიკის განყოფილება; გ) შესყიდვების განყოფილება; დ) საფინანსო განყოფილება; ე) ხარისხის მართვის განყოფილება; ვ) ცენტრის თორმეტი რაიონული განყოფილება (ფილიალი); ზ) მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფის განყოფილება;  თ) 033 ცენტრალური სადისპეტ ჩერო განყოფილება.  3. ადმინისტრაციული განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა; ბ) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; გ) ცენტრისთვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა; დ) არქივის წარმოება. 4. ლოგისტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ცენტრის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და მისი არსებული მდგომარეობის კონტროლი;  ბ) ცენტის პერსონალთა სასწავლო პროცესების ლოგისტიკური უზრუნველყოფა;  გ) ცენტრისათვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგების შექმნა და განახლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  5. შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: შესყიდვების განხორციელება.  6. საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:  სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება. 7. ხარისხის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:  ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მეთოდებისა და პირობების სრულყოფა, საქართველოში გამოყენებული ნებადართული სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო წამლების საშუალებების ფარგლებში; ბ) მოსახლეობისათვის ხარისხიანი პირველადი პრეჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების გაწევაზე კონტროლი.  8. ცენტრის რაიონული განყოფილებების (ფილიალები) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: მოს ახლეობისათვის გადაუდებელი და აუცილებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. 9. მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფის განყოფილების ძ ირითადი ფუნქციები და ამოცანებია: სამედიცინო ბრიგადების მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფა, მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარის მიღება, გაცემა და აღრიცხვა. 10 . 033 ცენტრალური სადისპეტ ჩერო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება.     მუხლი 8🔗. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები 1. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ახდენს ვიზირებას განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ცენტრის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ; ვ) ცენტრი ს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.  3. ცენტრის რაიონულ განყოფილებას ჰ ყავს უფროსი და უფროსის მოადგილეები. 4. ცენტრის რაიონული განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის რაიონული განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილეებსა და თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს ცენტრის რაიონული განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ახდენს ცენტრის რაიონულ განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტები ს ვიზირებას; ე) ცენტრი ს უფროსს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის რაიონული განყოფილების საქმიანობის შესახებ; ვ) ცენტრი ს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.     მუხლი 9🔗. ცენტრის ქონება 1. ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.     მუხლი 10🔗. ცენტრის ფინანსები ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ცენტრის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 11🔗. ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის მაკონტროლებელი ორგანოა ქ. თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.     მუხლი 13🔗. ცენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 14🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ამ წესდების ( დებულების) გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.