⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №31 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2005
ძალის დაკარგვა 27.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 110060080.39.036.007875
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 28/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,739 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2005 მიღება
27.11.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №31 ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:DumbaMtavr;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:18.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.39.036.007.875 საქართველოს გენერალური პროკურორის  ბრძანება №31 2005 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური  პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „კ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, გენერალური პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და უფლებამოსილი გენერალური პროკურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, ფინანსთა სამინისტროს ორგანოების (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან: ა) ფინანსთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო; ბ) ფინანსთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო. 2. სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მუშაკებს შორის; გ) შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფთან ერთად ახორციელებს დეპარტამენტის მუშაკთა კანდიდატურების შერჩევას, ორგანიზებას უწევს მათ პროფესიულ მომზადებას; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; თ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, ადგენს საბრალდებო დასკვნას; ი) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს ფინანსთა სამინისტროდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას; კ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციით საქმეების განხილვისას; ლ) შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; მ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ნ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოთა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ო) ასრულებს გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებს შორის; ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების თაობაზე; ვ) გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს; ზ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; თ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, ადგენს საბრალდებო დასკვნას; ი) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს ფინანსთა სამინისტროდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ და წარუდგენს წინადადებებს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას; კ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციით საქმეების განხილვისას; ლ) ამოწმებს ფინანსთა სამინისტროს ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; მ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; მ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ანალიტიკურ მუშაობას; ნ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ო) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; პ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.  3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი   1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; გ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; დ) შესასწავლად და შესამოწმებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებიდან გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, დოკუმენტებს და ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ე) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, ადგენს საბრალდებო დასკვნას; ვ) განიხილავს შუამდგომლობებს საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ და დასკვნებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს ან მის მოადგილეს; ზ) ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას, განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს საგნობრივი დავალებების შესრულებას; თ) განიხილავს მოქალაქეთა წერილებს, საჩივრებსა და განცხადებებს; ი) დეპარტამენტის უფროსის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას; კ) უზრუნველყოფს ადგილებზე გასვლებს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში საქმიანობის შემოწმებისა და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ამ ღონისძიებების შედეგებს მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას; ლ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; მ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მუშაკები 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები; ბ) სამმართველოს პროკურორები; გ) დეპარტამენტის სპეციალისტები. 2. დეპარტამენტის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში; ბ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით; გ) ახორციელებენ კონტროლს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით, კანონების, გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მითითებების შესასრულებლად; დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე; ე) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს, ადგენენ საბრალდებო დასკვნებს; ზ) განიხილავენ საპატიმრო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და სამმართველოს უფროსს; თ) განიხილავენ მოქალაქეთა და ორგანიზაცია-დაწესებულებათა განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას, წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ მოქალაქეებს და წარმოება-დაწესებულებათა წარმომადგენლებს; ი) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს; კ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ; ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; მ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლოების უკანონო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ; ნ) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს; ო) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ ფუნქციებს. 4. სამმართველოს უფროსი პროკურორები ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის განსაკუთრებით რთულ და საპასუხისმგებლო დავალებებს. 5. დეპარტამენტის სპეციალისტები უზრუნველყოფენ დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას. 6. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გენერალური პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.