საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №30 ,,აქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2005
ძალის დაკარგვა 12.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 110060030.39.036.007874
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 28/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №30 ,,აქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.75in; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; text-transform:uppercase;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:21.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:21.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.75in; font-size:12.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:21.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 64.3pt 53.95pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.030.39.036.007.874
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №30
2005 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი დეპარტამენტის სტატუსით.
2. თავის საქმიანობაში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, გენერალური პროკურატურის დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან, სხვადასხვა არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთდახმარების აღმოჩენის მიზნით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და უფლებამოსილი გენერალური პროკურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები
სამსახურის ამოცანებია:
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალური საჩუქრის მიღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და კანონმდებლობის შესაბამისად პროკურატურის ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სხვა დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. სამსახურის კომპეტენცია
1. დასახული ამოცანების შესრულების მიზნით სამსახური:
ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოავლენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს;
ბ) განიხილავს დანაშაულის შესახებ შეტყობინებებს, ამოწმებს დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების სისწორეს და კანონით დადგენილი წესით იწყებს წინასწარ გამოძიებას;
გ) აწარმოებს წინასწარ გამოძიებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ;
დ) მხარს უჭერს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას იმ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას, რომლებიც გამოძიებულია სამსახურში;
ე) იღებს კანონით განსაზღვრულ ზომებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;
ვ) განიხილავს მოქალაქეთა ზეპირ და წერილობით საჩივრებსა და განცხადებებს ცალკეული ფიზიკური პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში იწყებს წინასწარ გამოძიებას და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ;
ზ) განიხილავს აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებულ მასალებს, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსულ ინფორმაციას, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობებს, ოპერატიული გზით მოპოვებულ ინფორმაციას და ახორციელებს მათზე შესაბამის რეაგირებას;
თ) აძლევს კონკრეტულ მითითებებს შესაბამის ოპერატიულ სამსახურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით;
ი) გენერალურ პროკურორს მიმართავს შუამდგომლობით, რომ სხვა უწყების საგამოძიებო დანაყოფის წარმოებიდან ამოღებულ იქნეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნების შემცველი სისხლის სამართლის საქმე ან მასალა და მიღებულ იქნეს სამსახურის წარმოებაში;
კ) აანალიზებს ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობას და შემუშავებული რეკომენდაციებით წელიწადში ორჯერ სათანადო ინფორმაციას წარუდგენს გენერალურ პროკურორს და კურატორ გენერალური პროკურორის მოადგილეს;
ლ) შეიმუშავებს წინადადებებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით ამზადებს სათანადო კანონპროექტებს;
მ) ასრულებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის საქმიანობის ოპერატიულ უზრუნველყოფას ახორციელებენ შინაგან საქმეთა ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებათა ის დანაყოფები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ახორციელებს სამსახურის მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის მინიჭებულ ყველა საპროცესო უფლებამოსილებას;
დ) წყვეტს საქმის აცილების ან ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ საკითხებს;
ე) უფლებამოსილია გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა გამოძიებაში ჩართოს პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების გამოცდილი მუშაკები;
ვ) აკონტროლებს სამსახურის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები:
ა) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებენ კონტროლს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე;
ბ) შუამდგომლობენ სამსახურის უფროსის წინაშე მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საპროცესო საკითხების გადაწყვეტის მიზნით;
გ) სასამართლოში მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
დ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთერთი მოადგილე.
მუხლი 6🔗. სამსახურის მუშაკები
1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამსახურის უფროსი პროკურორები;
ბ) სამსახურის პროკურორები;
გ) სამსახურის მრჩევლები;
დ) სამსახურის სპეციალისტები.
2. სამსახურის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. სამსახურის უფროსი პროკურორები და პროკურორები არიან სამსახურის ამოცანების, გენერალური პროკურორის, მისი მოადგილისა და სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების უშუალო შემსრულებლები. ისინი ვალდებულნი არიან ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უზრუნველყონ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება და პასუხს აგებენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე.
4. სამსახურის სპეციალისტები უზრუნველყოფენ სამსახურის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ სამსახურში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს დადგენილი წესის შესაბამისად.
5. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გენერალური პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება
საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის (დეპარტამენტის) დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.