საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №210 ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2006
ძალის დაკარგვა 24.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №210
სარეგისტრაციო კოდი 120020000.22.026.008957
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 21/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №210 ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.008.957
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №210
2006 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთიანი სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება. საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლებული, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიონალი სერჟანტებითა და ოფიცრებით სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მიხედვით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ბ) სამხედრო განათლების და საბრძოლო მომზადების სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა, ქვედანაყოფების საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
გ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი, განათლებული, მაღალკვალიფიციური, მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტთა კორპუსის ჩამოყალიბებისათვის პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
დ) სამხედრო საგანმანათლებლო პროცესის და შეიარაღებული ძალების განვითარებით მოტივირებული სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთოდური მიმართულებების განვითარება, სამხედრო სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარების პროგრამების შემუშავება;
ე) საქართველოს ერთიანი სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია, საერთაშორისო სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარება და დანერგვა;
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების ერთიანი სრულყოფილი სისტემის პროგრამული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების პროცესის თანამიმდევრული განვითარების ხელშეწყობა, სერჟანტებისა და ოფიცრების სამხედრო განათლების კონცეფციებით გათვალისწინებული, უწყვეტი სწავლების საფეხურებრივი სისტემის შესაბამისად;
დ) სამხედრო განათლების სისტემაში, სასწავლო-მეთოდური და საგანმანათლებლო პროცესით მოტივირებული, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, საგამომცემლო საქმიანობის და სამხედრო სამეცნიერო სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სხვა ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია;
ე) სამხედრო სამეცნიერო და სამეცნიერო პედაგოგიური პროფესიული კადრების მომზადების, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების დაგეგმვა, პროგრამული უზრუნველყოფა, კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
ვ) შეიარაღებულ ძალებში პროფესიული განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების შემუშავება;
ზ) შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სპორტული ვარჯიშების, ბრძოლაზე ორიენტირებული ფიზიკური მომზადებისა და სამხედრო გამოყენებითი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა, პროგრამული უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
თ) შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სფეროში მოქმედი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მეთოდური დანიშნულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწრთვნელი და სასიმულაციო მოწყობილობებითა და აღჭურვილობებით უზრუნველყოფის დაგეგმვა;
ი) NATO-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში მოქმედი სამხედრო სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის, აგრეთვე სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების პროცესთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტაციის საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამოქმედება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8🔗.
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9🔗.
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.
მუხლი 10🔗.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 11🔗.
დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 12🔗.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 13🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი):
ა) სამხედრო განათლების სამმართველო;
ბ) საბრძოლო მომზადების სამმართველო;
გ) NATOში ინტეგრაციისა და სტანდარტიზაციის სამმართველო.
მუხლი 14🔗.
სამხედრო განათლების სამმართველო ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ანალიზსა და შეფასებას. ხელს უწყობს სამხედრო განათლების ხარისხის ინტენსიური ზრდის უზრუნველყოფას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საგანმანათლებლო პროცესის თანამიმდევრულ განვითარებას; საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის ბაზის შექმნასა და განვითარებას.
მუხლი 15🔗.
საბრძოლო მომზადების სამმართველო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახორციელებს საბრძოლო მომზადების პროცესის დაგეგმვას, პროგრამულ უზრუნველყოფას, კოორდინაციას, კონტროლს, ანალიზსა და შეფასებას. უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ხარისხის ინტენსიურ ზრდასა და საბრძოლო მომზადების სფეროს თანამიმდევრული განვითარების ხელშეწყობას.
მუხლი 16🔗.
NATO-ში ინტეგრაციისა და სტანდარტიზაციის სამმართველო ახორციელებს NATO-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში მოქმედი წესდებებისა და სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების პროცესთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტაციის საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და ამოქმედებას. უზრუნველყოფს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის თანამიმდევრულ განვითარებას.
მუხლი 17🔗.
ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 18🔗.
ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლებამოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 19🔗.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.