საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №2151 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2005
ძალის დაკარგვა 27.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №2151
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.007877
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 25/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №2151 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.007.877
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №2151
2005 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – მინისტრი) 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულების საფუძველზე.
2. სასწავლო ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და ამ წესდებით.
3. სასწავლო ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სასწავლო ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. სასწავლო ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო (მათ შორის სავალუტო) ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სასწავლო ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №87.
მუხლი 2🔗. სასწავლო ცენტრის მიზანი
სასწავლო ცენტრის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ხელშეწყობა და აღნიშნულ სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის და/ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
მუხლი 3🔗. სასწავლო ცენტრის ფუნქციები
სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში დასაქმებული პერსონალის და/ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში დასაქმებული პერსონალის და/ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და/ან კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) გადამზადების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ატესტაცია;
დ) ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და კოორდინირება;
ე) ტრენერთა პერიოდული გადამზადება როგორც მოწვეული სპეციალისტების მიერ, ასევე მომზადება და სტაჟირება საზღვარგარეთის ანალოგიურ სასწავლო ცენტრებში;
ვ) მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შემუშავება და გამოცემა;
ზ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;
თ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ბიბლიოთეკის დაფუძნება და ამოქმედება;
ი) თანამშრომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტებთან მათდამი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიზნით;
კ) ურთიერთობა და თანამშრომლობა უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით ნებდართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება სასწავლო ცენტრის მიზნების მიღწევას.
მუხლი 4🔗. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა
1. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სასწავლო ნაწილის უფროსი.
მუხლი 5🔗. სასწავლო ცენტრის დირექტორი
სასწავლო ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს სასწავლო ცენტრს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სასწავლო ცენტრის საქმიანობას ეხება;
გ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასწავლო ცენტრის საქმიანობას წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და ახორციელებს სასწავლო ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას; უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს ლექტორები, ტრენერები, სპეციალისტები და დაქირავებული მოსამსახურე პერსონალი კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;
ვ) შეიმუშავებს სასწავლო ცენტრის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ზ) ახორციელებს სასწავლო ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
თ) ხსნის და ხურავს სასწავლო ცენტრის საბანკო ანგარიშებს;
ი) ამტკიცებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განრიგსა და ჩატარებას;
კ) ხელმძღვანელობს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მონაწილეთა ატესტაციას; დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს საატესტაციო კომისიის შემადგენლობას; გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს წარმატებით ატესტაციაგავლილ პირებზე;
ლ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;
მ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლო ცენტრის საშტატო განრიგსა და ნუსხას;
ნ) ამტკიცებს სასწავლო ცენტრის შინაგანაწესს;
ო) ანაწილებს მოვალეობებს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
პ) ატარებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს მუშაობის შედეგებს;
ჟ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
რ) ასრულებს ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
მუხლი 6🔗. სასწავლო ცენტრის სტრუქტურა
1. სასწავლო ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დირექტორის აპარატი;
ბ) სასწავლო ნაწილი;
გ) მართვის სამსახური.
მუხლი 7🔗. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები
1. დირექტორის აპარატის ძირითადი ამოცანაა დირექტორის ორგანიზაციული, ინფორმაციულსტატისტიკური და ანალიტიკური უზრუნველყოფა; სხდომების გამართვის, განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადების ორგანიზება; დირექტორის ცალკეული და ოპერატიული დავალებების შესრულება; სასწავლო ცენტრის ფოსტის დამუშავება; ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დირექტორთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; საზოგადოების ინფორმირება სასწავლო ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ; სასწავლო ცენტრის ბიუჯეტის და ხარჯთა ნუსხის პროექტის შემუშავება, ოპერატიული მართვა, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, კრებსითი ბალანსებისა და ანგარიშების მომზადება; საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა.
2. სასწავლო ნაწილის ძირითადი ამოცანაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომელთათვის სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განრიგის შემუშავება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელებისათვის მეთოდიკის შერჩევაგაანალიზება; ტრენერთა ჯგუფის ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება; ტრენერთა პერიოდული გადამზადების კურსების ორგანიზება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მონაწილეთა ატესტაცია; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ბიბლიოთეკის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
3. მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით, საშუალებებითა და საკვები პროდუქტებით; სასწავლო ცენტრის კომუნალური და მიმდინარე გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა; სასწავლო ცენტრის ქონების დაცვა.
მუხლი 8🔗. სასწავლო ცენტრის ქონება
1. სასწავლო ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
2. სასწავლო ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 9🔗. სასწავლო ცენტრის ფინანსები
სასწავლო ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი
სასწავლო ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასწავლო ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.
მუხლი 11🔗. სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია
სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულებანი
ამ წესდების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.