„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110726013, 27/07/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №411

2011 წლი ს 26 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 993 ბრძანებით (სსმIII,31.12.2010,№172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“.

2. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ქვეპუნქტი:

„ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, რომელიც წარმოადგენს „A SYCUDA“-ში დაშვებულ პირს, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ:

ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;

ე.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ, ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ) საქონელს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №411. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016218.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №411, 26.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016218 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1434220/