⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.07.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №297 ,,საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.11.2005
ძალის დაკარგვა 22.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №297
სარეგისტრაციო კოდი 010350000.18.011.007878
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 01/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,858 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2005 მიღება
22.07.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №297 ,,საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 27.75pt 17.85pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.18.011.007.878 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის   ბრძანება №297 2005 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის   სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველის კანონის, „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების მოთხოვნათა თანახმად და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. რ. გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად. 2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემის საჯარო მოსამსახურეებზე. თავი II  საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა; გ) საკადრო რეზერვის შექმნა; დ) საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურებისა და გათავისუფლების, მისთვის სპეციალუ-რი წოდების მინიჭებისა და დაქვეითების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.     მუხლი 3🔗. კომისია 1. საჯარო მოსამსახურეთათვის რეზერვის ფორმირებასთან, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებული მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) მოწვეული სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.     მუხლი 5🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში. თავი III კონკურსი     მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინადადებით. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 4. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 6. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებასა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას. 7. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.     მუხლი 7🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელეობის კანდიდატს ეროვნული ბანკის სისტემის მოხელეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელეებისათვის განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 8🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) ავტობიოგრაფია; ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; გ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4); ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ გაცემული ანკეტა (დანართი №1); ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირისა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 9🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 10🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.     მუხლი 11🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოსამსახურის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 2. ტესტირების საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 3. კონკურსანტი ტესტირებისგან თავისუფლდება, თუ მას აქვს სამეცნიერო ხარისხი შესაბამისი სპეციალობით. 4. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინადადებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). 5. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი.     მუხლი 12🔗. გასაუბრება საჯარო მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი ღირსებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების (ინტერვიუს) გზით.     მუხლი 13🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.     მუხლი 14🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსის მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. 5. იგივე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა მას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. ამავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას. 6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატის შესახებ იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. 3. კონკურსის შედეგები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 16🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი IV  მოხელის ატესტაცია     მუხლი 17🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ატესტაციას ექვემდებარება: ა) საჯარო მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) საჯარო მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.     მუხლი 18🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის ჩატარებისა და მისი თემატიკის შესახებ უნდა ეცნო-ბოს სულ ცოტა ორი კვირით ადრე.     მუხლი 19🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე საჯარო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტს წარუდგენს საჯარო მოსამსახურის დახასიათებას (დანართი №2). 2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს თავის დახასია-თებას. 3. ატესტაციის ჩატარებისთვის პირადი საქმისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტი. 4. საჯარო მოსამსახურის გასაუბრება (ინტერვიუ) იმართება ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 5. ატესტაცია ტარდება ზეპირი ან/და ტესტირების ფორმით. ტესტირებით ატესტაციისათვის ტესტირების თემატიკას საჯარო მოსამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 6. საჯარო მოსამსახურის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურის ატესტაცია გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას. 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოსამსახურის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს საჯარო მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს პროფესიულ საკითხებზე.     მუხლი 20🔗. საჯარო მოსამსახურის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციის კენჭისყრის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-14 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას; დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს. 3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ერთი კვირის ვადაში. 5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №1).     მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოხსენდება მისი ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V საჯარო მოსამსახურეთა რეზერვი     მუხლი 22🔗. საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის მიზანი საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის მიზანია: ა) საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატების შერჩევა; ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურის კანდიდატისათვის სამსახურის შესაბამისი ადგილის გამოძებნა.     მუხლი 23🔗. რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.     მუხლი 24🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით. თავი VI დასკვნითი დებულებანი     მუხლი 25🔗 ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.