სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/252
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009026
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 08/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.026
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/252
2006 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლა დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის თანდართული წესდება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლის წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 ხელოვნების სკოლა (შემდგომში – ხელოვნების სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე.
2. ხელოვნების სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
3. ხელოვნების სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. ხელოვნების სკოლა საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამო-ვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
5. ხელოვნების სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
6. ხელოვნების სკოლის იურიდიული მისამართია – ქ. რუსთავი, ჭავჭავაძის გამზირი №4, ტელ: (824) 15 75 47.
მუხლი 2🔗. ხელოვნების სკოლის მიზნები, ამოცანები
1. ხელოვნების სკოლის მიზნებია:
ა) მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი;
ბ) პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობებიბის შექმნა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარების, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის.
2. ხელოვნების სკოლის ამოცანებია:
ა) აზიაროს მოსწავლეები ხელოვნების საფუძვლებს;
ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები;
გ) მოსწავლეთა კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები;
დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე.
მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია
1. ხელოვნების სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სის-ტემა განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე.
2. ხელოვნების სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ახალი განყოფილებების გახსნა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.
3. ხელოვნების სკოლაში სწავლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით.
4. ხელოვნების სკოლაში მიღება თავისუფალია 6-12 წლის ასაკის მოზარდთათვის;
5. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
7. ხელოვნების სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.
8. ხელოვნების სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით).
9. ხელოვნების სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს;
ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით.
11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.
12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები.
13. ხელოვნების სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ. გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 4🔗. ხელოვნების სკოლის სტრუქტურა და მართვა
1. ხელოვნების სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო (განყოფილებები) და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები.
2. ხელოვნების სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო.
3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს ხელოვნების სკოლის დირექტორი.
5. პედაგოგიური საბჭო:
ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნ არიან მის წინაშე;
ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას;
დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმა-ნათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;
ვ) იხილავს ხელოვნების სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი.
7. ხელოვნების სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაციით.
8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.
9. ხელოვნების სკოლის დირექტორი:
ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს ხელოვნების სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ხელოვნების სკოლის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სახელოვნებო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ხელოვნების სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ხელოვნების სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს;
თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს ხელოვნების სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად ხელოვნების სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;
ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები.
10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.
11. დირექტორის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე;
ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 5🔗. ხელოვნების სკოლის პედაგოგი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი
1. ხელოვნების სკოლის პედაგოგად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სახელოვნებო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
2. ხელოვნების სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და ხელოვნების სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.
3. ხელოვნების სკოლის პედაგოგებსა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.
4. ხელოვნების სკოლაში ჯგუფური მეცადინეობისათვის შეიძლება დაინიშნოს კლასის ხელმძღვანელი (დამრიგებელი), რომლის ფუნქციები განისაზღვრება შინაგანაწესით.
მუხლი 6🔗. ხელოვნების სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ხელოვნების სკოლის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი (ადგილობრივი) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ ხელოვნების სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
4. ხელოვნების სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.
5. ხელოვნების სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ხელოვნების სკოლას შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.
4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ხელოვნების სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ხელოვნების სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც:
ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს ხელოვნების სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ;
ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.
მუხლი 9🔗. ხელოვნების სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ხელოვნების სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო:
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. ხელოვნების სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
ხელოვნების სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.