⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.06.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №11 საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2006
ძალის დაკარგვა 08.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.009028
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 07/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,878 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2006 მიღება
08.06.2009 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის, პროკურატურის ორგანოს სახელწოდება
საქართველოს    გენერალური    პროკურატურა    №    ქ. თბილისი მივლინების ფურცელი   მიეცა -   თანამდებობა -   მივლინებულს -    მივლინების ვადა -         საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატი
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი
3. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტი
4. საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი ან პროკურატურის ორგანო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №11 საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 42.5pt 27.0pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.009.028 საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №11 2006 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანდართული შინაგანაწესი (დანართი №1). 2. დამტკიცდეს პროკურატურის მუშაკის სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დროის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს პროკურატურის მუშაკის ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას სამივლინებო ფურცლის ფორმა (დანართი №3). 4. დამტკიცდეს პროკურატურის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №4). 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი №1 საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე. 2. შინაგანაწესის მიზნებია: ა) პროკურატურის ორგანოებისათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება; დ) პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა; ვ) ხელმძღვანელობასა და პროკურატურის მუშაკთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. 3. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) პროკურატურის მუშაკის მიერ კუთვნილი შვებულების გამოყენების პირობები და წესი; ე) პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვების წესი; ვ) სამსახურებრივ საკითხებზე გაცემულ განკარგულებათა პროკურატურის მუშაკებისათვის გაცნობის წესი; ზ) ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი; თ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ი) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი.     მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო 1. საქართველოს პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელება ეფუძნება საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპს და განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით. 2. სამუშაო დრო განისაზღვრება 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. 3. პროკურატურის მუშაკის სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დრო ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან საამისოდ გამოყოფილი აღრიცხვის ჟურნალის მეშვეობით (დანართი №2). 4. პროკურატურის მუშაკისათვის სამუშაო დროის განმავლობაში განსაზღვრულია შესვენების დრო, რომელიც გრძელდება 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.     მუხლი 3🔗. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი 1. პროკურატურის მუშაკისათვის მუშაობა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია. 2. გადაწყვეტილებას დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ პროკურატურის მუშაკისათვის შრომის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი).     მუხლი 4🔗. შვებულების უფლების გამოყენების წესი 1. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. 2. პროკურატურის მუშაკის ყოველწლიური ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და სასწავლო შვებულება ფორმდება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის განსაზღვრული კატეგორიის მუშაკთა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შვებულებაში გაშვების შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მის ერთ-ერთ მოად-გილეზე. 4. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ გენერალურ პროკურორს (გენერალური პროკურორის მოადგილეს) უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებიდან 5 დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, პროკურატურის მუშაკის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას. 5. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის თანხმობა. 6. სტრუქტურული დანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის პროკურატურის მუშაკის მიერ შვებულებით სარგებლობა. 7. პროკურატურის მუშაკი უფლებამოსილია, სტრუქტურული დანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება. 8. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მუშაკი ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა. 9. პროკურატურის მუშაკის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უხელფასო შვებულების მოთხოვნისას გამოიყენება ამ მუხლით დადგენილი წესი. 10. სასწავლო შვებულებაში პროკურატურის მუშაკის გაშვების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 11. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს შვებულებით არ უსარგებლია.     მუხლი 5🔗. პროკურატურის მუშაკის შვებულებიდან გამოძახების წესი 1. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია პროკურატურის მუშაკის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, გენერალური პროკურორის (გენერალური პროკურორის მოადგილის) ბრძანებით. 2. შვებულებიდან გამოძახების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სტრუტურული დანაყოფის უფროსი შვებულებიდან გამოძახების შესახებ მოხსენებითი ბარათით მიმართავს გენერალურ პროკურორს (გენერალური პროკურორის მოადგილეს).     მუხლი 6🔗. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვების წესი 1. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვების უფლება აქვს გენერალურ პროკურორს. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის ქვეყნის ფარგლებში მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მის ერთ-ერთ მოადგილეზე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების მუშაკთა მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორზე. 2. პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვება ფორმდება ბრძანებით. 3. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი პროკურატურის მუშაკს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების მუშაკებისა) უფორმებს სამივლინებო ფურცელს, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური პროკურორი (დანართი №3).     მუხლი 7🔗. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემულ განკარგულებათა პროკურატურის მუშაკებისათვის გაცნობის წესი 1. სამსახურებრივ საკითხებზე პროკურატურის მუშაკებზე განკარგულების გაცემის უფლება აქვთ გენერალურ პროკურორს, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული განკარგულება შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს პროკურატურის ყველა მუშაკზე) და პერსონალური. 3. ზოგად განკარგულებას გასცემს გენერალური პროკურორი. ზოგად განკარგულებას აქვს წერილობითი ფორმა და ექვემდებარება პროკურატურის ორგანოებში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას. 4. პერსონალურ განკარგულებას გასცემს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები და შესაბამისი სტურუქტურული დანაყოფის უფროსი (თავისი კომპეტენციის ფარგლებში). პერსონალური განკარგულება გაიცემა უშუალოდ ერთ პროკურატურის მუშაკზე ან პროკურატურის მუშაკთა განსაზღვრულ ჯგუფზე. პერსონალური განკარგულება გაიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გაცემული პერსონალური განკარგულება გაცემისთანავე გადაეცემა პროკურატურის მუშაკს (პროკურატურის მუშაკთა განსაზღვრულ ჯგუფს), რაც დასტურდება ხელმოწერით. 5. პერსონალური განკარგულების გაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი შესრულება უშუალოდ არ შედის განკარგულების მიმღების უფლება-მოვალეობებში, მაგრამ გამომდინარეობს საქართველოს პროკურატურის ინტერესებიდან. 6. გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების განკარგულებების შესრულება სავალდებულოა პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. 7. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მუშაკი კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს ზემდგომი თანამდებობის პირის პერსონალური განკარგულების შესრულებას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს განკარგულების გამცემ პირს. თუ განკარგულების გამცემი თანამდებობის პირი დაუსაბუთებლად მიიჩნევს განკარგულების მიმღების მოსაზრებას, განკარგულების მიმღებმა უნდა შეასრულოს პერსონალური განკარგულება ან აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს. ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება სავალდებულოა განკარგულების გამცემი და განკარგულების მიმღები პირებისათვის.     მუხლი 8🔗. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი 1. პროკურატურის მუშაკებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ. 2. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე პროკურატურის მუშაკის მივლინებაში გაშვებისას, სამივლინებო თანხების გაცემის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. პროკურატურის მუშაკებზე ხელფასი და სამივლინებო თანხები გაიცემა საქართველოს პროკურატურის შენობებში ან საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.     მუხლი 9🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია პროკურატურის მუშაკი ვალდებულია განუხრელად ასრულებდეს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 10🔗. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი 1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკი ვალდებულია შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსს წინასწარ წარუდგინოს განცხადება გენერალური პროკურორის სახელზე სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, სათანადო მიზეზის მითითებით. სტრუქტურული დანაყოფის უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის თანხმობის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სტრუქტურული დანაყოფის უფროსს. 2. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდეგ პროკურატურის მუშაკმა სტრუქტურული დანაყოფის უფროსს უნდა წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.     მუხლი 11🔗. პროკურატურის მუშაკის სამსახურში მიღება და გათავისუფლება 1. პროკურატურის მუშაკი სამსახურში მიიღება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ პროკურატურის მუშაკი ვალდებულია პროკურატურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს დაუბრუნოს ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაეცა პროკურატურის ორგანოებში მუშაობის პერიოდში. 3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია პროკურატურიდან დათხოვნიდან 5 დღის ვადაში გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში წარადგინოს პროკურატურის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №4) პროკურატურის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ პროკურატურის მუშაკთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.     მუხლი 12🔗. დასკვითი დებულებანი 1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. 2. შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 3. გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ვალდებულია გააცნოს პროკურატურის მუშაკს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება პროკურატურის მუშაკის ხელმოწერით. 4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში. დანართი №2 პროკურატურის მუშაკის სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დროის აღრიცხვის ჟურნალი (რიცხვი), (თვე), (წელი) –––––––––––––––––––––––––– პროკურატურა № სახელი, გვარი სამსახურში გამოცხადების დრო სამუშაო დროს სამსახურის დატოვების დრო და მიზეზი სამსახურიდან წასვლის დრო 1 ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით 2 ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით პროკურატურის ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა ––––––––––––––––––––– დანართი №3 საქართველოს პროკურატურის მუშაკის ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას სამივლინებო ფურცელი    საქართველოს    გენერალური    პროკურატურა    №    ქ. თბილისი მივლინების ფურცელი მიეცა - თანამდებობა - მივლინებულს -  მივლინების ვადა - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე    “   “       “ 2    წ. აღნიშვნები დანიშნულების პუნქტებში გასვლისა და დაბრუნების შესახებ მოსვლა  –––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2   წ.  ბ.ა        ხელმოწერა: ჩასვლა ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––  2   წ.  ბ.ა        ხელმოწერა: მოსვლა –––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2 წ.  ბ.ა         ხელმოწერა: ჩასვლა –––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––– 2 წ.  ბ.ა         ხელმოწერა: მოსვლა –––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2 წ.  ბ.ა          ხელმოწერა: ჩასვლა ––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––– 2 წ.  ბ.ა         ხელმოწერა: მოსვლა –––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2 წ.  ბ.ა           ხელმოწერა: ჩასვლა ––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––– 2 წ.  ბ.ა          ხელმოწერა:                                                                                                                                        დანართი №4 პროკურატურის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი პროკურატურის მუშაკის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– № საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის, პროკურატურის ორგანოს სახელწოდება საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის, პროკურატურის ორგანოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი ხელმოწერა 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატი 2. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი 3. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტი 4. საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი ან პროკურატურის ორგანო შენიშვნა:    1. აღნიშნული დოკუმენტი ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.